ფორმულა 1-ის ყველაზე წარმატებული მრბოლელი და ყველა დროის რეკორდსმენი - ლუის ჰამილტონი 2025 წლიდან “მერსედესს” დატოვებს და “ფერარის” შეუერთდება.
ჰამილტონი “მერსედესის” გუნდის წევრი 2013 წლიდანაა, 11-წლიანი თანამშრომლობა კი წლევანდელი სეზონით სრულდება და მრბოლელს “მერსედესით” მოასპარეზეს ბოლოჯერ ვიხილავთ.
მიუხედავად იმისა, რომ მან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელსაც ვადა 2025 წლის ბოლოს ეწურება, გუნდში მხოლოდ ერთ სეზონს გაატარებს, შემდეგი წლიდან რბოლებზე “ფერარის” სახელით გამოჩნდება და კარლოს საინსს ჩაანაცვლებს.
ლუის ჰამილტონი არის ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი, რომელიც შეუერთდა ფორმულა 1-ს, 7-ჯერ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულით, რეკორდული 103 მოგებით და 104 პოულ პოზიციით იგი ფორმულას ყველაზე წარმატებულ რეკორდსმენ პილოტად ითვლება.
2024 წლის ფორმულა 1-ის სეზონი 2 მარტს დაიწყება და ბაჰრეინის გრანპრით აიღებს სტარტს.
ფოტოების წყარო: The Independent, PlanetF1, Essentially Sports, Road&Track
დაწერე კომენტარი