დომუსი ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს. 

დუმუსი ნეა შთაგონებულია სიცოცხლით სავსე ურბანული ატმოსფეროთი და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და სამუშაო
გარემოს. კომპანიის ახალი პროექტი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, პეტრე ქავთარაძის 22-ში მდებარეობს.

DOMUS NEA-04.png 2.1 MB
დომუსმა ამ პროექტზე არქიტექტორ გიორგი ხმალაძესთან ერთად იმუშავა. 

გამორჩეული არქიტექტურის მქონე პროექტი 3 ბლოკისგან შედგება, რომელიც ორ 23- და 30-სართულიან საცხოვრებელ შენობას, ერთ 10-სართულიან ბიზნესცენტრს, კომერციულ ფართებს, საოფისე სივრცეებს, კაფე-რესტორანს და შიდა ეზოს აერთიანებს. მისი მრავალფეროვანი გარემო მიმზიდველია საცხოვრებლად, სამუშაოდ და ბიზნესის განსავითარებლად.

DOMUS NEA-02.png 2.2 MB
კომპლექსის პირველი სართულის გამწვანებული სახურავი-ტერასა ჰარმონიულად ერწყმის 3000 კვ.მეტრზე გაშლილ შიდა ეზოს. დომუსი ნეა განსაკუთრებით მომხიბვლელია სწორედ რეკრეაციული სივრცით, რომელიც 5000 კვ. მეტრზეა გაშლილი და  აერთიანებს მოსასვენებელ და სათამაშო სივრცეებს, კომბინირებულ სპორტულ მოედანს, ველობილიკს და მცხოვრებლებს სთავაზობს მყუდრო გარემოს ქუჩის ხმაურისგან  დასასვენებლად. აღსანიშნავია 400 ავტომობილზე გათვლილი ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც კომფორტული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
DOMUS NEA-01.png 2.1 MB
პროექტში განხორციელებული ინვესტიცია სრულად მიმართულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში თანამედროვე საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის შექმნაზე. 

დომუსი  არის ბრენდი, რომელიც ზრუნავს ხარისხზე და  ქმნის სტანდარტს უძრავი ქონების სექტორში, უფრო მეტიც,  ნერგავს ინოვაციებს ქვეყნის ბაზარზე.   

DOMUS NEA-03.png 2.08 MB
„ნეა - ახალს და ინოვაციურს ნიშნავს, რაც დომუსისგან სწორედ სიახლეების დანერგვას გულისხმობს.  ჩვენ გვესმის და გვჯერა, რომ ყველაფრის, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია, სრულყოფაც რეალურია. შესაბამისად, ყოველი ახალი გადაწყვეტილებით, იდეით, გვსურს დედაქალაქში ჯანსაღი ურბანული გარემო შევქმნათ და განვავითაროთ, რომელიც გამორჩეული იქნება როგორც ვიზუალურად, ასევე მწვანე არქიტექტურით. 

დომუსი ყოველთვის თამამია ახალი წამოწყებებით. ამჯერადაც ასე მოხდა - ჩვენი სურვილია მიმდებარე ტერიტორიას სახე ვუცვალოთ და კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ. 

DOMUS NEA-06.png 1.87 MB
გაყიდვა უკვე დაიწყო. საწყის ეტაპზე, ვფიქრობთ, ფასი საკმაოდ კონკურენტუნარიანია, გადახდის პირობებიც  მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული. კერძოდ,  დაინტერესებულ პირებს, 30%-იანი პირველადი შენატანის შემთხვევაში, 40-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ. ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტები მსურველებს უფრო მეტ დეტალს გასაუბრებისას გააცნობენ და  მათ მოთხოვნებზე  მორგებულ საუკეთესო პირობებს შესთავაზებენ,“ -  აღნიშნავს დომუსის მარკეტინგის ხელმძღვანელი ტატიანა ქათამაძე.

დუმუსი ნეა - სიცოცხლით სავსე ადგილი!

 

დომუსის შესახებ


დომუსი 2006 წლის 21 სექტემბერს დაარსდა. კომპანიის  მისიაა, შექმნას  გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიულად იგრძნობს. დომუსი განუწყვეტლივ მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ. მისი მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა. კომპანიაში სჯერათ, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის წინაპირობაა.

დაარსების დღიდან დომუსი ქმნის ინოვაციურ სამშენებლო პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული.  გამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები დომუსის სამშენებლო პროექტების და მისი მობინადრეების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

დომუსი - სიცოცხლის ენერგიით და ადამიანის შთაგონებით შექმნილი არქიტექტურა.