ზამთრის სეზონზე განტვირთვისა და დასვენების უქმე დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად გუდაური ერთ-ერთი საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტია. დაუვიწყარი შეგრძნებების და მოგონებების შესაგროვებლად, თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს გუდაურის რამდენიმე ადგილას საინტერესო შეთავაზებებს, Après-Ski ღონისძიებებს სთავაზობს, რომლის მუსიკალურ გაფორმებაზეც თქვენთვის საყვარელი და ნაცნობი შემსრულებლები ზრუნავენ. გარდა ზამთრის განუყოფელი აქტივობებისა, თქვენს სამთო თავგადასავალს მრავალფეროვანს გახდის გარემო და განწყობა, რომელსაც ,,გრადუსი”, ,,გუდაური ლოჯი” და ,,ხიჟინა” დაგახვედრებთ. თოვლით დაფარულ მთებში, სასიამოვნო მუსიკის ფონზე, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად გართობა და დროის გატარება აუცილებლად დაგიტოვებთ დადებით ემოციებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ და დაგაბრუნებთ ზამთრის გუდაურში. 

Gradus

“გრადუსი” გუდაურში დამსვენებელთა საყვარელ ადგილებს შორის ერთ-ერთია, სადაც გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ გემრიელი კერძები და სასმელები დააგემოვნოთ, აქ მთელი დღის განმავლობაში ჟღერს სასიამოვნო მუსიკა, რომელიც საუკეთესო განწყობას ქმნის.
17 თებერვლის ჩათვლით თიბისი კონცეპტის, Visa-ს, Monkey Shoulder-ის და Gradus-ის თანამშრომლობის ფარგლებში, Après-Ski parties სერია იმართება. 11 თებერვალს დამსვენებლებს Tobako Tween - ერეკლე თაბუკაშვილი, ხოლო 17 თებერვალს - DIASSAMIDZE - თემურიკო დიასამიძე უმასპინძლებენ და მათ გართობასა და დადებით ემოციებზე იზრუნებენ.
მთელი სეზონის განმავლობაში თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელები, განსაკუთრებული შეთავაზებით, Gradus-ში თითოეულ გადახდაზე თანხის 15%-ს დაიბრუნებთ.

Gudauri Lodge


სასტუმრო  “გუდაური ლოჯი” დასვენებისა და განტვირთვისთვის დამსვენებლებს მთის ულამაზეს ხედებს, ქართულ რესტორანს და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. სასტუმროს Après-Ski ბარი პირველ სასრიალო ბილიკზე მდებარეობს, სადაც სრიალის შემდეგ სასიამოვნო მუსიკითა და სასმელებით დაგხვდებიან.
10 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით “გუდაური ლოჯის” Après-Ski parties სერიას წარმოგიდგენთ თიბისი კონცეპტი, Visa და Monkey Shoulder, რომლის ფარგლებშიც თქვენთვის ნაცნობ, საყვარელ მუსიკას მოისმენთ.
10 თებერვალს “გუდაური ლოჯის” Après-Ski ბარში pastorius X-ს, 17 თებერვალს კი - Levi love Disco-ს - ლევი ბერიშვილს მოუსმენთ, 2 მარტს Dj. Vako, ხოლო 8-ში Tobako Tween გიმასპინძლებთ, 10 მარტს Dj. Lukacho, 16-ში კი ნინო კვანტრიშვილი იზრუნებს თქვენს განწყობაზე. 

Khizhina 


“ხიჟინა” უკვე მრავალი წელია მოთხილამურეებისა და დამსვენებლების საყვარელ ადგილად ითვლება, სადაც უამრავი დასამახსოვრებელი მოგონება და სამთო თავგადასავალი იქმნება. 

წლევანდელ სეზონზე “ხიჟინა” რამდენიმეწლიანი პაუზის და აღდგენითი სამუშაოების შემდეგ პირველადი იერის შენარჩუნებით დაბრუნდა. ნოსტალგიური შეგრძნებებისა და ახალი ემოციებისთვის მონატრებული “ხიჟინა” დამსვენებლებს Moku T & Moku J-ს მუსიკალური სეტით, ჰიპ-ჰოპ პროდიუსერების - ტატო რუსიასა და ჯეი ჯაფარიძის დუეტს უმასპინძლებს, რომელსაც თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ.