14 თებერვალი წყვილებისთვის ერთ-ერთ საყვარელი დღეა. ვალენტინობის  დღისთვის მზადება, კრეატიული იდეების მოფიქრება და საჩუქრების შერჩევა წყვილებისთვის მნიშვნელოვნად სასიამოვნო პროცესად იქცა. იდეა, რომ გამოხატო სიყვარული და ზრუნვა საყვარელი ადამიანის მიმართ, ვალენტინობის დღის მთავარი მიზეზია, რომელიც უამრავ ადამიანს ხიბლავს. 

Artboard 2.png 1.59 MB
ისთ ფოინთში თვლიან, რომ ვალენტინობა კიდევ ერთი მშვენიერი მიზეზია საყვარელი ადამიანების ან სულაც საკუთარი თავის საჩუქრებით გასანებივრებლად.
Artboard 1.png 1.69 MB
სიყვარულის გამოხატვა გახდა 2023 წელს მხატვარ ანკა ბოჭორიშვილთან კოლაბორაციის ინსპირაცია. ვალენტინობის დღისთვის შეიქმნა ლიმიტირებული მაისურების სერია  წყვილებისთვის, რომელიც ორი დამოუკიდებელი ნახატისგან, ერთ, ჰარმონიულ მთლიანობას ქმნიდა.
Artboard 3.png 1.64 MB
თანამედროვე ქართველ არტისტებთან და დიზაინერებთან კოლაბორაცია ისთ ფოინთის  ხელწერად იქცა. წელს, ვალენტინობისთვის მხატვარ კოტე სულაბერიძესთან შედგა კოლაბორაცია. სულაბერიძე თანამედროვე ქართველი არტისტია, რომლის ნამუშევარი Sotheby-ის აუქციონზე გაიყიდა. 


წყარო:


“ისთ ფოინთში ყოველთვის ვცდილობთ შოპინგი არ იყოს მხოლოდ საჭირო ნივთების შეძენა და ჩვენს სტუმრებს განსხვავებული, საინტერესო გამოცდილება შევთავაზოთ. ამ მიზნით ხშირად ვთანამშრომლობთ ქართველ არტისტებთან. წელს ვალენტინობისთვის კოტე სულაბერიძესთან ერთად ძალიან მასშტაბური იდეა განვახორციელეთ - 100 უნიკალური ნახატი შეიქმნა, რომელსაც ჩვენი სტუმრები საჩუქრად მიიღებენ ვალენტინობის დღისთვის” - ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორი, თეიკო ლომინაძე.

12 თებერვლიდან, შეიძინეთ ისთ ფოინთის 500₾ სასაჩუქრე ბარათი და მიიღეთ საჩუქრად East Point x Kote Sulaberidze კოლაბორაციით შექმნილი 100 უნიკალური ნამუშევრიდან ერთი.