14 თებერვალი - ვალენტინობის დღესასწაული, ,,სიყვარულის დღე" კიდევ ერთი მიზეზია, რომ საყვარელ ადამიანს სამახსოვრო საჩუქრით კარგი განწყობა შევუქმნათ და დადებითი ემოციები დავუტოვოთ. ამ დღის აღსანიშნავად წყვილები განსაკუთრებულად ემზადებიან - არჩევენ ისეთ საჩუქრებს, რაც მათი საყვარელი ადამიანის გემოვნებას მოერგება, სიყვარულის გამოხატვის ეს რომანტიკული ჟესტი კი განსაკუთრებულად ახარებს ადრესატებს. საჩუქრების და სურვილების სია შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს, თუმცა სუნამო ის ნივთია, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალურობას და ყოველთვის სასურველია. სუნამოების, თავის მოვლის საშუალებების და დეკორატიული კოსმეტიკის შეძენისას 14 თებერვალს - ლუტეციაში, Voulez-Vous და ისი პარის პარფიუმერიის მაღაზიებში, თიბისი კონცეპტის ვიზა ბარათით გადახდისას, დაიბრუნებთ თანხის 50%-ს, მაქსიმუმ 200 ლარს. 

სუნამოების გარდა, ვალენტინობის დღისთვის სხვა საინტერესო საჩუქრების იდეებს ჩვენი რესპონდენტი ელენე კოპალეიშვილი გვიზიარებს და იმ ნივთებს გვირჩევს, რომლებიც ამ სიმბოლურ დღეს სიყვარულის გამოხატულების იდეალური ფორმა იქნება. 

IMG_3737.jpg 383.22 KB


საუკეთესო ან  ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი, რაც ოდესმე მიმიღია…


ძალიან რთულია გამოვყო კონკრეტულად ერთი რამ, რადგან, ზოგადად, ყველანაირი  საჩუქარი ძალიან მახარებს - როდესაც ვგრძნობ, რომ ადამიანმა ჩემთვის დრო გამონახა და იფიქრა რა მესიამოვნებოდა... მაგალითად, ჩემი მეუღლე  გაცნობის დღიდან  საჩუქრად მიძღვნის ხოლმე ყვავილებს, მაგრამ ეს არ არის დიდი ბუკეტები, მხოლოდ ერთ ცალ ყვავილს არჩევს, მაგრამ განსაკუთრებულს და განსხვავებული ჯიშისას, რომელიც რთულია, რომ იყიდო  და ყოველთვის დიდ ძალისხმევას დებს ამ ყვავილების ძიებაში. მე კი ამ 5 წლის განმავლობაში დაგროვილ საჩუქრებს ვინახავ ერთ დიდ საყვავილეში, რომელსაც ჩემს სახლში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

IMG_3740.png 1.59 MB

შენთვის ამ დღის ყვავილი არის…

 

არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემთვის ვალენტინობასთან ყაყაჩო ასოცირდება.

IMG_3738.png 1.68 MB

სუნამო, რომელიც შენთვის შეუცვლელია… ან სუნი, რომელიც ამ დღეს გახსენებს…


სუნამო, რომელიც ძალიან მიყვარს, არის CDG-ის Dot, რომელსაც ზუსტად იმ პერიოდში ვიყენებდი, როცა ვატო შემიყვარდა, ამიტომ სიყვარულთან ასოცირდება ჩემთვის. ვალენტინობის დღის საჩუქრად შემიძლია კიდევ ერთი ჩემი საყვარელი სუნამო - Mugler-ის Angel გირჩიოთ. 


გაგვიზიარე 3 უნივერსალური იდეა, რა ვაჩუქოთ ბიჭს… 


ძალიან მეძნელება ისეთი საჩუქრის მოფიქრება, რომელიც უნივერსალური იქნება და ყველა ბიჭს თანაბრად მოეწონება, თუმცა მაინც გამოვყოფდი - Playstation-ს, ალბათ ბიჭი არ არსებობს, რომელსაც  ვიდეოთამაშები არ უყვარს. მეორე საჩუქრად დავასახელებდი კლასიკურ თეთრ პერანგს, რომელიც   ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს გარდერობში და ბოლოს, ფორმულა ერთის რბოლაზე დასასწრებ ბილეთებს - ამ საჩუქრის ადრესატი ნამდვილად ძალიან გახარებული დარჩება…

IMG_3742.png 1.94 MB

3 უნივერსალური საჩუქარი, რაც ყველა გოგოს გაუხარდება… 


გოგოები უფრო რთულები ვართ საჩუქრების ამბავში, ვიდრე ბიჭები. ნამდვილად არ ვიცით, რეალურად რა გვინდა (თან ყველაფერი გვინდა)... საჩუქარი, რომელიც გოგოსთვის მახსენდება,  სახის კანის მოვლის საშუალებებია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა, ამიტომ ყველა ქალბატონისთვის სასურველი საჩუქარია. მეორე საჩუქრად ავირჩევდი ლამაზ თეთრეულს, რომელიც ყოველთვის თავდაჯერებულობას  სძენს ყველა გოგოს და  მესამე - ფირის ფოტოაპარატი, ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნო საჩუქარია, როცა რაღაც დროის მერე შენს გადაღებულ სურათებს ამჟღავნებ და მოგონებებს იბრუნებ.


მთავარი კრიტერიუმი ვალენტინობის საჩუქრის შერჩევის დროს არის…


მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ვალენტინობის და არამარტო საჩუქრის შერჩევის დროს, ჩემი აზრით, არის მისადაგება იმ ადამიანთან, ვისთვისაც საჩუქარს ყიდულობ. ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანმა იგრძნოს, რომ ეს არის ნაფიქრი და გულით ნაჩუქარი, ამ შემთხვევაში ფასი  და ნივთის სიძვირე, ვფიქრობ, მეორეხარისხოვანია. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია შეფუთვა. მე ძალიან მიყვარს ლამაზად შეფუთული საჩუქარი, ესეც თავის ხიბლს სძენს ყველაფერს - სანამ  საჩუქარს გავხსნით, მანამდე შეფუთვა  და მისი ნელ-ნელა გახსნა გვიხარია.


საჩუქარი, რომელიც იცი, რომ აუცილებლად გამოადგება… 


საჩუქარი, რომელიც აუცილებლად ყველას გამოადგება, არის დასვენება. Weekend Getaway ქალაქგარეთ, ნებისმიერ ადგილას, ყოველდღიურობიდან მოწყვეტა და განტვირთვა.


გაგვიზიარე ბოლო ვალენტინობის საჩუქარი, რა აჩუქე და რა მიიღე საჩუქრად… 


ზოგადად, მე და ჩემს ქმარს არ გვაქვს ეს ტრადიცია, რომ ვალენტინობას ვაჩუქოთ ერთმანეთს საჩუქრები, რადგან როცა გვინდა ერთმანეთი გავახაროთ, ამისათვის კონკრეტული ერთ დღეს არ ველოდებით, თუმცა წინა წლის ვალენტინობიდან მახსენდება დილით მორთმეული საუზმე ჩემი საყვარელი ტკბილეულობით.


საუკეთესო Date Night Dress შენთვის… 


საუკეთესო Date Night Dress ალბათ მოკლე შავი კაბა, რომელიც არის კლასიკა და არასდროს გადადის მოდიდან, თუნდაც ერთი პატარა აქსესუარის დამატებით უკვე შეგვიძლია განსაკუთრებულ გამოსასვლელ კაბად გადავაქციოთ. ამ ვალენტინობას Coperni-ის შავ კაბას ჩავიცვამდი, რომელსაც მოვუხდენდი წითელ ჩანთას და უკვე საღამოს ლუქი შედგებოდა.

IMG_3739.png 1.82 MB

3 საჩუქარი ზამთრის სეზონისთვის… 


ზამთრის სეზონი ჩემთვის  ასოცირდება მოღუშულ  და მელანქოლიურ ხასიათთან, ამიტომ შევეცდებოდი ისეთი საჩუქარი მეჩუქებინა, რომელიც ადრესატს ყოველდღიურობას გამოუცოცხლებდა. მაგალითად, შინაური ცხოველი, რომლისგანაც იმხელა სითბოს იღებ, რომ შეუძლებელია კარგ ხასიათზე არ დადგე. ასევე ვაჩუქებდი თბილ, მაგრამ ამავე დროს ძალიან ლამაზ შარფს, რომელსაც მთელი ზამთრის სეზონზე გამოიყენებდა. ხოლო მესამე საჩუქრად ავირჩევდი სურნელოვან სანთელს, რომელიც სახლში მყუდროებას ქმნის, განსაკუთრებით სწორად შერჩეული სურნელებით, მაგალითად, ვანილის არომატით.


საუკეთესო საჩუქარი, რომელიც მთელი წელი გაგყვება… 


საჩუქარი, რომელიც მთელი წელი გაგყვება, ჩემი აზრით, არის ემოცია, რასაც იგრძნობ საყვარელი ადამიანისგან ნებისმიერი საჩუქრის მიღებისას.. შეიძლება ის ნივთი გედოს სადმე ან იყენებდე ყოველდღიურად, მაგრამ როდესაც მას უყურებ,  უნდა გახსენდებოდეს მისი ადრესატი და ისევ გიბრუნდებოდეს ბედნიერების ემოციები ახლიდან.

IMG_3741.png 1.75 MB

ფილმი ვალენტინობის დღის შესახებ, რომელიც საჩუქრის შთაგონება შეიძლება გახდეს… 


ძალიან მიყვარს ფილმი Love Actually და Crazy Stupid Love. საჩუქრის  შთაგონების წყარო რამდენად შეიძლება გახდეს სხვისთვის, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მოანდომებს ყველა ადამიანს სიყვარულს - მისთვის დამახასიათებელი სიგიჟით, ტემპერამენტითა და თავგადასავლებით.


შენ რას აჩუქებ წელს?


როგორც აღვნიშნე, წელს ვალენტინობის მოსვლას არ დაველოდე და ჩემს საყვარელ ადამიანს ვაჩუქე მისთვის ყველაზე საყვარელი ფეხბურთის გუნდის, “მილანის” აქსესუარი, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით იყო გამოშვებული და, ჩემი აზრით, ნამდვილად იმსახურებდა, იმდენად  ერთგული გულშემატკივარია ამ გუნდის.


საჩუქრები, რასაც წელს თავად ისურვებდი…


პირველი რასაც ვისურვებდი, არის ბევრი მოგზაურობა ახალ ადგილებში, სადაც  დავიტვირთებოდი დადებითი ენერგიებით, რომ  შემდგომ მთელი წელი გამყოლოდა. მეორე, ვისურვებდი ჩემს პირად საქმეში მეტად განვითარებას, რაც თავისთავად საჩუქარია ჩემთვის. მეტის მოფიქრება ნამდვილად მიჭირს, რადგან ჩემთვის პერსონალური საჩუქრების მოფიქრების სპეციალისტი ჩემი მეუღლეა, ამიტომ მას ჰკითხეთ…