იმისათვის, რომ თმას სიმტკიცე, ჯანსაღი და ბუნებრივი იერი შევუნარჩუნოთ, აუცილებელია სწორი მოვლა. სწორად შერჩეული ხარისხიანი შამპუნი უდიდეს როლს თამაშობს თმის სიჯანსაღეში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი კომპონენტი - შამპუნის შემადგენლობაა. 

ნატრიუმის სულფატი ის მავნებელი ნივთიერებაა, რომელიც კანს აღიზიანებს და ხელს უწყობს კომედონების პროვოცირებას, არღვევს სკალპის, მიკროფლორის pH ბალანსს, რაც კანის გამოშრობას, ქერტლსა და თმის ცვენას იწვევს. 

შესაბამისად, შამპუნის შერჩევისას, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ შეიცავდეს სულფატებს, განსაკუთრებით კი Sodium Lauryl Sulfate-ს, რომელიც შამპუნებში შემავალი ყველაზე იაფფასიანი ამქაფებელი ნივთიერებაა. სულფატების ზიანისგან თავის დასაცავად გამოსავალი  უსულფატო შამპუნებია, რომელთაგანაც ათ საუკეთესოს ამ სიაში შემოგთავაზებთ. 

a45279d7-c98d-462d-9021-7a2d68addfdc.__CR0,0,800,600_PT0_SX800_V1___.png 1.74 MB

Moroccanoil Extra Volume Shampoo          

         

დამატებითი მოცულობის შამპუნი ასუფთავებს და მატებს მოცულობას თხელ თმას. შეიცავს ანტიოქსიდანტურ არგანის ზეთს და აღმდგენ ნუტრიენტებს, მათ შორის - ცაცხვის კვირტის ექსტრაქტს, რომელიც ბუნებრივად არბილებს თმას, აძლევს ბზინვარებასა და ჯანსაღ იერს. 

12164501-1955112634053369.png 1.66 MB

Olaplex No.4 Bond Maintenance Shampoo 


აღმდგენი შამპუნი აძლიერებს მშრალ, მტვრევად და სუსტ თმას, კვებავს და აღადგენს გაყოფილ ბოლოებს, რომელიც გამოწვეულია ხშირი შეღებვით, გაღიავებით, ქიმიური დამუშავებით და ცხელი ხელსაწყოების გამოყენებით. აღადგენს დაზიანებულ თმას და აძლიერებს მის სტრუქტურას. საფუძვლიანად ასუფთავებს თმას, ანიჭებს აბრეშუმისებრ სირბილეს და ბზინვარებას. 

ouai.png 143.79 KB

Ouai Fine Hair Shampoo            

                        

გამაძლიერებელი კერატინით, ბიოტინით და მკვებავი ჩიას თესლის ზეთით დამზადებული შამპუნი აძლიერებს თმის ხარისხს, ანიჭებს მოცულობას და ლამაზ ელფერს, უნარჩუნებს ფერს.

dercos.png 1.81 MB


Vichy Dercos Anti Dandruff Shampoo                   

                

ინტენსიური შამპუნი აქრობს ქერტლს და აქტიურად მოქმედებს მისი გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ. შამპუნის შემადგენლობაში არსებული ყველაზე ეფექტური ინგრედიენტი - სელენი აღადგენს მიკრობიომის ბალანსსა და ბარიერულ ფუნქციას თავის კანზე, სალიცილის მჟავა სათუთად აშორებს მკვდარ უჯრედებს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

phyto.png 1.88 MB

Phyto Detox Shampoo            

                             

ანტიოქსიდანტებით მდიდარი ფორმულა ასუფთავებს თმას, არბილებს, ანიჭებს მას ელასტიკურობას და ბზინვარებას, ასტიმულირებს თავის კანის მიკროცირკულაციას. აქვს  ბუნებრივი ევკალიპტის სასიამოვნო სურნელი. 

IMG_3443.png 464.7 KB

Davines Nounou Shampoo           

                

შამპუნი აღადგენს გაღიავებული ან დაზიანებული მტვრევადი თმის სიჯანსაღეს, უბრუნებს მას ელასტიკურობას და ბზინვარებას, ღრმად კვებავს და ტოვებს სასიამოვნო ციტრუსის სურნელს. 

kerastase.png 1.74 MB

Kérastase Bain Riche Chroma Respect Shampoo    

                                                   

შამპუნი ყველა ტიპის მგრძნობიარე ან დაზიანებული თმისთვისაა. მისი მკვებავი ფორმულა არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, დელიკატურად და ნაზად ასუფთავებს სკალპს, აღადგენს დაზიანებულ თმას და აფერხებს თმის ცვენის პროცესს. ფორმულაში შემავალი ედელვაისის და ჯანჯაფილის ფესვის ექსტრაქტები აძლიერებს თმის ბოჭკოებს, არბილებს და ანიჭებს თმის ტექსტურას ჯანსაღ იერს.

IMG_3447.png 93.56 KB

K18 Peptide Prep Color-Safe Detox Clarifying Shampoo                                      

   

დეტოქს შამპუნი შეიცავს სალიცილის მჟავას, ეფექტურად ასუფთავებს თმას. pH-ზე ოპტიმიზებული, დაბალანსებული ფორმულა ეხმარება თმას ტენიანობის შენარჩუნებაში, იცავს თმის ფერს გაუფერულებისგან. 

85161963_2_9f04.png 273.68 KB

Amika Hydro Rush Intense Moisture Shampoo   

                                                         

ჰიალურონის მჟავითა და სკალანით გაჯერებული შამპუნს აქვს ხანგრძლივი დატენიანება 72 საათის განმავლობაში. პოლიგლუტამინის მჟავა და ფერმენტირებული ქოქოსის წყალი ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, ხოლო ზღვის წიწაკა და ლურჯი/მწვანე წყალმცენარეები კვებავს თმას.

Giovanni Tea Tree Triple Treat Invigorating Shampoo and Conditioner (1).png 1.91 MB

Giovanni Tea Tree Triple Treat Invigorating Shampoo


პიტნის, ევკალიპტისა და როზმარინის ინგრედიენტებით დამზადებული შამპუნი ხელს უწყობს სკალპის ცირკულაციას, არბილებს და კვებავს თმას, აღადგენს დაზიანებასა და სისუსტეს.


ფოტოების წყარო: Moroccanoil, Olaplex, Ouai, Vichy, Phyto, Davines, Kérastase, K18, Amika, Giovanni