ფილმ The Matrix-ის ვარსკვლავი, კიანუ რივზი 15-წუთიანი ვიდეოზარით ფილანთროპული ხასიათის აუქციონს მართავს. მსახიობთან Zoom-ში პირისპირ საუბრის სანაცვლოდ გადასახდელი თანხის საწყისი ფასი 10 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა, თუმცა რაღა თქმა უნდა, აუქციონის ფასი იზრდება. ამჟამად კი შეთავაზებული თანხა 17 400 დოლარამდეა გაზრდილი.
აღწერის მიხედვით, პროექტის ორგანიზატორები რივზთან დიალოგისათვის მნიშვნელოვანი კითხვების მომზადებას გვირჩევენ და გვარწმუნებენ, რომ საყვარელ მსახიობთან, პროდიუსერთან, რეჟისორთან და მუსიკოსთან საუბარი მართლაც ფასდაუდებელი შესაძლებლობაა.
აუქციონი ორშაბათს, 22 ივნისს სრულდება. გამარჯვებულისთვის მსახიობთან ვიდეოზარი კი 6 ივლისისათვის იგეგმება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აუქციონით შემოსული თანხა აიდაჰოს სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ ცენტრში - Camp Rainbow-ში გადაირიცხება.
პროექტში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, თანხის შეთავაზება აქ შეგიძლიათ.
დაწერე კომენტარი