როგორც უკვე იცით, ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანი კოლაგენის გამომუშავების პროცესს უფრო და უფრო ნელა წარმართავს, ამიტომ საჭირო ხდება ხელოვნური დანამატის სახით ამ პროცესების გააქტიურება, რათა კანმა სიჯანსაღე და ახალგაზრდულობა არ დაკარგოს. ასეთ შემთხვევაში კი კანს არაფერი უხდება იმაზე კარგად, ვიდრე რეტინოიდების ოჯახის ნომერ პირველი წარმომადგენელი - რეტინოლი. თუმცა, ასაკის მატებით გამოწვეული ფაქტორები, რომელთა წინააღმდეგაც რეტინოლი იდეალურად იბრძვის, არა მხოლოდ სახეზე, არამედ მთლიანად სხეულზე აისახება. სწორედ ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ რეტინოლის შემცველი პროდუქტების გამოყენება სხეულზე ზრუნვის დროსაც გამოვიყენოთ, რათა დაბერების ნიშნები ტანის სხვადასხვა მიდამოებიდან ნელ-ნელა გავაქროთ. მიუხედავად იმისა, რომ სახის კანის მოვლის პროდუქტებისაგან განსხვავებით, სხეულის მოვლის პროდუქტები რეტინოლის გაცილებით დაბალი შემცველობით ხასიათდებიან, პროფესიონალების რჩევით, უმჯობესია მათი გამოყენება ნელ-ნელა დავიწყოთ, რათა სხეულის სხვადასხვა ნაწილს ამ საკმაოდ აქტიურ და მძიმე ნივთიერებასთან ადაპტირების საშუალება ჰქონდეს. გაგაცნობთ 8 საუკეთესო რეტინოლის შემცველ ტანის კრემს, რომლებიც კანის გაჯანსაღებას, გაახალგაზრდავებასა და სხეულზე არსებული აკნეს დავიწყებაში დაგეხმარებათ. 

retinol-skin-smoothing-body-treatment-paula-s-choice-malaysia-3_1400x.png 742.45 KB

Paula's Choice Retinol Skin-Smoothing Body Treatment


Paula's Choice  - ის სხეულის სამკურნალო ლოსიონი რეტინოლის ძალიან დაბალ დოზას 0,1%-ს შეიცავს, თუმცა მიუხედავად ამისა, პროდუქტის ეფექტურობაზე ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი საუბრობს. კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაახალგაზრდავებასთან ერთად, ლოსიონი შიის კარაქისა და ყურძნის თესლის ზეთის დახმარებით ღრმად ატენიანებს კანს. ამიტომ სუფთა რეტინოლის, ანტიოქსიდანტებისა და ბუნებრივი დამატენიანებელი ინგრედიენტების ურთიერთქმედებით პროდუქტი იდეალური სამკურნალო მკვებავი პროდუქტის სინთეზს წარმოადგენს. 

230111_Topicals_Slather_Mini_Front_d750d7f0-4c09-4e1d-94fe-3410016da298.png 154.24 KB

Topicals Slather Exfoliating Body Serum


თუ თქვენი სხეული რეტინოლისა და ქიმიური ამქერცლავების მიმართ მგრძნობიარე არ აღმოჩნდება, ასეთ შემთხვევაში Topicals-ის ტანის სერუმი იდეალური არჩევანია. პროდუქტის ფორმულა ისეთი აქტიური ინგრედიენტებით არის გამდიდრებული, როგორიც არის რეტინოლი, სკალანი და AHA (ალფა ჰიდროქსიდის მჟავები). ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოშორებასა და ჩაკეტილი ფორების გაწმენდას, რაც რეტინოლს საშუალებას აძლევს უფრო ღრმად შეაღწიოს უჯრედებში და დაზიანებული, გაუხეშებული თუ გაღიზიანებული მიდამოების განკურნება სწრაფად მოახერხოს. 

global_images-656509701100-1.png 258.28 KB

Chantecaille Retinol Body Treatment


Chantecaille-ს სამკურნალო ლოსიონი სტანდარტული ტანის დამატენიანებელი ლოსიონის მსგავსად მოქმედებს, თუმცა რეტინოლის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის ერთ-ერთი სახეობის, ნატრიუმის ჰიალურონატის ურთიერთქმედებით იდეალურ აღმდგენ საშუალებას ქმნის. 

Retinol_BodyButter_Shot7_Product_GroupHero.png 1.63 MB

Josie Maran Whipped Argan Pro-Retinol Body Butter


Josie Maran არგანის ზეთის ჭარბად გამოყენებით ცნობილი ბრენდია. რეტინოლის ყველაზე ნაზი და მსუბუქი ფორმით და 100% არგანის ზეთით შექმნილი პროდუქტი ზრუნავს კანის ტექსტურის გაუმჯობესებაზე, ამცირებს გამონაყარს და ღრმად ატენიანებს. ტანის კარაქი იდეალურად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, განსაკუთრებით ძალიან მშრალი ტიპის კანთან ურთიერთქმედების დროს, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე. 

PressRestart_BodyLotion_01.png 40 KB

Versed Press Restart Gentle Retinol Body Lotion


Versed-ის ტანის ლოსიონი 0,1% რეტინოლით, მკვებავი კაკაოს კარაქითა და ტენიანობის აღმდგენი სკალანით ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავების პროცესის დაჩქარებასა და სიმშრალისა თუ მასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებას. შედეგად, კანი გაცილებით უფრო გლუვი, რბილი და ელასტიკური ხდება. 

083023-Beauty-gold-bond-SOC-baaf62d39f1f46d5888bbb2f05872065.png 1.12 MB

Gold Bond Age Renew Retinol Overnight Body & Face Lotion


როგორც უკვე ვთქვით, სახის მოვლის პროდუქტები, სხეულის მოვლის პროდუქტებისაგან განსხვავებით, რეტინოლის მაღალი შემცველობით ხასიათდება, ამიტომ ისეთი პროდუქტის პოვნა, რომელიც როგორც სახეზე, ისე სხეულზე ერთდროულად გამოიყენება, შედარებით რთულია. თუმცა, საბედნიეროდ არსებობს Gold Bond-ის რეტინოლის სახისა და სხეულის ლოსიონი, რომელიც შიის კარაქის, მაკადამის ზეთის, კაკაოს კარაქის და პეპტიდების დახმარებით უზრუნველყოფს კანის ღრმად დატენიანებას და ხელს უშლის რეტინოლის მოქმედებით გამოწვეულ  კანის პოტენციურ გამოშრობას. პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია ღამით, მზის ულტრაიისფერმა სხივებმა კანი რომ არ დააზიანოს და ახალ დღეს განახლებული და გაჯანსაღებული იერით შეხვდეთ. 

71aMtKOOfJL._SL1500_.png 1.61 MB

Replenix Retinol Smooth + Tighten Body Lotion

Replenix-ის ანტიასაკობრივი ტანის ლოსიონი ედელვაისის ყვავილისა და რეტინოლის სპეციალურად შემუშავებული ნაზავით ერთ-ერთ საუკეთესო ფორმულას წარმოადგენს.  გარდა იმისა, რომ ლოსიონი იდეალურად მუშაობს კანის ტექსტურის გაუმჯობესებასა და დაბერების შესამჩნევი ნიშნების გაქრობაზე, პროდუქტი ხელს უწყობს ცელულიტის წარმოქმნის პრევენციასაც და მის გარეგნულ ცვლილებაზეც შესამჩნევ გავლენას ახდენს. სწორედ ამ მიზეზით შეიცავს მისი ფორმულა ჰიალურონის მჟავასა და კოფეინს, რადგან ამ ინგრედიენტების სინთეზი, ღრმად დატენიანებასთან ერთად, სისხლძარღვების გაფართოებასა და ცირკულაციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 

WAKE_UP_BEAUTIFUL_BODY_LOTION_SWATCH_BACKGROUND_1x1_5cffc0b8-2904-4646-bebd-f61c8b308b77_1561x.png 673.46 KB

Pacifica Wake Up Beautiful Retinoid Body Lotion


სენსიტიური კანის ტიპისათვის რეტინოლი ხშირ შემთხვევაში გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს. თუმცა, Pacifica რეტინოიდის შემცველი ტანის ლოსიონი ამ  პრობლემის გადაჭრის იდეალურ გზაა. პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი გრანაქტიური რეტინოიდი გაცილებით უფრო მსუბუქი და ნაზია, ვიდრე ტრადიციული რეტინოლი, თუმცა შედეგი უცვლელია და რაც მთავარია, კანს მინიმალურად აღიზიანებს.