წითელი ტუჩსაცხის ისტორია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. მეცნიერები და მკვლევრები დღეს მაკიაჟის კულტად ქცეული ატრიბუტსა და ძველ დროში სოციალური სტატუსის განმსაზღვრელ წითელ ტუჩსაცხს მესოპოტამიას, შუმერებსა და ეგვიპტურ ელიტას უკავშირებენ. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებასთან ერთად მისი მნიშვნელობაც თანდათანობით შეიცვალა. თუ ადრე ძველ ეგვიპტეში სპეციალურად კლეოპატრასათვის დაქუცმაცებული მწერებითა და წითელი ცვილის შერევით შექმნილი ტუჩსაცხი სიძლიერის, სოციალური სტატუსისა და თავდაჯერებულობის გამომხატველი იყო, დღეს თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიაში წითელი ტუჩსაცხი ნებისმიერი ქალბატონისათვის ხელმისაწვდომი კოსმეტიკური საშუალებაა, თუმცა დროის გასვლის მიუხედავად თავდაჯერებულობის გამომხატველ იარაღად თუ ფარად კვლავაც რჩება. თავის მოვლისა და სილამაზის უდიდესი  კონგლომერატები ბაზარზე წითელი ტუჩსაცხის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ, თუმცა არსებობს წამყვანი ბრენდების მიერ შექმნილი გამორჩეული შეფერილობის, ეფექტისა და ტონალობის ტუჩსაცხები, რომლებიც თითოეული მაკიაჟის ამ ელემენტის მოყვარულთა ჩანთაში გამორჩეულ ადგილს იკავებს ან უდიდესი სიამოვნებით დაიკავებდა. Hammock წარმოგიდგენთ 7 საუკეთესო კლასიკურ ტუჩსაცხს წამყვანი ბრენდებისაგან, რომლებიც გვარწმუნებენ, თუ რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე წითელი ტუჩსაცხი თავდაჯერებულობის, სოციალური სტატუსისა და სიძლიერის განმსაზღვრელი. 

Y0308009_C030800999_E04_GHC.png 315.62 KB

Dior Rouge Dior Lipstick in 999


წითელი ტუჩსაცხების სამყაროში Dior-ის 999 დიდების მწვერვალზე იმყოფება. გასაოცარი ფერის გარდა, ტუჩსაცხის დადებით მახასიათებლებს ტუჩების ღრმად დატენიანება და ხანგრძლივი ეფექტის შენარჩუნებაც ემატება. 

ysl_rouge-libre-1966_002_product.png 107.25 KB

YSL Rouge Pur Couture Lipstick 1966 Rouge Libre


აბრეშუმის ეფექტის მქონე YSL-ის წითელი ტუჩსაცხი ძლიერი პიგმენტის დახმარებით 6 საათის განმავლობაში  უნაკლოდ ინარჩუნებს იდეალურ ფერსა და ტონალობას. 

Product-8996ba484b014a4eac0348e0cb1b1f41.png 126.51 KB

MAC Cosmetics Russian Red


MAC Cosmetics-ის წითელი ტუჩსაცხი, Russian Red-ის სახელწოდებით კლასიკური წითელია, რომელიც ნებისმიერი კანის შეფერილობისათვის იდეალური არჩევანია. თუმცა, განსაკუთრებით სასარგებლო იმ ქალბატონებისათვის არის, რომელთაც ტუჩების სიმშრალე ყველაზე მეტად აწუხებთ, რადგან მისი გლუვი ზედაპირი და ეფექტი იდეალურად ერწყმის ტუჩის ბალზამსა თუ სხვა პრიალა  პროდუქტებს, რომლებიც აბრეშუმისებრ ფაქტურასთან ერთად ღრმად დატენიანებაზეც არიან პასუხისმგებელნი. 

PMG_MATTETRANCE_WHITE_CARTON_OBSESSED_b190ef44-a1ce-4818-8712-1f570a190f30.png 170.86 KB

PAT McGRATH LABS MatteTrance Lipstick Obsessed 


ნარინჯისფერი - წითელი ძლიერი პიგმენტითა და მქრქალი, გლუვი დაფარვით შექმნილი პომადა ამ ფერის ტუჩსაცხთა მოყვარულებისათვის ნამდვილი რევოლუციასავით არის. ვიზაჟის ხელოვნების ქალღმერთად აღიარებულმა პეტ მაქგრატმა ზუსტად იცის, რა არის საჭირო იდეალური ტუჩსაცხის შესაქმნელად, რომელსაც კრემისებრ გლუვ ტექსტურასთან ერთად ხანგრძლივი ეფექტი ექნება. 

240653937alt5.png 196.3 KB

Gucci Rouge à Lèvres Mat Matte Lipstick Goldie Red


Rouge à Lèvres Mat ტუჩსაცხის პალიტრა ჰოლივუდის საკულტო ფილმებით არის ინსპირირებული. ულტრა რბილი, ხავერდოვანი საფარის მქონე ტუჩსაცხს ხანგრძლივი ეფექტი აქვს და ტუჩებს გასაოცარ შეფერილობასთან ერთად, ტენიანობასაც ანიჭებს. ბრენდის ახალი ფორმულა, რომელიც გრავირებულ მოოქრულ შეფუთვაშია მოთავსებული, წითელი ტუჩსაცხების სამყაროში სიახლის მიუხედავად უკვე შეუცვლელ ადგილს იკავებს.

239003792.jpg 18.84 KB

Hermès Rouge Hermès Satin Lipstick in 64 Rouge Casaque


Hermès-ის სტაფილოსფერი ბირკინის შემდეგ Rouge Casaque ბრენდის კიდევ ერთი  საკულტო ფერია. კაშკაშა წითელი პროფესიონალი ჟოკეების სამოსით არის ინსპირირებული და წამყვანი ბრენდების მიერ შექმნილ კლასიკურ ტუჩსაცხებს შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს.