კოსმეტიკისა და სახის მოვლის ბრენდი - Fenty, ორი ხაზით - Fenty Beauty და Fenty Skin ცნობილმა მომღერალმა რიანამ 2017 წელს LVMH-თან ერთად შექმნა და როგორც კოსმეტიკის, ისე სახის მოვლის რუტინისთვის აუცილებელ ყველა პროდუქტს აერთიანებს. ბრენდმა დაარსების დღიდანვე მოიპოვა პოპულარობა, რაც მომღერლის მიმართ დიდი ინტერესის გარდა, პროდუქციის ფართო ინკლუზიურობამ და უმაღლესმა ხარისხმა განაპირობა.
მრავალფეროვანი პროდუქცია მორგებულია ყველა ტიპისა და ტონალობის კანისთვის, Fenty Beauty-ს პროდუქტებში 59 ფერს შეხვდებით, ფართო სპექტრი უზრუნველყოფს ნებისმიერი მომხმარებლის დაკმაყოფილებას. თითოეული მათგანი ვეგანური და Cruelty-free პროდუქტია, რომელიც არცერთ ეტაპზე არ არის ცხოველებზე დატესტილი, მზადდება ჰიპოალერგიული ინგრედიენტებით და ნაზად მოქმედებს კანზე.
Fenty Beauty Pro Filt'r Soft Matte Foundation
სრული დაფარვის, ხანგრძლივი მდგრადობის ტონალური ბრენდის ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც თავდაპირველად 40 ფერით შეიქმნა, დღესდღეობით კი 59-მდე გაიზარდა. ტონალური შესაძლებელია როგორც ყოველდღიურად, ისე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, მაგალითად, სადღესასწაულო მაკიაჟის შემადგენელ ნაწილად გამოიყენოთ.
ტონალურის ფორმულა აღჭურვილია კლიმატის ადაპტაციის ტექნოლოგიით, რისი საშუალებითაც მარტივად ერწყმის და ერგება სახის კანს ნებისმიერ გარემოში, უნარჩუნებს დატენიანებას და არ აშრობს კანს.
Fenty Beauty Pro Filt’r Instant Retouch Primer
იმისათვის, რომ ტონალური კანზე ბუნებრივად გამოიყურებოდეს, რეკომენდებულია მის შიგნით პრაიმერის გამოყენება, რომელიც კანის დატენიანებას და ნათელ იერს უზრუნველყოფს. Pro Filt’r Instant Retouch Primer – 2017 წელს შექმნილი ბრენდის პროდუქტებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ სამი სახის პრაიმერი შეიქმნა, ეს კონკრეტული რჩება უნივერსალურ, ყველა კანზე მორგებულ პროდუქტად. ვარდისფერი ელფერის მქონე პრაიმერი უხილავად ერწყმის სახის კანს და არ ტოვებს არანაირ ვიზუალურ კვალს.
Gloss Bomb Universal Lip Luminizer
ტუჩის გლოსი ბზინვარე ეფექტით 11 ფერშია წარმოდგენილი, რომელთაც ისეთი სახელწოდებები აქვს, როგორიცაა - Fenty Glow, Diamond Milk, Fu$$y, Glass Slipper, RiRi, $weet Mouth, Hot Chocolit. გარდა ლამაზი ეფექტისა, ვეგანური გლოსი ტუჩს კარგად ატენიანებს, რასაც ინგრედიენტებში შემავალი შიის კარაქი უზრუნველყოფს. Gloss Bomb ტუჩის მოცულობის ეფექტს იძლევა და ატმისა და ვანილის სურნელით არის გაჯერებული.
Pro Filt’r Soft Matte Powder Foundation
გარდა თხევადი ტექსტურის ტონალურისა, Fenty Beauty მომხმარებელს მსუბუქ, პუდრისებრ ტონალურსაც სთავაზობს, რომელიც ასევე 59 ფერშია წარმოდგენილი და ყველანაირ კანს ერგება. Blur Filt'r-ს სრული დაფარვის ფორმულა აქვს, თანაბრად ნაწილდება კანზე და არ ჯდება წვრილ ხაზებსა და ნაოჭებში, მალავს კანის ხილულ ნაკლოვანებებს ფორების დახურვის გარეშე, რაც რიანასთვის პროდუქტის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო.
Diamond Bomb All-Over Diamond Veil
ჰაილაითერი, რომელიც გამოიყენება როგორც სახეზე, ისე სხეულზე ბუნებრივი, მბზინავი ეფექტის მისაღებად, შექმნილია 3D ფორმულით და სამ ფერშია წარმოდგენილი. მსუბუქად ბრჭყვიალა პროდუქტი იდეალურია ყვრიმალების, ცხვირისა და ტუჩის კონტურებისთვის ნათელი ელფერის მისანიჭებლად და სახის ერთგვარ “ამონათებას’’ უწყობს ხელს.
Pro Filt’r Instant Retouch Concealer
კრემის სტრუქტურის მქონე მსუბუქი და თხევადი თვალის ქონსილერი ინოვაციური სპექტრით, უზრუნველყოფს თვალების ქვეშ სიშავეების, ნაოჭებისა და ხაზების, სახეზე კი ლაქებისა და სიწითლეების დაფარვას. მდგრადი ფორმულის დახმარებით პროდუქტი მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს ნაკლოვანებების დაფარვას.
Hydra Vizor Invisible Moisturizer Broad Spectrum Spf 30 Sunscreen With Niacinamide + Kalahari Melon
მზის დაცვის ფორმულის მქონე კრემი კანს სიღრმისეულად ატენიანებს, ამცირებს ლაქებს, ათანაბრებს და ერთ ფერს აძლევს სახეს. მდიდარი ინგრედიენტების წყალობით, კალაჰარის ნესვი უზრუნველყოფს კანის დატენიანებას მასში შემავალი ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ნიაცინამიდი ებრძვის და ამცირებს ლაქებსა და ფორებს, ჰიალურონის მჟავა და ალოე სახის კანის დამშვიდებას უწყობს ხელს, ხოლო ბაობაბი ნუტრიენტების მრავალფეროვანი შემცველობით ატენიანებს კანს.
Fat Water Niacinamide Pore-Refining Toner Serum With Barbados Cherry
არაკომედოგენური, ვეგანური სახის შრატი შეიცავს ბარბადოსის ალუბალს (Acerola), რომელშიც დიდი რაოდენობით C ვიტამინია და კანის გაღიავებას უზრუნველყოფს, ნიაცინამიდი და ავსტრალიური ლიმონი ხელს უწყობს კანის ზედაპირზე ცხიმის კონტროლს, ამცირებს ლაქებსა და ფორებს, იაპონურ ქიშმიშის ხეს კანის დეტოქსიკაციის ფუნქცია აქვს, ხოლო ანტიოქსიდანტებით მდიდარი მწვანე ჩაი და ლეღვი ხელს უწყობს კანის დამშვიდებას და დაცვას.
Total Cleans’r Remove-It-All Cleanser With Barbados Cherry
როგორც სახის შრატის, ისე დასაბანი გელის მთავარი შემადგენელი ბარბადოსის ალუბალია. გამწმენდი საშუალება მყისიერად აშორებს ჭუჭყს, ცხიმს და მინარევებს, კანის დაჭიმულობის შეგრძნების გარეშე. ალუბალთან ერთად შეიცავს მინერალებით მდიდარ კომშსა და ქოქოსს, რაც ამშვიდებს და აახალგაზრდავებს კანს. სასიამოვნო ფორმულა კრემიდან ქაფად გარდაიქმნება და ტროპიკული ხილისა და ყვავილების სურნელი აქვს.
Fenty Beauty Match Stix Matte Contour Skinstick
კონტურის სტიკი განკუთვნილია სახის ნაკვთების გამოსაყოფად და ოვალის ფორმირებისათვის, კრემისებური ფორმულა ადვილად ნაწილდება სახეზე. მიუხედავად იმისა, რომ კონტურინგი პროფესიონალური მაკიაჟის შემადგენელი ნაწილი იყო, დღესდღეობით ყოველდღიურ მაკიაჟშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და იდეალური ვარიანტია ნიკაპის, ლოყების, ცხვირის და სხვადასხვა ნაწილის ვიზუალური ფორმის შესაცვლელად. ისევე როგორც Fenty Beauty-ის სხვა პროდუქტებს, კონტურის სტიკსაც ფერების ფართო სპექტრი გამოარჩევს და ცხრა ვარიანტით არის წარმოდგენილი, ღია ფერების გამოყენებით შესაძლებელია სახის ამონათება და ნაკვთებზე ხაზგასმა, ხოლო მუქი ფერები გარკვეულ ზონებს დაფარავს.
ფოტოების წყარო: Fenty Beauty, Fenty Skin
დაწერე კომენტარი