კერამიდები ლიპიდური მოლეკულებია, რომლებიც დიდი რაოდენობით გვხვდება კანის ჰიდროლიპიდურ შრეში და მათი მთავარი ფუნქციაა აღადგინოს და დაიცვას კანის ბარიერი, ხელი შეუწყოს მის ელასტიკურობასა და დატენიანებას. თუმცა მისი კონცენტრაცია ასაკის მატებასთან ერთად მცირდება და საჭიროებს აღდგენას, რადგან კანში კერამიდების სინთეზის დარღვევამ შეიძლება ისეთი გართულებები გამოიწვიოს, როგორიცაა კანის გამოშრობა და აქერცვლა, მგრძნობელობის მომატება და ალერგიული რეაქციების განვითარება, კანის გაღიზიანება და ტენიანობის ბალანსის დარღვევა. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან აირიდოთ და თქვენს კანს სიჯანსაღე შეუნარჩუნოთ, შეგიძლიათ კერამიდების შემცველი სახის დამატენიანებელი კრემი და შრატი გამოიყენოთ. 

IMG_4537.png 433.59 KB

CeraVe Moisturising Cream  


დერმატოლოგიურ ბრენდ Cerave-ს დამატენიანებელი კრემის მსუბუქი ფორმულა სამ ძირითადად კერამიდს შეიცავს, რომლებიც კანის ბარიერს აძლიერებენ, MVE ტექნოლოგიითა და ჰიალურონის მჟავის შემცველობით კი კანი 24 საათის განმავლობაში რჩება დატენიანებული. Cerave არ შეიცავს არომატიზატორებსა და პარაბენებს, არის სრულიად ჰიპოალერგიული. 

IMG_4538.png 351.32 KB

Skin Ceuticals Triple Lipid Restore 2:4:2 Anti-aging cream


ანტიასაკობრივი კრემი მისი უნივერსალური ფორმულიდან გამომდინარე, იდეალურია როგორც მშრალი და ნორმალური, ისე კომბინირებული, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის. დამატენიანებელი აღადგენს კანისთვის აუცილებელ ლიპიდებს - კერამიდებს, ბუნებრივ ქოლესტერინსა და ცხიმოვან მჟავებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას. უნიკალური ლიპიდური სტაბილიზაციის ფორმულით, აქვს სახის კანის კორექციის თვისება - ამცირებს ხილულ ნაოჭებსა და ხაზებს, აღადგენს კანის გარე ბარიერს.

4218_IMG_4539_webptopng.app.png 359.4 KB

Dr.Jart+ Ceramidin Cream Moisture Retention Shield 


Dr.jart+ ინტენსიური დამატენიანებელი კრემი მდიდარია კერამიდებით, პრობიოტიკებითა და პეპტიდებით. 5 ტიპის კერამიდის შემადგენლობა უზრუნველყოფს უჯრედებში კანის ტენიანობას, სიმკვრივისა და ელასტიკურობის აღდგენას, ასევე ხელს უწყობს ბუნებრივი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. კრემის შემადგენლობაში შედის Bifidobacteria ლიზატი - აღმდგენი და დამცავი თვისებებით, შიას კარაქი, ბერგამოტის ზეთი, ჰიდროლიზებული ჰიალურონის და ფოლიუმის მჟავა.

7799_IMG_4540_webptopng.app.png 2.09 MB

Elizabeth Arden Ceramide Capsules


Elizabeth Arden-ის კერამიდების კაფსულებს გააჩნია ძლიერი თვისება - ხელი შეუშალოს კანის დაბერებას. კაფსულები შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც აცოცხლებს და ატენიანებს კანს, რეტინოლს, რაც კანს ხდის გლუვს და ებრძვის ნაოჭებს, ხოლო C ვიტამინი ანათებს და ათანაბრებს ტონს. 

7572_IMG_4541_webptopng.app.png 984.73 KB

La Roche-Posay Toleraine Sensitive Riche Face Moisturizer 


La Roche-Posay-ის Toleriane Sensitive Riche დამატენიანებელი კრემი შეიცავს კარიტეს ზეთის ბარიერს და თერმულ წყალს, რაც ატენიანებს და ამშვიდებს კანს, ინოვაციური პრებიოტიკური ფორმულით კი არეგულირებს კანის მიკრობიომს. კერამიდებით, ნიაცინამიდითა და გლიცერინით გამდიდრებული ფორმულა ხელს უწყობს კანის აღდგენასა და დამცავი ბარიერის გაძლიერებას. მსუბუქი ტექსტურის კრემი არ შეიცავს სპირტს, პარაბენებსა და პარფიუმერულ დანამატებს. 

7324_IMG_4542_webptopng.app.png 1.7 MB
SVR - Sebiaclear Hydra 


SVR-ის  Sebiaclear Hydra აქტიური ინგრედიენტების მაღალი კონცენტრაციის სახის დამატენიანებელი კრემი შეიცავს ომეგა კერამიდებს, რაც ამცირებს კანის სიმშრალეს, სიწითლესა და აქერცვლას, აღადგენს კანის დამცველობით, ბარიერულ ფუნქციას. კრემის შემადგენლობაშია ჰიდროფილური შაქრები, რომლებიც კანის ხანგრძლივ დატენიანებას უზრუნველყოფენ, ნიაცინამიდი კი ებრძვის წითელ ლაქებს, ანთებით გამოწვეულ გამონაყარსა და ბაქტერიების გამრავლებას.        

IMG_4543.png 525.79 KB
Drunk Elephant Bora Barrier Repair Cream


Bora Barrier-ის რეპარაციული ფორმულა კვებავს კანს გლუკოზილ-კერამიდებით, ბეტა-სიტოსტეროლებით და მინერალებით, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი კოლაგენის, სასიცოცხლო ლიპიდებისა და ჰიალურონის მჟავას ბუნებრივ სინთეზს კანში, უბრუნებს მას ელასტიკურობას, ამშვიდებს და ზრუნავს ჯანსაღ მის ბარიერულ ფუნქციაზე.

3110_IMG_4563_webptopng.app.png 271.6 KB

Clarins Double Serum


კლარინსის ანტიასაკობრივი შრატის უნიკალური ფორმულა 21 ძლიერმოქმედ მცენარეულ ექსტრაქტს აერთიანებს, მათ შორის - მანგოს, ავოკადოს, კურკუმას, გოჯის კენკრასა და შვრიას. ხელს უწყობს კანის სიმკვრივეს, ელასტიკურობასა და ბზინვარებას, კვებავს საჭირო ნუტრიენტებით, ამცირებს და ებრძვის როგორც წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს, ისე მუქ ლაქებსა და არათანაბარ ტექსტურას.

51AFAv1eAxL._AC_UF1000,1000_QL80_.jpg 56.8 KB

Caudalie Premier Cru Skin Barrier Rich Moisturizer


Caudalie-ს PREMIER CRU-ს The Rich Cream-ის შემადგენლობაშია აქტიური ფორმულა TET8™, ბიოკერამიდები, ვინიფერინი და ჰიალურონი. ვეგანური, აქტიური ფორმულა ებრძვის ზედაპირულ და ღრმა ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, სიმკვრივის დაქვეითებასა და ელასტიკურობის დაკარგვას. სიღრმისეულად კვებავს და ატენიანებს კანს, აძლევს ერთგვაროვან ფერსა და იერს. 

IMG_4566.png 971.09 KB

Mario Badescu A.H.A & Ceramide Moisturizer

 

Mario Badescu სახის დამატენიანებელი კრემის - A.H.A & Ceramide-ს ფორმულაში შემავალი კერამიდები უზრუნველყოფენ კანის დატენიანებას ხანგრძლივად. კანის ბზინვარებაზე, ამონათებასა და სახის ფერის გათანაბრებაზე კი დამატენიანებელ კრემში შემავალი ბალახის ექსტრაქტი და ხილის ფერმენტები ზრუნავენ. 

6840_IMG_4567_webptopng.app.png 784.52 KB
Glow Recipe Avocado Ceramide Recovery Serum


Glow Recipe-ის Avocado Ceramide აღმდგენი შრატის ინოვაციური ფორმულა შექმნილია მძლავრი მცენარეული ინგრედიენტების ნაზავით, როგორიცაა ნუტრიენტებით მდიდარი ავოკადოს ექსტრაქტი და კარაქი, დამამშვიდებელი ალანტოინი და ბრინჯის რძე, რაც ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენასა და დამშვიდებას. შრატი შეიცავს ხუთ კანის იდენტურ კერამიდს, რომლებიც ხელს უწყობენ სიწითლის შემცირებას და კანის ბარიერის სიჯანსაღეს. თითოეული კერამიდი იდენტურია კანის ლიპიდურ ბარიერში უკვე არსებული კერამიდებისა, რაც უზრუნველყოფს შრატის მაქსიმალურად ეფექტურ შეწოვას კანში.

IMG_4570.png 1.17 MB

Bioderma –  Atoderm Intensive


ბიოდერმას უნივერსალური კრემ-ბალზამი განკუთვნილია ძალიან მშრალი კანისთვის, ამცირებს დისკომფორტის, დაჭიმულობის შეგრძნებას, ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს კანს. კრემის გამოყენება რეკომენდებულია როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის. კრემის ტექსტურა არ არის ცხიმიანი და წებოვანი და მარტივად შეიწოვება კანში. 

IMG_4572.png 764.74 KB
The Inkey List – Bio-Active Ceramide Repairing And Plumping Moisturizer


ბიოაქტიური დამატენიანებელი კრემის ფორმულა ხელს უწყობს კანის ბარიერის გაძლიერებას, უზრუნველყოფს 24-საათიან დატენიანებას და ებრძვის კანის დაბერების ნიშნებს. კერამიდები აძლიერებს და იცავს კანის მრავალ ფენას, კრემში შემავალი შიას კარაქი ღრმას კვებავს და ამცირებს კანის დეჰიდრატაციას.

5262_IMG_4573_webptopng.app.png 405.3 KB
Paula’s Choice - Ceramide-Enriched Firming Moisturizer


კრემისებრი სახის დამატენიანებელი კრემ-ლოსიონი შედგება კერამიდების კონცენტრირებული ნაზავით C ვიტამინთან და რეტინოლთან, რაც ზრდის ტენიანობის ბალანსს, ამკვრივებს კანს და აძლიერებს დამცავს ბარიერს. კრემის გამოყენების შემდეგ, კანს მყისიერად ეძლევა ელასტიკური, ჯანსაღი იერი და გამოიყურება, როგორც ინტენსიურად დატენიანებული.