სეზონების ცვლილებასთან ერთად აუცილებელია დამატენიანებლის შეცვლაც. გაზაფხულსა და ზაფხულში კანი თავად გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ცხიმს, ამიტომ ისეთი პროდუქციის გამოყენება, რომელიც ცხიმს შეიცავს, კანს მეტად მიდრეკილს გახდის გამონაყარისა და აკნეს მიმართ. ამიტომ, აუცილებელია კანის ტემპერატურისადმი სენსიტიურობა გავითვალისწინოთ და ჩვენი რუტინისათვის მოვლის საშუალებებიც შესაბამისად შევარჩიოთ. დერმატოლოგები ცხიმიანი კანის ტიპის მქონე ადამიანებს უცხიმო ფორმულის მიხედვით შექმნილ პროდუქციას ურჩევენ. თუ ორგანიზმის მიერ ბუნებრივად გამომუშავებულ ჭარბ ცხიმიანობას თან ერთვის ხელოვნური დანამატის სახით მსგავსი სახის საშუალებებიც, კანის მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება. 

იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ ეს პროდუქცია, Hammock გაგაცნობთ საუკეთესო უცხიმო დამატენიანებლებს აკნესკენ მიდრეკილი კანისათვის, რომლებიც ჯანსაღი ბარიერის შექმნასა და ღრმად დატენიანებას შეუწყობს ხელს. 

MS_07_T23_6272F_NC_X_EC_3.png 133.37 KB

Clinique Dramatically Different Moisturizing Gel


წყლის ბაზაზე შექმნილი უცხიმო დამატენიანებელი გელი უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას, არბილებს და აუმჯობესებს მის ტექსტურას. მსუბუქი ფორმულა ღრმად აღწევს კანში და კანს ტენიანობას 8 საათის განმავლობაში უნარჩუნებს. Პარაბენებისა და პარფიუმისაგან თავისუფალი ფორმულა ცხიმიანი და ცხიმიანობისაკენ მიდრეკილი კანის ტიპებისათვის არის შექმნილი. 

71ZaksqavQL._AC_UF1000,1000_QL80_.png 168.97 KB

PAULA'S CHOICE Oil-Free Moisturizer


კანის მოვლის ექსპერტებისათვის Paula’s Choice-ის დამატენიანებელი ერთ-ერთი საუკეთესოა, როდესაც საკითხი აკნესკენ მიდრეკილი კანისათვის შექმნილ უცხიმო დამატენიანებელს ეხება. პროდუქტი აქტიურად აკონტროლებს და აბალანსებს ცხიმის გამოყოფას, აუმჯობესებს კანის არათანაბარ ტონს და ამცირებს გაფართოებულ ფორებს. ამასთან, ფორმულა ნაოჭებისადმი მიდრეკილი კანის დატენიანებას უზრუნველყოფს. 

neutrogena-neutrogena-oil-free-moisture-cream-500x500.png 208.1 KB

Neutrogena Oil-Free Moisture for combination skin


უცხიმო დამატენიანებელი, რომლის ძირითად ინგრედიენტსაც გლიცერინი წარმოადგენს, აკონტროლებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას და ანიჭებს კანს რბილ და გლუვ ეფექტს. არაკომადოგენური ფორმულის დახმარებით ხდება აკნეს გამომწვევი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე შემცირება, რაც ავტომატურად ამცირებს გამონაყარის წარმოქმნასაც. ამიტომ, Neutrogena-ს უცხიმო დამატენიანებელი კომბინირებული კანისთვის იდეალურად ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას - აბალანსებს კანის ცხიმიანობას და ხელს უწყობს მის ჯანსაღ იერს. 

item_OAwLG.png 111.57 KB

Boscia Green Tea Oil-free Moisturizer


ანტიოქსიდანტებით მდიდარი იაპონური მწვანე ჩაის ბაზაზე შექმნილი უცხიმო დამატენიანებელი ამცირებს სიწითლეს და ხელს უწყობს ცხიმიანობის დაბალანსებას. კვლევების თანახმად, იაპონურ მწვანე ჩაის შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ცხიმის გამომუშავება იმ რეცეპტორების დაბალანსებით, რომლებიც ზედმეტად დიდი რაოდენობით გამოიმუშავებენ მას. ამასთან ერთად, ხელს უწყობს აკნეს გამომწვევი მიზეზების შემცირებას. პროდუქტი გაჯერებულია წყალმცენარეების ექსტრაქტების კომპლექსით, რაც დაბერების ნაადრევი ნიშნების თავიდან აცილებასა და გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. 

WD-Cream_01.png 140.59 KB

Peter Thomas Roth Water Drench Hyaluronic Cloud Cream Hydrating Moisturizer


მსუბუქი ტექსტურის მქონე უცხიმო დამატენიანებელი 30% ჰიალურონის მჟავის კომპლექსს შეიცავს. ძლიერი დამატენიანებელი კანის 72 საათის განმავლობაში დატენიანებას უზრუნველყოფს. ამ ყველაფერთან ერთად  პროდუქტს ანტი ასაკობრივი მოქმედებაც აქვს, რომლის დამსახურებითაც წვრილი ხაზები და ნაოჭები შესამჩნევად მცირდება. ამიტომ, Peter Thomas-ის ღრუბელივით ნაზი და მსუბუქი, უცხიმო დამატენიანებელი კანის ახალგაზრდული ვიზუალისა და სიჯანსაღის გარანტია. 

winter-Olay-Hyaluronic-Peptide-24-Hydrating-Gel-Cream-is-an-Allure-Magazine-award-winner..png 1.38 MB

Olay Hyaluronic + Peptide 24 Hydrating Gel Cream


Ჰიალურონის მჟავის, ნიაცინამიდისა და პეპტიდების ურთიერთქმედებით Olay-ის დამატენიანებელი კრემ-გელი სწრაფად შეიწოვება კანში და უზრუნველყოფს მის 24-საათიან ღრმა ტენიანობას. უცხიმო პროდუქტი წებოვნებისა და არასასიამოვნო შეგრძნების გარეშე შესამჩნევად ჯანსაღ, ელასტიკურ და ბზინვარე ვიზუალს იძლევა. 

13493315-6074920321711516.png 432.5 KB

The Inkey List Omega Water Cream


წყლის ბაზაზე დამზადებული უცხიმო დამატენიანებელი ქმნის კანის ჯანსაღ ბარიერს, სილიკონისა და ჭარბი ცხიმიანობის გარეშე. დერმატოლოგების ერთ-ერთი საყვარელი, იაფი პროდუქტი ომეგას ცხიმოვანი მჟავების კომპლექსით, გლიცერინითა და ნიაცინამიდით არის გაჟღენთილი. ამ ინგრედიენტთა ერთობლიობა კი ხანგრძლივ დატენიანებას, ცხიმიანობის დაბალანსებასა და კანის ტონის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. 

61g-iT5JAmL.png 429.42 KB

Tula Skincare Breakout Star Acne Moisturizer 


როგორც უკვე აღინიშნა, უცხიმო დამატენიანებელი აკნესთან ბრძოლის ერთ-ერთი აუცილებელი იარაღია. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია Tula-ს დამატენიანებელი. 2%-იანი სალიცილის მჟავით გამდიდრებული უცხიმო დამატენიანებელი ასუფთავებს კანის ზედაპირსა და ფორებს, რაც გამონაყარის წარმოქმნის რისკსაც ამცირებს. ვაშლის და საზამთროს ხილის ექსტრაქტები აღადგენს კანის ტენიანობას. ეს ყველაფერი კი პროდუქტს ეხმარება ერთდროულად კანის დატენიანებასა და აკნესთან ბრძოლაზეც იყოს პასუხისმგებელი.