პრაიმერი მაკიაჟსა და კანის მოვლას შორის ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს. სწორად ჩატარებული რუტინა მნიშვნელოვანია მაკიაჟზეც იდეალურად აისახოს, ამიტომ აუცილებელია საქმეში სწორედ პრაიმერი ჩაერთოს და კანი პროდუქტების მისაღებად მოამზადოს. Დღესდღეობით ბაზარზე არსებული პროდუქტთა მრავალფეროვნება და მათი შექმნის დახვეწილი ტექნიკა პრაიმერს არა მხოლოდ მაკიაჟის მდგრადობისათვის აუცილებელ ელემენტად, არამედ სახის კანის მოვლის დამატებით საფეხურადაც აქცევს, რადგან ზოგიერთი მათგანის შემადგენლობა კანს ჯანსაღ ტონალობასა და შეფერილობას ანიჭებს. მაკიაჟის ბაზად ცნობილ პრაიმერს პარალელურ რეჟიმში ორი მნიშვნელოვანი საქმის შესრულება შეუძლია, თუმცა მაკიაჟისა და გამოყენებული პროდუქტების ხანგრძლივად, უნაკლოდ შენარჩუნება მისი მთავარი იარაღია. Hammock წარმოგიდგენთ ბაზარზე არსებულ 5 საუკეთესო პრაიმერს მთელი დღის განმავლობაში მაკიაჟის მდგრადობისა და სასურველი შედეგის მისაღებად. 

Milk-Makeup-Hydro-Grip-Primer-Comp.png 664.31 KB

Milk Makeup Hydro Grip Hydrating Makeup Primer


Milk Makeup-ის პრაიმერის ცისფერი აგავას ექსტრაქტით, ჰიალურონის მჟავითა და ნიაცინამიდით გამდიდრებული ფორმულა უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ დატენიანებას და მას შესამჩნევად გლუვ ვიზუალს მატებს. თუმცა, დატენიანებასა და კანის მყისიერ სიმსუბუქესთან ერთად ნიუ-იორკში დაფუძნებული კოსმეტიკური კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიის მთავარი მახასიათებელი სწორედ მაკიაჟის ხანგრძლივად შენარჩუნებაა. ამ ყველაფერთან ერთად სახეზე დატანის დროს პროდუქტი სწრაფად შეიწოვება ფორებში და შესაბამისად, მარტივადაც შრება. 

22353_600x.png 118.27 KB

Fenty Beauty Pro Filt'r Instant Retouch Primer


Fenty Beauty-ის უცხიმო პრაიმერი არბილებს ფორებს, შესამჩნევად ათანაბრებს კანის ტონსა და ტექსტურას და მყისიერად შთანთქავს ზედმეტ ბზინვარებას სიმშრალის შეგრძნების გარეშე. უნიკალური ფორმულით შექმნილი პრაიმერი კანსა და მაკიაჟს შორის მსუბუქი ბარიერივით ეფინება და მთელი დღის განმავლობაში უნაკლო მაკიაჟთან ერთად კანს ტენიანობას, სიმკვრივეს, ელასტიკურობასა და კომფორტის შეგრძნებას უნარჩუნებს. 

293566711_5378899598823134_6388491396778341833_n.png 728.51 KB

Charlotte Tilbury Invisible UV Flawless Primer SPF 50


Charlotte Tilbury-ს პრაიმერი ერთი პროდუქტის გარშემო უამრავ სასარგებლო ინგრედიენტსა და თვისებას აერთიანებს. C ვიტამინი კანის გამონათებასა და ბზინვარებას უწყობს ხელს, ჰიალურონის მჟავა ღრმად დატენიანებას, ხოლო UVA და UVB ფილტრების აქტიური კომბინაცია 50%  SPF-ით სახის კანის მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. ლაბორატორიული კვლევების მიხედვით პრაიმერი მაკიაჟის ხანგრძლივად შენარჩუნებას, მზისგან დაცვასა და კანის დატენიანებასთან ერთად უზრუნველყოფს წვრილი ხაზებისა და ნაოჭების შემცირებას, კანის დამშვიდებასა და სიწითლის გაქრობასაც კი. 

REFY-PRIMER-1-755811.png 91.6 KB

REFY Face Primer


REFY Beauty-ს მიერ შექმნილი წარბის 3-ეტაპიანი მაკიაჟის ელვის სისწრაფით მოპოვებულმა პოპულარობამ კომპანიას სულ რაღაც 1 წელში სილამაზის ინდუსტრიაში უდიდესი ბრენდების გვერდით დაუმკვიდრა ადგილი. REFY-ის სახის პრაიმერი კანის მოვლისა და მაკიაჟის ჰიბრიდული პროდუქტია, რომელიც გლიცერინისა და ნიაცინამიდის შემცველობით ატენიანებს, ამშვიდებს და ანიჭებს კანს ჯანსაღ ბზინვარებას. მსუბუქი ფორმულა შექმნილია პიგმენტის გარეშე, ამიტომ მისი გამოყენება იდეალურია ნებისმიერი შეფერილობის კანზე, მაშინაც კი, თუ მძიმე და მუქი ფერის მაკიაჟის გაკეთებას სულაც არ აპირებთ. 

tatcha-primer.png 306.49 KB

Tatcha The Silk Canvas Primer


Tatcha The Silk Canvas Primer სწორედ ის არის, რასაც სრულყოფილად დამუშავებული მაკიაჟი მოითხოვს. პროდუქტი მყისიერად ამცირებს ფორების ზომას, მაკიაჟი კი უფრო თანაბრად ნაწილდება კანზე და ინარჩუნებს ხანგრძლივ მდგრადობას. ამასთან ერთად, ბუნებრივი ნივთიერებების დახმარებით პრაიმერი მოქმედებს როგორც ბარიერი კანსა და მაკიაჟს შორის, რაც ხელს უწყობს გამონაყარისა და კანის გაღიზიანების პრევენციას. კიდევ უფრო მეტი ეფექტისათვის, ყოვლისშემძლე პრაიმერი კანის გაჯანსაღებასა და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტის წარმოქმნაზეც არის პასუხისმგებელი.