1940-იანი წლების დასაწყისში პრინცესა - ელისაბედ II Royal Enfield 250 მოტოციკლით გადაიღეს, სწორედ ამ გამოსახულების კონტრასტი - თავდაჯერებულ ბაიკერსა და ინგლისური ვარდების მოყვარულ პრინცესას შორის - გახდა David Koma-ს გაზაფხული-ზაფხულის 2024 წლის კოლექციის შთაგონება. ნიუანსებითა და დამახასიათებელი გრაფიკული ენით David Koma-მ ახალ კოლექციაში ქალურობის მრავალმხრივი გამოხატულება წარმოადგინა.
კოლექციის უმთავრესი შტრიხია ინგლისური ვარდი - მშვიდობის სიმბოლო ტიუდორების ეპოქიდან დღემდე, რომელმაც სამოსში სხვადასხვა ფორმით, დიზაინით და ვარიაციით დაიკავა მთავარი ადგილი, მათ შორის ორნამენტული 3D სტრუქტურების მეშვეობით, რაც David Koma-ს ბრენდის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელია.
დედოფლით შთაგონებულმა კოლექციამ მოიცვა ნათელ ფერთა პალიტრა, მათ შორის - ნარინჯისფერი, იასამნისფერი, მწვანე და ვარდისფერი. დიზაინერის მხატვრული ხედვა ჰაეროვან, მდიდრულ ქსოვილებში, ყვავილოვან პრინტებსა და მკვეთრი მეტალის ფერებით შექმნილ ჩანთებში გამოიხატა.
ჩვენებაზე, რომელმაც თანამედროვე ქალების ცვალებადი ბუნება და იდენტობა გამოხატა, ქართველმა მოდელმა - მატილდა გვარლიანმაც მიიღო მონაწილეობა.
ფოტოების წყარო: Vogue Runway
დაწერე კომენტარი