ყოველდღიურად მძიმე მაკიაჟის გამოიყენება კომფორტთან ნამდვილად არ ასოცირდება, განსაკუთრებით - ცხელ ამინდში. თუმცა, დღეს თანამედროვე სახის მოვლის ინდუსტრიაში ჰიბრიდულ პროდუქციათა არსებობა და მრავალფეროვნება სასურველი შედეგის მიღებას ამარტივებს. შეფერილი დამატენიანებელი ჰიბრიდული პროდუქტის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომელიც კანს დატენიანებასთან ერთად სასურველ ტონალობას, თანაბარ ფერს ანიჭებს. თუმცა ამ პროდუქტის გამოყენების დროს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ შეფერილი დამატენიანებელი ტონალურის მსგავს დაფარვას ვერ უზრუნველყოფს. მისი მთავარი სილამაზე კანის დატენიანება და მისთვის შეფერილობის მინიჭებაა. ბაზარზე არსებული უამრავი პროდუქტიდან საუკეთესოს ამოსარჩევად საქმეს გაგიმარტივებთ - Hammock წარმოგიდგენთ საუკეთესო შეფერილ დამატენიანებლებს ნებისმიერი კანის ტიპისათვის No Make-up Make-up-ის ეფექტის მისაღებად.
Laura Mercier Tinted Moisturizer Natural Skin Perfector
Laura Mercier-ის შეფერილი დამატენიანებელი არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ ვიზაჟისტებისათვისაც ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტია. მაკადამისა და ე.წ. Kukui-ს თესლის ზეთების დახმარებით კანი ღრმად და ხანგრძლივად, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში ტენიანდება. ამასთან, სილიციუმით დამუშავებული პიგმენტები კანს ეხმარება რბილი ფოკუსის ეფექტის შექმნაში ბუნებრივად ნამიანი საფარისათვის. და რაც ყველაზე მთავარია, შეფერილი დამატენიანებელი 30% SPF-საც შეიცავს. შედეგად, კანი დატენიანებული, მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაცული და თქვენთვის სასურველი შეფერილობის არის.
NARS Pure Radiant Tinted Moisturizer SPF 30/PA+++, £37, Cult Beauty
როდესაც კანის მოვლასა და მაკიაჟზე ვსაუბრობთ, Nars-ზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის. ფრანგული კოსმეტიკური ბრენდის მიერ შეფერილი დამატენიანებლისათვის შექმნილი ფორმულა ცხიმიანი კანის ტიპისათვის იდეალურია. ბუნებრივი ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტი კანს ღრმად დატენიანებასა და ბზინვარების შენარჩუნებაში ეხმარება. წარმოდგენილი 16 ტონალობის დამატენიანებელი თქვენთვის სასურველი კანის ფერის მიღებას უფრო მეტად ამარტივებს. იგი კანის მზის სხივებისაგან დაცვას უზრუნველყოფს, ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას და მუქი ლაქების გაჩენის რისკს.
Morphe Glowstunner Hydrating Tinted Moisturiser
მრავალფუნქციური პროდუქტი ერთდროულად ატენიანებს, კვებავს და კანს იდეალურ ფერს ანიჭებს. Რძემჟავა, ჰიალურონის მჟავა და ვიტამინი E კანს ღრმად, ხანგრძლივად დატენიანებასა და ბუნებრივ ბზინვარებაში ეხმარება. ასე რომ, თუ ეძებთ პროდუქტს, რომელიც თქვენი კანის ბზინვარებას ზედმიწევნით უზრუნველყოფს, Morphe-ს შეფერილი დამატენიანებელი შესაბამისი პროდუქტია.
Saie Slip Tint Dewy Tinted Moisturizer SPF 35 Sunscreen
Saie-ს შეფერილი დამატენიანებელი 35%-იანი SPF-ით არაერთი ჯილდოს მფლობელია. პროდუქტი მდიდარია კანის სიჯანსაღისათვის მნიშვნელოვანი ინგრედიენტებით, რომლებიც ღრმად დატენიანებას, დაცვასა და ბუნებრივ ბზინვარებას უზრუნველყოფენ. ჰიალურონის მჟავა ღრმად ატენიანებს, ხოლო ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი ანათებს და ასუფთავებს კანს. გარდა ამისა, 100%-ით მინერალური თუთია - ოქსიდი ჯანსაღ SPF დაცვას უზრუნველყოფს.
Charlotte Tilbury Unisex Healthy Glow, Hydrating Tint
შარლოტა ტილბარი Unisex Healthy Glow, Hydrating Tint-ს ასე ახასიათებს: ზაფხული ქილაში. ბრინჯაოსფერი რუჯის პიგმენტები კანს ბუნებრივ, სრულყოფილ ბზინვარებას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ჩამოთვლილი პროდუქტებისაგან განსხვავებით ეს შეფერილი დამატენიანებელი მზისგან დამცავის პროცენტულ რაოდენობას არ შეიცავს, იგი იმ ადამიანებისათვის არის იდეალური, რომელთათვისაც ბზინვარება მთავარი მოთხოვნაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეფერილობა თეთრ კანთან ურთიერთქმედების დროს ფერს იცვლის. პროდუქტის გამოყენების შემდეგ კანს მბზინავი, ჯანსაღი რუჯის ეფექტი აქვს.
IT Cosmetics Your Skin But Better CC Cream
ყველაფერი ერთში - ასე შეგვიძლია ვუწოდოთ IT Cosmetics-ის შეფერილ დამატენიანებელ CC კრემს. მიუხედავად იმისა, რომ შეფერილი დამატენიანებლების უმეტესობა სრული დაფარვით ვერ გამოირჩევა, ამ შემთხვევაში ასე არ არის. ეს არის სრული დაფარვის მქონე კრემი, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს, ამასთან ერთად, შეიცავს ანტი ასაკობრივ შრატს და 50 + SPF-ს , რაც მრავალფუნქციურობის მთელ სპექტრს ქმნის. Ნიაცინამიდი ღრმად ატენიანებს კანს, ხოლო C და E ვიტამინები მყისიერად ფარავენ კანის ზედაპირზე არსებულ ნაკლოვანებებს, როგორც არის აკნეს მიერ დატოვებული ნაწიბურები, ნაოჭები, სიწითლე და გაღიზიანება და ა.შ. ბრენდმა პროდუქტის ფერთა მრავალფეროვანი ტონების შესაქმნელად დერმატოლოგებთან და პლასტიკურ ქირურგებთან ითანამშრომლა, რათა მზისგან დამცავისა და სხვა ინგრედიენტების შერევით სრულყოფილი შეფერილი დამატენიანებელი მიეღო.
L'Oréal Paris Skin Paradise Tinted Moisturiser SPF20
ყოველდღიური გამოყენებისათვის იდეალური წყლის ბაზაზე შექმნილი L'Oréal Paris-ის შეფერილი დამატენიანებელი კანს ღრმად ატენიანებს და ათანაბრებს მის ტონს ჯანსაღი ბზინვარებით. პროდუქტი მდიდარია ალოე ვერას, ჯანჯაფილისა და თხილის ეთერზეთებით. ეს პროდუქტები კი კანისათვის ძალიან სასარგებლოა, ისინი აღადგენენ და აძლიერებენ ბუნებრივ დამცველობით ფუნქციას. საბოლოოდ კი, SPF 20 UVA/UVB ანტიოქსიდანტური დაცვით კანს მზის სხივებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან იცავს.
Clinique Moisture Surge SPF25 Sheertint Hydrator
Clinique-ს შეფერილი დამატენიანებელი კანს 12 საათის განმავლობაში ღრმად დატენიანებასა და სრულყოფილ ტონალობას ჰპირდება. ძლიერი დამატენიანებელი ინგრედიენტები, როგორიც არის ჰიალურონის მჟავა და ალოე ვერა, კანს ღრმად და ხანგრძლივად ატენიანებს. პროდუქტის გამჭვირვალე ელფერი კანს სრულყოფილ ტონალობას ანიჭებს. მისი გამოყენების შემდეგ კანი აბრეშუმივით გამოიყურება და SPF 25-ის შემცველობით მზის სხივების ზემოქმედებისგანაც დაცულია.
Armani Beauty Neo Nude Tinted Moisturizer
თუ თქვენი კანი უფრო მეტად სიმშრალისკენ არის მიდრეკილი, ეს პროდუქტი ყველაზე მეტად სწორედ ამ ტიპის კანს შეეფერება. Armani Beauty-ს შეფერილი დამატენიანებელი ჰიალურონის მჟავისა და გლიცერინის მაღალი შემცველობით კანს ღრმად ატენიანებს და მას ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს. ყველაზე მშრალი კანიც კი პროდუქტის გამოყენების შემდეგ ელასტიკური, ნაზი და ბზინვარეა.
Dr Jart+ Premium Beauty Balm SPF50
Dr Jart-ის მრავალფუნქციური შეფერილი დამატენიანებელი ერთდროულად იცავს კანს მზის სხივებისაგან, ატენიანებს და ფარავს არასასურველ გამონაყარსა თუ სახის სხვა ნაკლოვანებებს. ეს შეფერილი დამატენიანებელი მარტივად ერგება კანის ბუნებრივ ტონს და დაგეხმარებათ ცნობილი No Makeup Makeup-ის ვირუსულად გავრცელებული ვერსიის იმპროვიზაციაში, სადაც კანი უკიდურესად დატენიანებული და ბზინვარეა.
დაწერე კომენტარი