ფრანგული მოდის სახლი - Chanel ყოველწლიურად Chanel Next Prize-ის 10 გამარჯვებულს ასახელებს, რომელთა შორის წელს ქართველი ხელოვანი - თოლია ასტახიშვილი მოხვდა. თითოეული გამარჯვებული Chanel Next Prize-ის ფარგლებში მიიღებს 100,000 ევროს დაფინანსებას, რაც მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ შემოქმედებითი პროექტები. ასევე თითოეული ხელოვანი მიიღებს ორწლიან მენტორობის უფლებას ბრენდის პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, მათ შორის - ლონდონის ხელოვნების სამეფო კოლეჯში.

წლევანდელი გამარჯვებულები აირჩია ჟიურის კომიტეტმა, რომელშიც შედიან კაო ფეი, ჰანს ულრიხ ობრისტი, ტილდა სუინტონი და სხვები.   

Chanel Next Prize-ის ჯილდო 2021 წელს ამოქმედდა, როგორც Chanel’s Culture Fund-ის ნაწილი და მიზნად ისახავს თანამედროვე კულტურაში მოღვაწე ადამიანთა მხარდაჭერასა და მათ პოპულარიზაციას. 

ასევე, მიმდინარე წლის ბოლოს თოლია ასტახიშვილის პერსონალურ გამოფენას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში მდებარე SculptureCenter უმასპინძლებს


ფოტოების წყარო: Chanel, LC Queisser