14 მაისს ყველასთვის საყვარელი პოპ-ჯგუფის, Tribute კონცერტი „გურამიშვილის მარანში“ გაიმართება. გაზაფხულის ამ საღამოს ქართველი მსმენელებისთვის გაცოცხლდება მსოფლიო დონის ჰიტები: „Dancing Queen“; „Mamma Mia“; „Gimme! Gimme! Gimme“; „Take a Chance on Me“. „ABBA-ს მარადიული მუსიკა ყველა თაობას იზიდავს, ჯგუფის შექმნისას ეჭვიც არ შეგვპარვია იმაში, რომ მალე ცნობილი გავხდებოდით,“ - ბრანისლავ პავლოვიჩი, ABBA RING-ის პროდიუსერი.


ჯგუფის მიმართ აუდიტორიის ინტერესი მაღალია, რაზეც მუსიკალური ტურნე და კონცერტების რაოდენობა მეტყველებს. ჯგუფს 60-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული 15-ზე მეტ ქვეყანაში მათ შორის - ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში, სადაც წარმატებით ჩატარდა 21 კონცერტი 21 დღეში.

TKT copy.png 994.04 KB
„ABBA RING-თან მოლაპარაკებას 2 წელია ვაწარმოებთ. სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა სასცენო დეკორაციები, ფოტოზონები და მენიუ, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, საოცარ შთაბეჭდილებას დატოვებს სტუმრებზე,“ - მაკა კორკოტაძე, „გურამიშვილის მარნის“ მენეჯერი. ორიგინალური შესრულებით, კოსტიუმებითა და ქორეოგრაფიით, ჯგუფი სრულად ასახავს ABBA-ს კონცერტების ატმოსფეროსა და ენერგეტიკას და სწორედ ეს განასხვავებს მათ სხვა Tribute ბენდებისგან.


„ჩვენი შოუ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კონცერტი, რადგან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სასცენო მოძრაობას/ქორეოგრაფიას, რაც შესანიშნავი მუსიკალური შესრულების გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობაა,” -ბრანისლავ პავლოვიჩი, ABBA RING-ის პროდიუსერი. სასიხარულოა, რომ ABBA RING ქართველი მსმენელის წინაშე 14 მაისს „გურამიშვილის მარანში“ წარდგება. „მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან შეხვედრას. დიდ შოუს გპირდებით!“ - კატარინა რაშიჩი, ჯგუფის სოლისტი.