წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიული სასახლისა და ბაღის სიახლოვეს მდებარე სასტუმრო “რადისონ წოლექშენ წინანდლის მამული”, რომლის დიზაინზე ქართველმა ხელოვანმა თამარ კვესიტაძემ და გერმანელმა დიზაინერმა ინგო მაურერმა იმუშავეს, განტვირთვისა და დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად გთავაზობთ სიას, რომელიც "რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში" თქვენს სტუმრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს და მრავალფეროვანს გახდის.მით უმეტეს მაშინ როცა თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ახალი შეთავაზების ფარგლებში ორი ღამის დაჯავშნისას “რადისონ ქოლექშენ წინანდის მამულსა” და “პარკ ჰოტელში” სპეცეიალური ფასებით ისარგებლონ. შეგახსენებთ იმასაც, რომ 7 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით წინანდლის მამულის ორგანიზებით და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამოფენა “მეხსიერების ფრაგმენტები” იმართება, რომელშიც სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრებია წარმოდგენილი.  

ტური ისტორიულ სახლ-მუზეუმში





მუზეუმი, რომელიც ჭავჭავაძეების ოჯახისა და წინანდლის მამულის, როგორც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს კულტურულ-ინტელექტუალური ცენტრის ისტორიას ინახავს, "რადისონ ქოლექშენის" სტუმრებისთვის  ისევ ღიაა. აქ თქვენ ჭავჭავაძეების ოჯახის უნიკალურ ნივთებს, ავეჯს, ჭურჭელს, წიგნებს, ხელნაწერ დოკუმენტებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ საქართველოში ჩამოტანილ პირველ როიალს და ჭავჭავაძეების საგვარეულოს სხვა არაერთ ძალიან საინტერესო  ნივთს იხილავთ.

ტური ისტორიულ ვენახში და ენოთეკაში



გარდა იმისა, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახმა საქართველოში პირველმა შემოიტანა როიალი, ბილიარდი, ეტლი და ევროპული კლასიკური მუსიკა, მათ პირველებმა ჩამოასხეს ბოთლში ქართული ღვინო, რომელსაც თავისი გემოვნური თვისებების გამო, ალექსანდრე დიუმას, პუშკინისა და გრიბოედოვის მსგავსად,   ჭავჭავაძეების ევროპელი სტუმრები მუდამ აღფრთოვანებაში მოჰყავდა. ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელიც ტრადიციულ მეღვინეობაში თანამედროვე სტანდარტებს ქმნიდა, კლასიკურ ევროპულთან ერთად ქართული ქვევრის მეღვინეობასაც ავითარებდა. დღეს წინანდლის ენოთეკაში  ჭავჭავაძეების ოჯახის მიერ შექმნილი 16 000 ბოთლი ღვინის ნიმუშია დაცული, რომელთაგანაც უძველესი ეგზემპლარი 1841 წლით თარიღდება. ამ ისტორიული ვენახისა და ენოთეკის უფრო ახლო გაცნობასთან ერთად, რადისონ ქოლექშენის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ღვინის მასტერკლასებს და დააგემოვნონ ჭავჭავაძეების მამულის  საუკეთესო ღვინო.

პიკნიკი ჭავჭავაძეების ისტორიულ ბაღში



პირველად აქ ვენახები, ხეივნები, სასეირნო ბილიკები და ხეხილის ბაღები იყო გაშენებული, სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოტანილი მცენარეთა უნიკალური ჯიშები ამ ბაღში პირველად ალექსანდრე ჭავჭავაძემ შემოიტანა. დღეს წინანდლის პარკში მისულ სტუმრებს 1500-მდე ხე-მცენარე დახვდებათ, რომელთაგან ბევრი იშვიათი და უნიკალურია. სწორედ ამ არაჩვეულებრივ გარემოში მოეწყობა "რადისონის" სტუმრებისთვის პიკნიკი, რომელიც თქვენს სასტუმროში გატარებულ დღეებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.



 რესტორანში კერძების მრავალფეროვან მენიუსთან ერთად





მრავალფეროვნება გელით უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნების დროსაც. "რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის" ტერიტორიაზე ფუნქციური სხვადასხვა ტიპის რესტორნები, ახლადგახსნილი კახური ბისტრო და შეფმზარეულ ირაკლი თოდაძის მიერ შემოთავაზებული უგემრიელესი ქართული მენიუ სტუმრებს მრავალფეროვან  და ძალიან საინტერესო გასტრონომიულ თავგადასავალს ჰპირდება. 

Library Bar -ში დისტანციური მუშაობისთვის




ხოლო მათ, ვისაც სურს, რომ გარდა დასვენებისა, სამუშაო დღეებში სამსახურებრივი მოვალეობა დისტანციურად, წინანდლის მამულის ამ არაჩვეულებრივ გარემოში შეასრულოს, რადისონ ქოლექშენი  Library Bar-ში სპეციალურ სივრცეს ყავით შესვენებისთვის გვთავაზობს..

“რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის” მაღაზიაში



“რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის” ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სასტუმროს მაღაზიაც, სადაც ვიზიტორებს წინანდლის ისტორიულ მამულთან და ჭავჭავაძეების ოჯახთან დაკავშირებული სამახსოვრო ნივთების შეძენა შეეძლებათ. აქ თქვენ შეხვდებით ჭავჭავაძეების საგვარეულო გერბის ნიმუშებს, ეკატერინე და ნინო ჭავჭავაძის სამკაულების უნიკალურ ასლებს და ხელოვან სიმონ მაჩაბლის მიერ სპეციალურად შექმნილ აბრეშუმის შარფების კოლექციას.

Park Hotel Tsinandali-ში 




პარკ ჰოტელი წინანდლის მამულის ტერიტორიაზე ფუნქციური კიდევ ერთი ბიუჯეტური სასტუმროა, რომელთა სტუმრებს საშუალება ექნებათ "რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის" ყველა სერვისით ისარგებლონ. 70-ოთახიანი, ინდუსტრიულ სტილში შესრულებული გამორჩეული ინტერიერი, რომელშიც უხვადაა გამოყენებული გრაფიტი, განსაკუთრებით მიმზიდველი ახალგაზრდა დამსვენებლებისთვის იქნება.

აუზი და სპა პროცედურები




სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული აუზი, საიდანაც კავკასიონის ულამაზესი ხედი იშლება, აქ ჩასულ სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის კიდევ ერთ შესაძლებლობას სთავაზობს. ზაფხულის ცხელი დღეების აუზზე გატარების გარდა, თქვენ საშუალება გექნებათ “რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის” მიერ შემოთავაზებული სარელაქსაციო სპა პროცედურებითაც ისარგებლოთ.

ტენისის კორტები


მათ, ვისაც სპორტის ეს სახეობა იზიდავს, “რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული” დროის ენერგიულად გასატარებლად უმაღლესი სტანდარტის ტენინის კორტებს სთავაზობს.

ველოსიპედები


სასტუმროში, რომელიც წინანდლის მამულის მსგავს არაჩვეულებრივ ბუნებრივ გარემოში მდებარეობს, დასვენება ველოსიპედებით გასეირნების გარეშე ალბათ წარმოუდგენელია.  ამიტომ აუცილებლად ისარგებლეთ ამ შეთავაზებით და წინანდლის მამულის ულამაზესი ეზო თქვენს მეგობრებთან ერთად  ველოსიპედებით სეირნობისას დაათვალიერეთ.

სივრცე კონფერენციების, კონცერტების ან ქორწილის მოსაწყობად




მუშაობისა და დასვენების გარდა, “რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული” არაჩვეულებრივი გარემოა ღონისძიებებისა და სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ჩასატარებლადაც. აქ ფუნქციონირებს დიზაინერ ხავიერ ფაბრეს მიერ შექმნილი 1200 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრიც, სადაც კონცერტების, ქორწილების და მსგავსი ღონისძიებების გამართვაა შესაძლებელი, თუმცა მათ ვისაც სურს რომ ყველა ეს ღონისძიება ღია ცის ქვეშ გამართოს, სასტუმრო “რადისონი” ამისათვის წინანდლის პარკის ტერიტორიასაც გვთავაზობს.