იოგა სულიერი განვითარებისა და თვითშეცნობის გზაა, რომლის ფესვები ინდური კულტურიდან მოდის, დაახლოებით 2500 წელს ითვლის და როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ აქტივობას მოიცავს. იოგას ცხოვრების წესი სხეულის სიჯანსაღესა და განვითარებაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, შინაგანი ენერგიის გააქტიურებასა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, იოგა საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და არაერთი მიმდევარი ჰყავს. გაგანობთ რამდენიმე გამორჩეულ იოგას სტუდიას, სადაც დამწყებთა თუ პროფესიონალებს სხვადასხვა მრავალფეროვან კლასს სთავაზობენ.
Tbilisi Yoga Community - Yoga Loft & Villa
Tbilisi Yoga Community-ს იოგა ვილა ოთარ ონიაშვილის 37, ხოლო იოგა ლოფთი შალვა რადიანის 14 ნომერში მდებარეობს. მყუდრო და ატმოსფერული სტუდია სკანდინავიური მინიმალიზმით არის შექმნილი და საზაფხულო პრაქტიკებისთვის, ბუნებასთან ძლიერი კავშირისთვის ტერასასაც მოიცავს. სტუდიაში იოგას რამდენიმე სახეობა ისწავლება, რომლებსაც სხვადასხვა დონისთვის - დამწყებთათვის და პროფესიონალებისთვის სპეციალურად არჩევენ და აერთიანებს როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ გაკვეთილებს. ლოფთის სპეციალური პროგრამა დაფუძნებულია აშტანგის პირველად სერიასა და ჰათჰას სტილზე - მოიცავს როგორც თეორიულ ინფორმაციას, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
Bliss Yoga Studio
ვასილ ბარნოვის 76-ში მდებარე ბლის იოგას კლასები მოიცავს კლასიკურ, ფიტნეს, ჰათჰა, პრენატალურ იოგას როგორც ზრდასრულებისთვის, ისე სპეციალურად ბავშვებისთვისაც. გარდა იოგისა, სტუდია საშუალებას გაძლევთ ჩაერთოთ პილატესისა და ბოდი ბალეტის კლასებშიც.
ბლის სტუდია ასევე გვთავაზობს გამორჩეულ - სახის იოგა კლასს, რომელსაც 30-წლიანი პრაქტიკის მქონე ინსტრუქტორი ატარებს და ბევრი უპირატესობა აქვს, მათ შორის - სახის კანის გაუმჯობესება, ნაოჭების შემცირება და სახის ოვალის შეცვლა, გამოკვეთა.
Lumos Yoga Studio
ლუმოსი საირმის ქუჩის 71 ნომერში, გოძიაშვილის პარკში მდებარეობს და სხვადასხვა კლასებს მოიცავს, მაგალითად, დინამიკურ იოგას, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის კლასიკური ჰათჰა იოგას ასანები და აშთანგა ვინიასას ელემენტები, ორიენტირებულია სხეულის ელასტიკურობის მომატებასა და კუნთოვანი სისტემის თანაბარ და სწორ განვითარებაზე, ასევე ციგუნი და ტაიჩის კლასები ენერგიის მომატებასა და მართვაზეა ორიენტირებული, ხოლო Vyniasa Flow კუნთების ღრმა გაწელვით ხასიათდება და წონასწორობის აღდგენას უწყობს ხელს.
Yoga Rooms
იოგა რუმსის ფილიალები ყიფშიძის 5 ნომერსა და ჭილაძის 4-ში მდებარეობს. სტუდიაში იოგას პრაქტიკა მორგებულია განსხვავებული ფიზიკური მზაობის ადამიანებზე, მათ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. დამწყები და საშუალო სირთულის მოვარჯიშეებისთვის სტუდია ჰათჰა იოგას კლასს გთავაზობთ, რომელიც მიმართულია ფიზიკური ჯანმრთელობისკენ, რომლის შედეგადაც აქტიურდება ენერგია, კონცენტრაციის უნარი, ასანების შესრულებისას სწავლობთ და აწონასწორებთ ემოციებს.
ზაფხულის დადგომასთან ერთად, გარდა ფილიალებისა, იოგა რუმსი გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად ღია ცის ქვეშ, ბუნებაშიც გიმასპინძლებთ. Surya Namaskar - ვარჯიში მზის მისალმების კლასიკურ თარგზეა აგებული, რაც აერთიანებს კლასიკურ ჰათჰა იოგას ასანებს, ვინიასა ფლოუს გადაბმებით, პრაქტიკა თანაბრად დატვირთულია გაწელვით, მობილური და ძალისმიერი ასანებით. შეგიძლიათ ჩაერთოთ საკვირაო პრაქტიკაშიც, რომელიც სუნთქვით ვარჯიშებს, გიდირებულ რელაქსაციასა და მედიტაციურ ტექნიკას მოიცავს, სწორედ ეს კომპლექსი ქმნის სხეულის თავისუფლებისა და კომფორტის შეგრძნებას.
დაწერე კომენტარი