არგანის ზეთი არგანის ხის ნაყოფის მარცვლებიდან მოიპოვება. მცენარეული ზეთი თავის მოვლის ინდუსტრიაში განთქმული პროდუქტი და ინგრედიენტია. დერმატოლოგები მაროკოს მიწაზე გაზრდილი მცენარის მთავარ მახასიათებლად მშრალი კანის მკურნალობას ასახელებენ, თუმცა ბოლო დროს განიხილება მისი გამოყენება არაკომადოგენურობისა და სიმსუბუქის გამო აკნესთან ბრძოლის დროსაც.  ამასთან, სრულიად შესაძლებელია არგანის ზეთის აქტიურად გამოყენება ფრჩხილებისა და თმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად და აღსადგენადაც. 

ანტიოქსიდანტებით მდიდარი არგანის ზეთი კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან იცავს, ხოლო დაბერების საწინააღმდეგო და კანის დამარბილებელი თვისებებით ცნობილი ვიტამინი E კანის ახალგაზრდული და ჯანსაღი იერის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთან, არგანის ზეთის თითქმის 95% ცხიმოვანი მჟავებისაგან შედგება. ეს მჟავები კანის დატენიანებასა და კვებას უწყობს ხელს, ასევე მათ ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვთ. ბარიერის დაცვას, დატენიანებასა და კანის დამშვიდებასთან ერთად, დერმატოლოგების აზრით, არგანის ზეთის სასარგებლო თვისებები აკნეს მკურნალობის დროსაც მისაღებია. დადებითი მახასიათებლების ბოლო საფეხურს კი ტრანს ეპიდერმული წყლის დაკარგვის თავიდან აცილების უნარი წარმოადგენს. არგანის ზეთი უზრუნველყოფს კანის გარე შრის შეხორცებას, რაც მისი გარეგნული იერსახის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს. 

ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი არჩევანიდან გამომდინარე, Hammock გთავაზობთ არგანის ზეთით დამზადებულ საუკეთესო პროდუქტებს, კანის მოვლისა და მისი სიჯანსაღისათვის. 

mas-rdn-100pct-organic-cold-pressed-moroccan-argan-oil-lifestyle.jpg 74.13 KB

The Ordinary 100% Organic Cold-Pressed Moroccan Argan Oil


100%-ით ორგანული ცივი დაწნევის ტექნოლოგიით შექმნილი არგანის ზეთი ბუნებრივად ატენიანებს კანს, ებრძვის სიმშრალეს და აუმჯობესებს კანის ჯანსაღ იერს. პროდუქტის გამოყენება ასევე შესაძლებელია თმისთვისაც. ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებული არგანის ზეთი არბილებს და ბზინვარებას ანიჭებს მას. 

6183BgFuzNL._SL1080_.jpg 76.18 KB

Josie Maran Whipped Argan Oil Face Butter


მსუბუქი ტექსტურის მქონე არგანის ზეთის სახის კარაქი უზრუნველყოფს კანის მყისიერ დატენიანებას. სწრაფად შეწოვის ფორმულის დახმარებით პროდუქტი ღრმად აღწევს კანში და მას უფრო ელასტიკურს ხდის. უსაფრთხო და ყველა ტიპის კანისათვის შექმნილი მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი დამატენიანებელი ინტენსიურად კვებავს და იცავს კანს. ხოლო საზამთროს თესლის ზეთის, შიის კარაქისა და კიტრის ექსტრაქტის ნაზავი კანს გლუვს, რბილსა და ბზინვარეს ხდის. 

kahina-kahina-argan-oil-364938.jpg 147.7 KB

Kahina Giving Beauty Argan Oil


არგანის ზეთზე ფოკუსირებული ბრენდი მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, 100%-ით ორგანულ ზეთს სთავაზობს. მაროკოს არგანის პლანტაციებიდან წარმოებული პროდუქტი ხელს უწყობს წვრილი ხაზების გაქრობას, ელასტიკურობის აღდგენას, კანის ტონის გაუმჯობესებას, გაღიზიანების დამშვიდებასა და თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას. ამ ყველაფერთან ერთად ზეთი სწრაფად და ადვილად შეიწოვება და კანს მყისიერად ანიჭებს ბზინვარებასა და სირბილეს. 

p412114-av-02-zoom.jpg 96.92 KB

Moroccanoil Pure Argan Oil


Moroccanoil-ის მრავალფუნქციური ტანისა და სახის ზეთი მხოლოდ ერთ ინგრედიენტს: 100%-ით წმინდა არგანის ზეთს შეიცავს. ცხიმოვანი მჟავებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტი ღრმად ატენიანებს და კვებავს კანს, ამასთან, აუმჯობესებს მის ტონსა და სტრუქტურას. 

4891584_dd209274-f0db-487f-a60f-250f7926618f_700_700.jpg 43.73 KB

Paula's Choice Moisture Renewal Oil Booster


ანტიოქსიდანტებით მდიდარი, მკვებავი მცენარეული ზეთებისა და კანის აღმდგენი კერამიდების ნაზავი ამშვიდებს მშრალ კანს. არგანის ზეთი კერამიდებთან ერთად აცოცხლებს დაზიანებულ სახის კანს. Პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ისე დამატენიანებელთან ერთად. 

pdp-argan-oil-main_b755f2ee-683d-40f7-ae41-dcbea0cfe9ba.jpg 271.99 KB

Josie Maran Argan Cleansing Oil


რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, 100%-ით სუფთა არგანის ზეთი სახის გაწმენდის იდეალური საშუალებაა. Josie Maran-ის არგანის გამწმენდი ზეთი ცხიმოვანი მჟავებისა და ანტიოქსიდანტების დახმარებით ასუფთავებს და ამშვიდებს კანს. Ნუტრიტიენტებით მდიდარი ზეთი აბალანსებს და აღადგენს კანის ბუნებრივ ტენიანობის დონეს და უპრობლემოდ ასუფთავებს ნებისმიერი ტიპის კანს, მშრალიდან ცხიმიანამდე.