კანის მოვლისათვის განკუთვნილ მრავალფეროვან ინგრედიენტთა შორის ნიაცინამიდი ერთ-ერთი გამორჩეულია. ნიაცინამიდი ვიტამინი B-ს ფორმის წყალში ხსნადი ნივთიერებაა. იგი შესამჩნევად ამცირებს გაფართოებულ ფორებს, ათანაბრებს კანის ტონს, არბილებს და აქრობს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს, აძლიერებს დასუსტებულ კანის ზედაპირს. ამ ყველაფერთან ერთად ნიაცინამიდი ამცირებს გარემოს მავნე ზემოქმედებას კანის დამცველობით ფუნქციაზე. ნიაცინამიდის შემცველი პროდუქტების ყოველდღიური გამოყენება კანს ბზინვარებას, ახალგაზრდულ იერსა და რაც მთავარია, სიჯანსაღეს მატებს. ამ ინგრედიენტის დადებითი თვისებების უკეთ გასაცნობად Hammock გაგაცნობთ ნიაცინამიდის შემცველ შრატებს, რომელთა მოქმედებაც ჩვენი კანის სიჯანსაღეზე ყველაზე მეტად მოქმედებს. 

La Roche-Posay 10% Pure Niacinamide Serum


ნიაცინამიდის ერთ-ერთი უპირველესი ფუნქცია კანზე წარმოქმნილი ლაქების გაღიავებაა. ინგრედიენტი ხელს უშლის კანში მელანინის, ანუ პიგმენტის წარმოქმნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი  მზის მოქმედებისა თუ ანთების შედეგად გაჩენილი პიგმენტი არ აღწევს კანის ზედაპირზე. La Roche-Posay-ის შრატი კიდევ უფრო მეტად ააქტიურებს ამ ფუნქციას. ნიაცინამიდთან ერთად ჰიალურონის მჟავის შემცველობა ატენიანებს, ამშვიდებს და იცავს კანს შემდგომი დაზიანებისაგან. 

image00002.jpeg 89.54 KB
Paula's Choice Clinical Niacinamide 20% Treatment


 პროდუქტში ნიაცინამიდის მაქსიმალური დოზა 20%-ია. Paula's Choice-ის შრატი ნიაცინამიდით ყველაზე მეტად აუმჯობესებს კანის არათანაბარ ტექსტურას, ეფექტურად ამცირებს ასაკობრივი ან მზის დაზიანების შედეგად წარმოქმნილ ლაქებსა და გაფართოებულ ფორებს. თუმცა, მთავარ ინგრედიენტთან ერთად ძირტკბილას ექსტრაქტისა და ვიტამინი C-ს ანტიოქსიდანტური ნაზავი ანათებს კანს და აუმჯობესებს მის ვიზუალურ მდგომარეობას. 

IMG_5335.jpg 2.94 MB
Glow Recipe Watermelon Glow Niacinamide Dew Drops


 ნიაცინამიდით მდიდარი Glow Recipe-ის შრატი კანის მოვლისა და მაკიაჟის ჰიბრიდული პროდუქტია, რომელიც კანს მყისიერად ანიჭებს ნათელ ფერს და ხელს უშლის ჰიპერპიგმენტაციის წარმოქმნის . ინგრედიენტების შთამბეჭდავი ხაზის სამხრეთკორეული კანის მოვლის მეთოდების ინსპირაციით შექმნილი ფორმულა კანს ბზინვარებასა და ჯანსაღ იერს ანიჭებს. 

image00003.jpeg 42.47 KB
Lancôme Clarifique Pro-Solution Brightening Serum


 Lancôme-ის მაღალტექნოლოგიური მეთოდით დამზადებული შრატი AHA მჟავასთან ურთიერთქმედებით ასუფთავებს კანს. კანის ტიპების ფართო დიაპაზონზე ტესტირებით ცხადი გახდა, რომ პროდუქტი ამცირებს გაფართოებული ფორების შესახედაობას, აუმჯობესებს კანის ტექსტურას. აკნეს შემდგომი ნაწიბურები და მუქი ფერის ლაქები შესამჩნევად მცირდება. 10%-იანი PHA,  რომელსაც AHA და BHA-სთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი მოლეკულური სტრუქტურა აქვს, ერწყმის ნიაცინამიდს და, როდესაც ეს ორი კანის მოვლისათვის მნიშვნელოვანი ინგრედიენტი პროდუქტში ერთად იყრის თავს, თვალსაჩინო ბზინვარება დ სიჯანსაღე გარანტირებულია. 

IMG_5337.jpg 620.66 KB
THE INKEY LIST Niacinamide

THE INKEY LIST-ის შრატი 10% ნიაცინამიდის შემცველობით ამცირებს ზედმეტ ცხიმს, მუქი ფერის ლაქებსა და სიწითლეს. 1% ჰიალურონის მჟავა კი ატენიანებს კანს და იცავს მას გამოშრობისაგან. ჰიალურონისა და ნიაცინამიდის ურთიერთქმედება კანს ელასტიკურობას, ჯანსაღ ბზინვარებასა და სირბილეს ანიჭებს. 

IMG_5339.jpg 277.74 KB
Glossier Super Pure Clarifying Face Serum With Niacinamide + Zinc


 ნიაცინამიდისა და თუთიის PCA-ის კომბინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ლაქები მუდმივად მარცხდებიან. ნიაცინამიდს აქვს უნარი აკონტროლოს ცხიმის ჭარბი გამომუშავება, ხოლო თუთია ავიწროებს ფორებს. ვიტამინი იდეალურად ეხმარება კანს გამონაყარის დროსაც და მას შესამჩნევად გლუვ ტექსტურას ანიჭებს. 

image00005.jpeg 87.31 KB
First Aid Beauty Facial Radiance Niacinamide Dark Spot Serum


 ნიაცინამიდის ბაზაზე დამზადებული შრატი ვიტამინ C-სთან ერთად ხელს უწყობს მუქი ლაქების, მზისგან წარმოქმნილი პიგმენტური ლაქებისა და აკნეს შემდგომი ნაწიბურების გაქრობას. ეფექტური ფორმულა, რომელსაც თან ერთვის ალანტოინი, კანს ტენიანობისა და კომფორტის შეგრძნების შენარჩუნებაში ეხმარება. 

image00006.jpeg 111.49 KB
Peter Thomas Roth Pro Strength Niacinamide Discoloration Treatment


ინტენსიური ფორმულა, რომელიც ნიაცინამიდისა და სხვა აქტიური ინგრედიენტების ურთიერთქმედებით ხელს უწყობს მუქი ფერის ლაქების გაუფერულებასა და კანის ტონის გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, იგი ეფექტურად მოქმედებს ნაოჭებისა და არათანაბარი ტონის წარმოქმნის შესამცირებლად, რაც ძირითად შემთხვევაში გარემოს მავნე ზემოქმედებითა და დაბერებით არის გამოწვეული.