საქართველოს დანიელი მოდის დიზაინერი, ხელოვანი, კურატორი და მუსიკოსი - ჰენრიკ ვიბსკოვი ეწვევა, რომლის ნამუშევრების გაცნობას დამთვალიერებელი 11-14 აპრილს თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე შეძლებს. ვიბსკოვის საქართველოში ჩამოსვლას კონცეპტუალური მაღაზია - Sense Concept Store უზრუნველყოფს, რომელიც სითი მოლის ,,პრემიუმ სივრცეში" მდებარეობს. 

მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი - სითი მოლი გამორჩეულია ბრენდების მრავალფეროვნებითა და ექსკლუზიურობით, სასიამოვნო შოპინგისთვის ,,პრემიუმ სივრცეში’’ შეხვდებით პრემიუმ კლასის ბრენდებს, როგორებიცაა - Ralph Lauren Polo, Karl Lagerfeld, HUGO, Boggi, Paul and Shark, ასევე კონცეპტუალურ მაღაზიებს - Sense Concept Store, Ambience Concept Store, Aromateque, Posh Tbilisi. სივრცეს, გარდა მსოფლიოში წამყვანი ბრენდებისა, დახვეწილი ინტერიერი გამოარჩევს, რაც შოპინგს საუკეთესო გამოცდილებად აქცევს.

Sense Concept Store - ექსკლუზიურად წარმოადგენს ვიბსკოვის პროდუქციას საქართველოში, კონცეპტუალური სივრცე 2021 წელს გაიხსნა სითი მოლის ,,პრემიუმ სივრცეში" და მომხმარებელს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს სთავაზობს, როგორებიცაა: Vivienne Westwood, Proenza Schouler, Ganni, Self-Portrait, Patou, Helmut Lang, Tabi, Rotate, Remain, Lutz Huelle, Grey Ant, Eyepetizer. მულტიბრენდულ მაღაზიაში შეიძენთ ბრენდების უახლეს კოლექციებს - როგორც ტანსაცმელსა და აქსესუარებს, ისე სახლის ნივთებს - ჭურჭელსა და დეკორს.

Screenshot 2024-04-10 at 17.44.44.png 1.95 MB
ჰენრიკ ვიბსკოვი Sense Concept Store-ს უზრუნველყოფით პირველად წარდგება ქართულ სახელოვნებო სცენაზე და ქართველ დამთვალიერებელს მისი ნამუშევრის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. ვიბსკოვის შემოქმედება არტ-ინსტალაციებს, სცენოგრაფიას, კოსტიუმებს, ვიდეოს, პერფომანსებსა და გამოფენებს მოიცავს. 

მისი ყოველწლიური კოლექციები გვხვდება პარიზის მოდის კვირეულზე, გამოფენები კი ეწყობა მსოფლიოს ისეთ მუზეუმებში, როგორებიცაა 21-ე საუკუნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი კანაძავაში, Moma ნიუ-იორკში, Palais de Tokyo პარიზში და ICA ლონდონში. გარდა საკუთარი ბრენდის ტანსაცმლის ხაზისა, ქმნის აქსესუარებს და აქვს პარფიუმერიის ხაზი. დიზაინერი ცნობილია მოდის ინდუსტრიაში დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებითა და ოსტატობით, მის კოლექციებში კი ხშირად შეხვდებით მრავალფეროვან ფერთა პალიტრას. 

ჰენრიკ ვიბსკოვი ამჟამად არის DSKD-ის პროფესორი, კომისიის წევრი, კითხულობს ლექციებს სხვადასხვა სახელოვნებო ინსტიტუტში, მათ შორის Central Saint Martins ლონდონში, IED მადრიდში და ანტვერპენის სამეფო სახვითი ხელოვნების აკადემიაში.


მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70 | სართული I