ასაკის მატება და მასთან ასოცირებული ბიოლოგიური მოვლენები, ბუნებრივი და ცხოვრების თანმდევი პროცესია, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად განსხვავებულად ამჩნევენ - ზოგი სახეზე ახალ ნაოჭს აღმოაჩენს, ზოგი კი ერთით მეტ გაჭაღარავებულ თმას პოულობს. თუმცა, ამ ყველაფერში ტრაგიკული და საშიში სრულებით არაფერია. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ადამიანები ამ პროცესებთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ და ჩვენს რუტინასაც შესაბამისად ვაწყობთ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კანის მოვლის რუტინაც. დერმატოლოგების აზრით, 30 წლიდან კანზე გარკვეული ასაკობრივი ნიშნები იჩენს თავს, ამიტომ შესაბამისი პროდუქციის გამოყენება სწორედ ამ ასაკიდან იწყება. ანტიასაკობრივი კანის მოვლის საშუალებები დიდი რაოდენობით აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ეპიდერმისის უჯრედების მეტაბოლიზმის პროცესის დაჩქარებას უწყობს ხელს. ეს პროცესი კი ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას ებრძვის. Hammock გაგაცნობთ 10 საუკეთესო ანტიასაკობრივ დამატენიანებელ კრემს, რომლებიც დაბერების ნაადრევი ნიშნებისა და ნაოჭების შემცირებას უზრუნველყოფს.

s-l1600 (1).png 337.47 KB

Clinique Repairwear Uplifting Firming Cream


Clinique-ს მსუბუქი ტექსტურის მქონე, თუმცა საკმაოდ ძლიერი დამატენიანებელი ერთ პროდუქტში გაერთიანებულ 2 ფორმულას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც იგი განკუთვნილია როგორც მშრალი და ძალიან მშრალი, ისე კომბინირებული და ცხიმიანი კანისათვის. დამატენიანებელი და აღმდგენი კრემი სახისა და კისრის კანს სიმკვრივესა და ახალგაზრდულ იერს მატებს. ამასთან ერთად, პროდუქტი კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვან ინგრედიენტს,  მზისგან დამცავის 15%-ს შეიცავს. 

Paula_sChoiceClinicalCeramideEnrichedFirmingMoisturizer.png 2.52 MB

Paula' Choice Ceramide-Enriched Firming Moisturizer


Paula’s Choice-ს ანტიასაკობრივი დამატენიანებელი კრემი კერამიდების კონცენტრირებული ნაზავით კანს ღრმად და ხანგრძლივად ატენიანებს. პროდუქტის აღწერილობაში ანტიასაკობრივი პროდუქტებისათვის 2 უმნიშვნელოვანეს ინგრედიენტსაც ვკითხულობთ: რეტინოლსა (საშუალო სიძლიერის 0,1%) და C ვიტამინს. ეს ინგრედიენტები კანის სიმკვრივესა და დამცავი ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ პროდუქტის შემადგენელი კანის უჯრედების შემავსებელი ლიპიდები სახის კანს ელასტიკურობის შეგრძნებასა და იერს ანიჭებს. 

ProtiniCream_ParallaxBackground.jpeg.png 1.23 MB

Drunk Elephant Protini Polypeptide Moisturizer


Drunk Elephant-ის ანტიასაკობრივი დამატენიანებელი ყველა იმ აუცილებელ ინგრედიენტს შეიცავს, რაც ამ კატეგორიის პროდუქციას მოეთხოვება. მისი მდიდარი ფორმულა აღადგენს მზისგან დაზიანებულ კანს და ატენიანებს მას. პეპტიდებითა და ამინომჟავებით მდიდარი დამატენიანებელი კანის ტონს, ტექსტურასა და სიმკვრივეს მყისიერად აუმჯობესებს. 

be50f0f0d2ded1f7ea97a96d062e3af0.png 823.14 KB
Lancôme Rénergie Lift Multi-Action Ultra Face Cream With SPF 30


Rénergie Lift Multi-Action Ultra Face Cream With SPF 30 მრავალფუნქციური დამატენიანებელი და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. ჰიალურონის მჟავით, LHA და ჟოჟობას ზეთით მდიდარი კრემი აღადგენს და ამკვრივებს კანს, ამასთან ამცირებს მუქი, პიგმენტური ლაქების წარმოქმნის რისკს და თანაბარი ტონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. პროდუქტი მდიდარია სელის თესლის შემცველი პეპტიდებით. ეს ინგრედიენტები კი კანის მოვლის ინდუსტრიაში დაბერების საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად ითვლება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ღრმად დატენიანებისა და ზემოთ ჩამოთვლილ სასარგებლო თვისებებთან ერთად, პროდუქტი 30%-იან მზისგან დამცავსაც შეიცავს, ეს პროცენტული მაჩვენებელი კი კანის დასაცავად საკმაოდ კარგია, რადგან მზის სხივები კანის დაბერების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. 

81ELGiK3VvL._SL1500_ (1).png 810.65 KB
L'Oréal Paris Revitalift Triple Power Anti-Aging Face Moisturizer


ლეგენდარული ფრანგული ბრენდის, L'Oréal Paris-ის ანტიასაკობრივი დამატენიანებელი კრემი ყველა ტიპის კანს იდეალურად ერგება. Მისი ფორმულა დაბერების საწინააღმდეგო ყველა კომპონენტს შეიცავს - რეტინოლს, C ვიტამინსა და ჰიალურონის მჟავას. დერმატოლოგების თქმით, პროდუქტის სისტემური გამოყენებით თვალსაჩინო შედეგის დანახვა დაახლოებით ერთ კვირაშია შესაძლებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი ინდივიდუალურია. ანტიასაკობრივი დამატენიანებელი შესანიშნავად ითავსებს პრაიმერის ფუნქციასაც. მისი მაკიაჟის ბაზის სახით გამოყენება ხელს უშლის ფორების დახშობას, რაც შესაბამისად, მის დაბინძურებასაც ნაკლებად იწვევს. 

ag-blog-the-miracle-moisturizer-a-deeper-look-at-creme-de-la-mer-1.png 784.23 KB

La Mer Crème de la Mer Moisturizer


ექსპერტებისა და მომხმარებლებისათვის პროდუქტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ დამატენიანებელი. Crème La Mer უჯრედების აღმდგენი ელემენტის დახმარებით კურნავს კანის სიმშრალეს და მის ხანგრძლივად დატენიანებას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, კანის ზედაპირზე გამოხატული ნებისმიერი დაზიანება, მათ შორის - სიწითლე თუ გაღიზიანება, სწრაფად ცხრება და კანი ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. მკვეთრად გამოხატული ნაოჭები ნაკლებად თვალსაჩინო ხდება და კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ამ ყველაფერს თან ერთვის დამცავი ბარიერის გაძლიერებაც, რის შედეგადაც კანი გარემო პირობების მავნე ზემოქმედებისაგან უფრო მეტად არის დაცული. ამიტომ სახის კანი გაცილებით უფრო ჯანსაღი, ბზინვარე და სიცოცხლისუნარიანია.

071321-charlotte-tilbury-moisturizer-amal-clooney-lead-481dff87e45e4f7cb99eed8cc80a9bf3.png 896.55 KB

Charlotte Tilbury Magic Cream Face Moisturizer with Hyaluronic Acid


Charlotte Tilbury თანამედროვე კანის მოვლისა და სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია. ანტიასაკობრივი დამატენიანებელი კრემი ღრმად დატენიანებასა და კანის აღდგენასთან ერთად მაკიაჟის ბაზადაც იდეალურად გამოიყენება. პროდუქტის მთავარი მოთამაშე ჰიალურონის მჟავაა, რომელიც კანს ახალგაზრდულ ბზინვარებასა და სიმკვრივეს ანიჭებს. ასევე, C და E ვიტამინების დახმარებით კანის ტონი საგრძნობლად უმჯობესდება. Charlotte Tilbury-ს მაგიური კრემი მშრალი და ნორმალური კანის ტიპებისათვის არის შექმნილი. 

3145891407402.jpg 39.86 KB

CHANEL N°1 De Chanel Revitalizing Cream


უკვე ათწლეულებია, რაც Chanel-ის მოდის სახლის სავიზიტო ბარათი კამელიაა. Chanel-ის სილამაზის ხაზის ლაბორატორიის ექსპერტები დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ, თუ რა სასარგებლო თვისებები შეიძლება ჰქონოდა წითელ კამელიას. აღმოჩნდა, რომ მისი ზეთისა და ექსტრაქტის კომბინაციით კანი უფრო გლუვი, მკვრივი და ბზინვარე ხდება. N°1 DE CHANEL-ის სილამაზის ხაზის მთავარი ბირთვი სწორედ წითელი კამელიაა და მიზნად ისახავს კანის დაბერების პროცესის პრევენციას. აღმდგენი დამატენიანებელი კრემის დახმარებით კანი ღრმად დატენიანებული და უფრო ჯანსაღად ბზინვარეა, ამასთან ერთად, უმჯობესდება მისი ელასტიკურობაც. ასაკობრივი ნიშნების გაქრობასთან ერთად, პროდუქტს სასიამოვნო სურნელი კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებულს ხდის. 

3606000575134_en_05.png 1.31 MB

CeraVe Skin Renewing Night Cream


CeraVe დერმატოლოგების ერთ-ერთი ფავორიტი ბრენდია, რომელიც ნებისმიერი ასაკისა და კანის ტიპის მქონე ადამიანს სასურველ პროდუქტს სთავაზობს. გამონაკლისი არც ანტიასაკობრივი კატეგორიაა და ამ ტიპის კანისათვის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი აღმდგენი ღამის კრემია. იგი ყველა ტიპის კანისთვისაა გათვლილი და შეიცავს პეპტიდების, ჰიალურონის მჟავისა და სამი აუცილებელი კერამიდის კომპლექსს. მათი დახმარებით მთელი ღამის განმავლობაში ნარჩუნდება კანის ტენიანობა და დამცავი ბარიერის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. პროდუქტი იერსახის გასაუმჯობესებლად და დაღლილი, გამოფიტული კანის აღსადგენად არის შექმნილი. 

Individual-Product-Shot-5-1200x672_1579268912.png 378.57 KB

Elemis Pro-Collagen Marine Cream


კოლაგენი დაბერების საწინააღმდეგო უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანი მას ბუნებრივად გამოიმუშავებს, ასაკის მატებასთან ერთად მისი გამომუშავების ტემპიც იკლებს და შესაბამისად, კანში მისი ოდენობაც მცირდება. ამიტომ საჭირო ხდება ხელოვნური დანამატის სახით რუტინაში კოლაგენის ჩართვა. Elemis Pro-Collagen Marine Cream კოლაგენით მდიდარი პროდუქტია, რაზეც მისი სახელწოდებაც მარტივად მეტყველებს. კოლაგენით მდიდარ წყალმცენარეებთან ერთად იგი ვარდისა და მიმოზას ექსტრაქტებსაც შეიცავს. ამ ინგრედიენტების ურთიერთქმედებით კი კანი ღრმად ტენიანდება და ასაკობრივი ნიშნებიც მალე ქრება.