ნიკარაგუელი  ბიანკა ჯაგერი 16 წლის ასაკში პოლიტიკური მეცნიერებების შესასწავლად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. სულ მალე პარიზში გამართულ როლინგ სტოუნის კონცერტზე  მისი მომავალი მეუღლე, მიკ ჯაგერი გაიცნო. მათი ქორწილი 1971 წელს სენ-ტროპეში გაიმართა. 80-იანი წლებიდან ბიანკა აქტიურად ჩაერთო ადამიანთა უფლებების დაცვის კამპანიებში და ამ სფეროში მან არაერთ წარმატებას მიაღწია.

Hammock Magazine გთავაზობთ ბიანკა ჯაგერის შვიდ გამორჩეულ ჩაცმულობას:

იტალიური საქმის გადაღებებზე, 1969 წელი




სამოციანი წლების დასასრულისკენ მოდელი ბიანკა ევროპულ კინოინდუსტრიაში ხვდება. მსახიობი ბიანკას კარიერა იტალიური საქმის გადაღებებით იწყება, სადაც მაიკლ კეინთან (Michael Cane) ერთად ასრულებს როლს. 

ქორწილი სენ-ტროპეში, 1971 წელი




პირველი შეხვედრიდან ცხრა თვის შემდეგ ბიანკა და მიკ ჯაგერმა სენ-ტროპეში იქორწინეს. ქორწილში ბიანკას ივ სენტ ლორანის სამოსი ეცვა. ბიანკას ეს ჩაცმულობა დღემდე რჩება ერთ-ერთ საკულტო საქორწილო სამოსად. 


ქუდი, 1972 წელი




ბიანკას ჩაცმულობაში ქუდი ყოველთვის განსაკუთრებული შტრიხია. ამ ფოტოში კი მას საკუთარი შექმნილი ქუდი ახურავს. 


დაბადების დღის წვეულება სტუდიო 54-ში, 1977 წელი




სტუდია 54 ნიუ-იორკის სამოცდაათიანი, ოთხმოციანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი იყო. ფოტოზე ბიანკა ჯაგერის 32 წლის იუბილის აღნიშვნაა ასახული.

კოსტიუმი (THE suit), 1979 წელი




ბიანკა ჯაგერი ქალიშვილთან ერთად ლონდონის ქუჩებში. 


ჰალსტონი (Halston), 1980 წელი




ლეგენდარული ამერიკელი დიზაინერი ჰალსტონი და ბიანკა. ფოტო ბიანკას 35 წლის დაბადების დღის წვეულებაზეა გადაღებული. ბიანკას ჰალსტონის შექმნილი კაბა აცვია. 


მეტ გალა, 1981 წელი