მუდმივი გამონაბოლქვის, სიცხისა თუ სხვა მავნე გარემო პირობების ზემოქმედებით ჩვენი კანიც ბინძურდება. სწორედ ამიტომ სხეულს ნამდვილად სჭირდება გამოცოცხლება და მკვდარი, დაბინძურებული კანის მოშორება, რათა ეპიდერმისს სუნთქვისა და ახალი სიცოცხლის საშუალება მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ დასაბანი საშუალებები თავის საქმეს ნამდვილად ზედმიწევნით ასრულებს, კანის მოვლისთვის განკუთვნილი სკრაბები მისი სიჯანსაღისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფიზიკური ამქერცლავი კანს მკვდარი უჯრედების ზედა ფენისაგან ათავისუფლებს და სხეულს  ბზინვარებისა თუ უფრო ღრმა დატენიანებისკენ უბიძგებს, რადგან ზეთებსა თუ სხვა მკვებავ საშუალებებს გზად მკვდარი უჯრედები აღარ ეღობება. ამასთან, მათი მოქმედება შესამჩნევად აუმჯობესებს კანის ტექსტურას და მას მეტ სირბილეს, თანაბარ ტონსა და გლუვ ვიზუალს ანიჭებს. თუმცა, ვიზუალურ ეფექტთან ერთად, აღსანიშნავია ტანის სკრაბების სამედიცინო მნიშვნელობაც, რადგან სხეულზე განსაკუთრებით ხშირია თმის ჩაბრუნების შანსი, რაც კანის გაღიზიანებასა და ანთებითი პროცესების წარმოქმნას უწყობს ხელს. სხეულის მოვლის ეს საშუალება კი ფოლიკულებს არასწორი მიმართულებით გაზრდილი თმისაგან ათავისუფლებს. დერმატოლოგების რჩევით კი მათი გამოყენება გარკვეული სიხშირით, მხოლოდ კვირაში ერთხელ არის მიზანშეწონილი.  Hammock  10 საუკეთესო ტანის სკრაბს გაგაცნობთ გლუვი და ჯანსაღი კანისათვის. ისინი თქვენს რუტინაში შეუცვლელ ადგილს დაიმკვიდრებენ. 

sol-de-janeiro-bum-bum-body-scrub-220g_15691601_28350279_2048.png 1.67 MB

Sol de Janeiro Bum Bum Body Scrub


ეს პროდუქტი, თუ  ყველა მის დადებით მახასიათებელს დავივიწყებთ, სიის სათავეში ადგილის დამკვიდრებას ალბათ მხოლოდ გასაოცარი ვანილისა და კარამელის არომატითაც შეძლებდა. Sol de Janeiro-ს ტანის სკრაბში გაერთიანებული შაქრის კრისტალები და კუპუაჩუს (ბრაზილიური ხილის) თესლი კანს მკვდარი უჯრედებისაგან ათავისუფლებს, ხოლო ამაზონური გუანარა, რომელიც ჩვეულებრივ ყავაზე 5-ჯერ მეტ კოფეინს შეიცავს, სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს. და ბოლოს, გასაოცარი არომატის კანის გამწმენდი ქოქოსის ზეთი სხეულს აბრეშუმისებრ ბზინვარებას ანიჭებს. 

71Qbp3zGOiL._SL1000_.jpg 140.97 KB

Tree Hut Coconut Lime Shea Sugar Scrub


Tree Hut-ის ტანის სკრაბი  მთელი რიგი ბუნებრივი ინგრედიენტების დახმარებით კანს ბზინვარებასა და სიჯანსაღესთან ერთად, გასაოცარ სურნელსაც ანიჭებს. ქოქოსის ლაიმისა და შიის სკრაბი ცაცხვს, მაკადამის, ავოკადოს, ფორთოხლის ზეთს, ტკბილ ნუშსა და ზამბახსაც აერთიანებს, რომელთა დადებით თვისებებს ალფა ჰიდრომჟავების ფორებში შეღწევის უნარი და კანის გაპრიალებაც თან ერთვის. შედეგად, ვიღებთ სოციალური ქსელების პოპულარულ პროდუქტს სასურველი არომატით. 

01_THEBODYEXFOLIATOR_FF_PDP_20864316-5d9b-40d2-8485-9f019997ac89.png 126.14 KB

Nécessaire The Body Exfoliator


Nécessaire-ის ამქერცლავი საშუალება ფიზიკურ თუ ქიმიურ ამქერცლავთა იდეალურ კომბინაციას წარმოადგენს. სალიცილის, რძემჟავასა და გლიკოლის მჟავების კომბინაცია ხელს უწყობს შავი წერტილების გამომწვევი ოფლის, ცხიმისა და ჭუჭყის მოშორებას, ხოლო ბამბუკის ნახშირი კანის გაპრიალებასა და ბზინვარებას უზრუნველყოფს. ევკალიპტისა და სანდლის ხის არომატებთან ერთად პროდუქტი მგრძნობიარე კანის ტიპის მქონე მომხმარებლებს უარომატო სკრაბს სთავაზობს, რათა თავიდან აიცილონ გაღიზიანება და ალერგიული ფონი . 

14228122-1345022703329582.png 438.34 KB

First Aid Beauty KP Bump Eraser Body Scrub With 10% AHA


First Aid Beauty-ის ტანის სკრაბი რძემჟავას, გლიკოლისა და 10% AHA მჟავას კომბინირებული დოზით ებრძვის გამონაყარს, ე.წ. მარწყვის კანს და ქიმიური აქერცვლის დახმარებით ხელს უწყობს კანის ტექსტურის გაუმჯობესებას, სირბილეს, ჯანსაღ და გლუვ ვიზუალს. 

APP-SOE-1.png 339.57 KB
Osea Malibu Salts of the Earth Body Scrub


ნაზი ამქერცლავი საშუალება, რომელიც შიის კარაქით, წყალმცენარეებითა და მინერალებით გამდიდრებული მარილებით არის გაჯერებული, კვებავს კანს, ხელს უწყობს გაუხეშებული მიდამოების დარბილებას და მკვდარი უჯრედების მოშორებას. განახლებული კანი კი ჯანსაღი ბზინვარებითა და გლუვი ვიზუალით გამოირჩევა. 

Peach_LilyKPBumpBossMicrodermBodyScrub1_800x.png 244.85 KB

Peach & Lily KP Bump Boss Microderm Body Scrub


Peach & Lily-ის სუპერ გლუვი კანისათვის შექმნილი ტანის სკრაბი  AHA, PHA 10%-ისა და მიკროკრისტალების დახმარებით არბილებს კანს, ხსნის ფორებს და ქიმიური აქერცვლით უზრუნველყოფს მკვდარი უჯრედების მოშორებას. ხოლო კორეული სპა ინგრედიენტები, როგორიც არის ქერის, ციკასა და ჩაის ექსტრაქტები, ამშვიდებს სიწითლესა თუ გაღიზიანებას და ღრმად კვებავს კანს. 

photo_2023-08-11_14-03-36.png 263.54 KB

Dove Exfoliating Body Polish Crushed Macadamia & Rice Milk


Dove-ის მაკადამისა და ბრინჯის რძის ტანის სკრაბი  შაქრის ბაზაზე დამზადებული სხვა სკრაბებისაგან განსხვავებით, რომლებიც კანთან ურთიერთქმედებისას სწრაფად იშლება, ჰიდრირებული სილიციუმს შეიცავს. ეს ინგრედიენტი ხელს უწყობს კანის გაწმენდას მკვდარი უჯრედებისაგან. მაკადამი და ბრინჯის რძე კი ბრენდის საფირმო დამატენიანებელ კრემსა და ბუნებრივი წარმოშობის გამწმენდებთან ერთად აპრიალებს სხეულის ზედაპირს და ღრმად კვებავს კანს. 

X2HougmfEEIiI1pHnri71EPFKO0WZy.png 375.45 KB

Neutrogena Body Clear Body Scrub


აკნეს სამკურნალო საშუალებებითა და 2%-იანი სალიცილის მჟავით Neutrogena-ს ყოველდღიური გამოყენების სკრაბი სპეციალურად არის შემუშავებული სხეულის აკნეს სამკურნალოდ. პროდუქტი ეფექტური მოქმედებით სრულად აშორებს სხეულს მკვდარ კანს და ღრმად ასუფთავებს ფორებს. შედეგად, კანი სუფთა, ბზინვარე და გლუვი ხდება.

71QlRv21ahL._SL1500_.jpg 77.1 KB

AHAVA Softening Butter Salt Scrub


AHAVA-ს ტანის სკრაბი შექმნილია მკვდარი ზღვის მინერალების, შაქრის, ბუნებრივი ზეთებისა და წყალმცენარეების კომბინაციით. პროდუქტი ატენიანებს და არბილებს გაუხეშებულ კანს, აძლიერებს მის ბზინვარებას და წყალთან შეხებისას ლოსიონის ტექსტურის მიღების შემდეგ მკვდარი ზღვის მინერალების დადებით მახასიათებლებს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს. 

s-l1600 (1).png 200.96 KB

OUAI Scalp and Body Scrub


OUAI-ის სკალპისა და სხეულის სკრაბი იდეალურად ასუფთავებს ყველაფერს თხემით ტერფამდე. შაქრის კრისტალები ხელს უწყობს აქერცვლისა და მკვდარი უჯრედების მოშორების პროცესს, ხოლო პანთენოლი, გლიცერინი და ქოქოსის ზეთი კანის გამოკვებას, ღრმად დატენიანებასა და დარბილებას უზრუნველყოფს. პროდუქტის გამოყენება  რეკომენდებულია ყოველკვირეულად ნებისმიერი თმისა თუ კანის ტიპისათვის.