ძილის დროს ჩვენს ორგანიზმში არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. დერმატოლოგების თქმით, კანს ღამის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა შეუძლია, ამიტომ ამ პროცესის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახის კანმა დამხმარე დანამატის სახით შესაბამისი პროდუქტი მიიღოს. სწორედ ამისთვის შეიქმნა ე.წ. ღამის ნიღბები. ხშირად მათ ყველაზე მარტივ კანის მოვლის პროდუქტად თვლიან - ძილის წინ მათი წასმის შემდეგ დილით თვალსაჩინო ცვლილების დანახვას ნამდვილად შეძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ღამის ნიღბების ძირითად დანიშნულებას კანის დამატებით, უფრო გაძლიერებულად დატენიანება წარმოადგენდა, ახლა მათ კანის ნებისმიერ არასასურველ მდგომარეობასთან გამკლავება შეუძლია.

dj_sku_H5GF01_1000x1000_5_1800x1800.jpg 113.15 KB
Dr. Jart Cicapair Tiger Grass Sleepair Intensive Mask


Dr. Jart-ის ინტენსიური ღამის ნიღაბი სიმშრალეს, გაღიზიანებასა და არათანაბარ ტექსტურას ებრძვის. მისი გამოყენების შემდეგ კანი უფრო მბზინავი, დატენიანებული და გლუვი ტექსტურის მქონეა. პროდუქტის ოქროს ინგრედიენტი ე.წ. ვეფხვის ბალახია, რომელიც ციკა-ს (cica) სახელითაც არის ცნობილი. ეს ინგრედიენტი საუკუნეების განმავლობაში სამკურნალოდ გამოიყენებოდა მისი აღმდგენი, რეგენერაციული ფუნქციის გამო.

WMN_PDP_5.jpg 85.26 KB

Glow Recipe Watermelon Glow AHA Night Treatment


Glow Recipe-ის ყველა ტიპის კანისათვის განკუთვნილი ღამის ნიღაბი აკნესთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ძლიერი ღამის ნიღაბი ნაზი ქიმიური ამქერცლავია, რომელიც ატენიანებს და ანათებს კანს 2.5%-იანი pH დაბალანსებული AHA კომპლექსით. ნიღაბი კანის სიჯანსაღისათვის აუცილებელ ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს, როგორებიცაა - ჰიალურონის მჟავა, ნიაციამიდი და საზამთროს ფერმენტები. მათ ურთიერთქმედება ხელს უწყობს კანის დატენიანების, აღდგენის, მისი გამონათებისა და ბუნებრივი ბზინვარების პროცესს. 

126910_B.jpg 132.8 KB
Sisley Paris Velvet Sleeping Mask


მსუბუქი აღმდგენი ღამის ნიღაბი ზაფრანისა და ლავანდის ყვავილების ნაზი ნოტებით ხელს უწყობს მშრალი კანს დატენიანებისა და აღდგენით პროცესებს. თაფლი, შიის კარაქი, მაკადამისა და ბამბის ზეთები კანს ღრმად ატენიანებს, გარდა ამისა, ზაფრანის ყვავილი ანთებითი პროცესების ჩაცხრომასა და კანის დამშვიდებას უზრუნველყოფს. თუმცა, თუ დღის განმავლობაში თქვენი კანი ძალიან შრება, შეგიძლიათ ეს პროდუქტი დღისით, მხოლოდ 10 წუთით გამოიყენოთ, რათა კანი სწრაფად და ღრმად დატენიანდეს. 

detail.jpg 29.46 KB

Shiseido White Lucent Overnight Cream & Mask


იაპონური თავის მოვლის ბრენდი - Shiseido მომხმარებელს უნიკალური ტექნოლოგიით შექმნილ ღამის ნიღაბს სთავაზობს. იოშინოს ალუბლის ექსტრაქტი აუმჯობესებს კანის ტონალობას და ებრძვის სიწითლეს, ხოლო საკურას კომპლექსი კანის ბუნებრივი ელასტიკურობის დახმარებით ბზინვარებასა და სიკაშკაშეს უწყობს ხელს. პროდუქტი განკუთვნილია კანის ღრმად დატენიანების, ლაქების გამომწვევი მიზეზების პრევენციისა და ბზინვარების გასაუმჯობესებლად. 

SuperAquaCellRenewSnailSleepingMask5.jpg 72.5 KB

Missha Super Aqua Cell Renew Snail Sleeping Mask


Missha - აღმდგენი ღამის ნიღაბი ლოკოკინას ექსტრაქტით აღადგენს პრობლემურ კანს აკნეს ნაწიბურებით, ასევე ამშვიდებს სიწითლეს და აუმჯობესებს კანის ტონალობასა და სტრუქტურას. ნიღაბი რეკომენდებულია როგორც ნორმალური და ასევე მშრალი კანისთვის. 

super-hydrate-overnight-mask-paula-s-choice-malaysia-3_1400x.jpg 71.75 KB
Paula's Choice Super Hydrate Overnight Mask


თუ დეჰიდრატაცია და მისგან გამოწვეული სიწითლე, გაღიზიანება და სიმშრალე თქვენი კანის უმთავრესი პრობლემაა, Paula’s Choice-ის სუპერ დამატენიანებელი ღამის ნიღაბი ამ პრობლემასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღია. პროდუქტი ღამის განმავლობაში კანს საჭირო ტენიანობით კვებავს, რათა სიწითლე და გაღიზიანება თავიდან აიცილოთ. ანტიოქსიდანტებით მდიდარი შიის კარაქი და გლიცერინი აღადგენს გაღიზიანებულ და გამომშრალ კანს. შედეგად, ეს ნიღაბი საშუალებას გაძლევთ დილით გამოცოცხლებული, დატენიანებული და ჯანსაღი სახის კანით გაიღვიძოთ. 

da_sku_D06201_750x1000_0.png 65.81 KB

Darphin Aromatic Purifying Balm Overnight Mask


99%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული ღამის ნიღაბი იდეალურია მგრძნობიარე კანისათვის, ამცირებს მის სიმშრალესა და გაუწყლოებას, აღადგენს სტრუქტურასა და ტონალობას და აძლიერებს ბზინვარებას. სამკურნალო მცენარეების, ციტრუსების და 12 სახეობის ყვავილების ეთერზეთის სინთეზით ნიღაბს სასიამოვნო სურნელი და ტექსტურა აქვს, რაც ღამის რუტინაში მის ბოლო საფეხურად გამოყენებას კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოს ხდის. 

13314104-1514900781494227.jpg 98.7 KB

Superberry Hydrate + Glow Dream Mask Youth To The People


Superberry-ის დამატენიანებელი და ბზინვარების გასაძლიერებელი ღამის ნიღაბი ღრმად ატენიანებს და ანათებს კანის ტონალობას. ანტიოქსიდანტური ხილის სახეობები ხელს უწყობს კანის დატენიანებისა და სიწითლის ნიშნების შემსუბუქებას. ვიტამინი C კანისათვის თანაბარი ტონისა და ბზინვარების მინიჭებას უზრუნველყოფს. Superberry-ს მრავალფუნქციური ღამის ნიღაბი უფრო გამოცოცხლებულ, ახალგაზრდულ და ჯანსაღ იერს სძენს თქვენს კანს. 

81pbVCZnlPL.jpg 339.18 KB
Burts Bees Hydrating Overnight Mask

 
Burts Bees დამატენიანებელი ღამის ნიღაბი ავოკადოსა და პრებიოტიკების დახმარებით ღრმად ატენიანებს კანს. პროდუქტის ტექსტურა ერთი შეხედვით მძიმეა, თუმცა სახის კანთან ურთიერთქმედების დროს უჯრედებში სწრაფად შეიწოვება. 

masque-raffermissant__main__3580de182fb7483eb0268e0d6fa44b68.png 113 KB

Typology Firming Night Mask with Organic Prickly Pear Oil


ღამის ნიღაბი ორგანული მარგალიტის ზეთით კვებავს და აღადგენს დასუსტებულ, დაზიანებულ კანს. ეკლიანი მსხლის ზეთისა, შიის კარაქისა და უკვდავების ეთერზეთის ნაზავი ეხმარება კანის გამკვრივებას, ასევე აჩქარებს და აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციის პროცესს. პროდუქტი ინტენსიურად ანათებს სახის ტონს, კვებავს და ანიჭებს ელასტიკურობას.