კანის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დაცვაა - იგი ბარიერის სახით მოქმედებს და ჩვენს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან, მათ შორის ბაქტერიებისა და დაბინძურებისაგან იცავს. კანის ყველაზე ზედაპირული ფენა, იგივე ეპიდერმისი, ამ ფუნქციას ითავსებს და სხეულს ბარიერივით ეკვრის. თუმცა, ჩვენი კანი მისი საკმაოდ საპასუხისმგებლო მისიის მიუხედავად, ძალიან მგრძნობიარეა. ბარიერის დაზიანება ისეთ გარემო პირობებსაც კი შეუძლია, როგორიც არის ძალიან ცივი ან ცხელი ამინდი, მზის სხივების ზემოქმედება, ფიზიკური დაზიანება, ზედმეტი ფიზიკური აქერცვლა და ასაკი.  ბარიერის დაზიანება და დარღვევა კი ხელს უშლის კანის სიჯანსაღესაც, ამიტომ მასზე ზრუნვა რუტინისა და თავის მოვლის მოვლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ბარიერის აღდგენასა და მასზე ზრუნვის ერთ-ერთი გზა აღმდგენი პროდუქტების გამოყენებაა. ეს პროდუქტები ხელს უწყობს აღდგენასა და შემდგომ მის შენარჩუნებასაც, რათა თავიდან ავიცილოთ ხელახალი დაზიანება. ბარიერის აღმდგენი პროდუქტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კანის ტენიანობის ხანგრძლივად შენარჩუნებასაც. დერმატოლოგების თქმით, აუცილებელია ეპიდერმისის დამცველობითი ფუნქციის გასაუმჯობესებლად პროდუქტები დიდი რაოდენობით გლიცერინს, ჰიალურონის მჟავას, კერამიდებსა და ნიაცინამიდს შეიცავდეს.

14203331-1905019024223071.jpg 33.54 KB
Dr JART CERAMIDIN ECTOIN CREAM

Dr.Jart-ის ულტრა მდიდარი დამატენიანებელი გამომშრალი და გაღიზიანებული კანისათვის ნამდვილი ხსნაა. პროდუქტი აძლიერებს და იცავს კანის ბარიერს, ზრდის ტენიანობის ხარისხს და მას რბილ, გლუვ იერს ანიჭებს. კონცენტრირებული, სწრაფად შეწოვის ფორმულისა და  5 სახის კერამიდების დახმარებით პროდუქტს სამმაგი მოქმედება აქვს - იცავს და აღადგენს ბარიერს და ხანგრძლივად ინარჩუნებს კანს ტენიანობას. 

SKU7610_Model_1400x.png 901.98 KB
Paula's Choice Resist Barrier Repair Moisturizer with Retinol


Paula's Choice-ის კანის აღმდგენი, დაბერების საწინააღმდეგო დამატენიანებელი კვებავს გამომშრალ კანს და ანიჭებს უფრო მკვრივსა და ნათელ ფერს. მისი ფორმულა მიზნად ისახავს დაბერების ყველა ნიშანთან ბრძოლას, რაშიც რეტინოლის შემცველობაც აქტიურად ეხმარება. რეტინოლი ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას და კანს ელასტიკურობას ანიჭებს. პროდუქტის გამოყენება, ამ ინგრედიენტის გათვალისწინებით, რეკომენდებულია მხოლოდ საღამოს საათებში, ღამის რუტინის ბოლო საფეხურზე. 

CS1.5ADPDP11000x1000copy-100.jpg 67.61 KB
Laneige Cream Skin Toner & Moisturizer


სხვა ტონერებისაგან განსხვავებით, Laneige-ის ტონერი რძის მსგავსი, კრემისებრი ტექსტურით ხასიათდება. პროდუქტი მკვებავი კერამიდებითა და პეპტიდებით არის გამდიდრებული, რაც კანის ბზინვარებისა და ტენიანობისათვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორებია. ერთ ფორმულაში გაერთიანებული ტონერისა  და დამატენიანებლის გამოყენება რუტინაში საწყისი საფეხურის სახით არის რეკომენდებული. 

caudalie%20lifestyle%20image.png 312.21 KB
Caudalie Premier Cru The Rich Cream


The Rich Cream ღრმად მკვებავი, დაბერების საწინააღმდეგო კრემია, რომელიც ხელს უშლის დაბერების საწინააღმდეგო ნიშნების წარმოქმნას. მისი მდიდარი ტექსტურა ლიპიდებისა და შემავსებელი ბიოკერამიდების დახმარებით აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს. პროდუქტში გამოყენებული ბიოკერამიდები ძალიან ჰგავს კანის ბარიერის შემადგენელ ლიპიდებს, რომლებიც აძლიერებს კანს და ხელს უშლის დეჰიდრატაციის პროცესის დაწყებას. დამატენიანებელი იდეალურია მშრალი ტიპის კანისათვის. 

12867790-1375074481630481.jpg 95.38 KB
CeraVe Hydrating Hyaluronic Acid Serum


როდესაც კანის დატენიანებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ჰიალურონის მჟავა გვახსენდება, რომელიც ძლიერი მკვებავი ინგრედიენტია. მას ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მისი რაოდენობაც მცირდება, ამიტომ საჭირო ხდება ხელოვნური დანამატის სახით მიღება. CeraVe-ს დამატენიანებელი, ჰიალურონის მჟავას შრატი ვიტამინი B5-ისა და სამი აუცილებელი კერამიდის დახმარებით ხელს უწყობს ტენიანობის ხანგრძლივად შენარჩუნებას და კანის დამცავი ბარიერის აღდგენას. 

51+IHPKXFIL._SL1060_.jpg 44.45 KB
La Roche-Posay Toleriane Double Repair Face Moisturizer


გლიცერინის, ნიაციმიდისა, კერამიდებისა და ბრენდის პრობიოტიკული თერმული წყლის სინთეზის დახმარებით ფრანგული ბრენდის, La Roche-Posay-ის აღმდგენი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ღრმა ტენიანობის შენარჩუნებასა და ბარიერის აღდგენას. მსუბუქი ტექსტურა ადვილად აღწევს კანის უჯრედებში და მას კომფორტის, ელასტიკურობისა და სირბილის შეგრძნებას ანიჭებს. 

u5wa3z31qn5se6zepnhum6xfocfr1p93eocgqro.jpg 66.85 KB
Avene Tolerance Control Soothing Skin Recovery Balm


 სასარგებლო ინგრედიენტებით მდიდარი აღმდგენი კრემი კანთან ურთიერთქმედებისას დაუყოვნებლივ აღადგენს დაზიანებულ ბარიერს, ამშვიდებს სიწითლესა და გაღიზიანებას და შედეგს 48 საათის განმავლობაში ინარჩუნებს. 

81a2Jv0mQUL._SL1500_.jpg 204.26 KB
Peter Thomas Roth Water Drench Hyaluronic Cloud Rich Barrier Moisturizer


წყლის ბაზაზე დამზადებული დამატენიანებელი უზრუნველყოფს ბარიერის დამცველობითი ფუნქციის გაუმჯობესებასა და კანის ღრმად დატენიანებას. ინოვაციური ბარიერის ტენიანობის გამაძლიერებელი ფორმულა ხელს უწყობს კანის ელასტიკურობასა და სიმტკიცეს, რათა მან გარემო პირობებთან ბრძოლა და თავდაცვა დეჰიდრატაციისა და დაზიანების გარეშე შეძლოს. 

GR_JANUARY-24_ECOMM_1338.png 1.03 MB
Glow Recipe Avocado Ceramide Moisture Barrier Cleanser


Glow Recipe-ის გამწმენდი ლოსიონი კერამიდის გამაძლიერებლებსა და პოსტბიოტიკებს შეიცავს, რომლებიც კანის დატენიანებას, ბალანსის აღდგენასა და ბარიერის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამასთან ერთად, მკვებავი ინგრედიენტები, კოლოიდური შვრიის ფაფა და კერამიდები სიწითლესა და გაღიზიანებასთან ბრძოლას უზრუნველყოფს. ავოკადოს ზეთი კი კანს, გამოშრობის გარეშე, დამღლელი დღის ბოლოს მაკიაჟის დაშლასა და მის მოშორებაში ეხმარება.