2018 წელს დაანონსებული უეს ანდერსონის ახალი ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია, რომელშიც Call Me By Your Name-ის გამორჩეული მსახიობი, ყველასთვის კარგად ცნობილი ტიმოთი შალამე მონაწილეობს. ტიმოთის ჩათვლით ფილმი ნამდვილ ვარსკვლავთცვენას გვთავაზობს, დაწყებული ტილდა სუინტონით, ლეა სედუთი და ბილ მიურეით დამთავრებული. 


ფილმის დისტრიბუტორი კომპანიის, Searchlight Pictures-ის სინოფსისისა და Charente Libre-სთან ანდერსონის ინტერვიუს მიხედვით, The French Dispatch მე-20 საუკუნის გამოგონილ ფრანგულ ქალაქში დასახლებული  ჟურნალისტის შესახებ გვიამბობს, რომელიც იბრძვის დაწეროს ის, რაც თავად სურს. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ფილმში ზოგიერთი კადრი შავ-თეთრია, რაც Fox Searchlight-მა არც უარყო და არც დაადასტურა. 


The French Dispatch - 108-წუთიანი ფილმი ეკრანებზე 2020 წლის 24 ივლისს გამოვა, რომლისთვისაც მუსიკა The Grand Budapest-ისა და სხვა უამრავი ცნობილი ფილმის კომპოზიტორმა ალექსანდრე დესპლატმა შექმნა.