ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სპა პროცედურები და ამ პროცედურებით მოგვრილი სიჯანსაღე და რელაქსი სიამოვნებას არ ანიჭებდეს, თუმცა ფაქტია, რომ დროის  ან შესაძლებლობის უქონლობის გამო, საკუთარი თავისთვის ამგვარი სიამოვნების მინიჭებას, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებთ. სწორედ ამიტომაც, თავის მოვლის საშუალებების კომპანია - The Body Shop თავის მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სპა ხაზს  - Spa of the World-ს სთავაზობს, რომელიც სხვადასხვა ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული სხეულის დასაბანი საშუალებებით, სკრაბებით, ზეთებითა თუ კრემებით სპა პროცედურების სახლის პირობებში ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს.  

ფრანგული ლავანდა


იმისათვის რომ ღამე მშვიდად დაეძინა, საფრანგეთი მეფე ჩარლზ VI ხშირად ითხოვდა, რომ მისთვის ბალიში ლავანდის ყვავილებით გაევსოთ. დამამშვიდებელი ფუნქცია სწორედ ისაა, რაც The Body Shop-ის ამ ფრანგული ინგრედიენტისგან შექმნილ ზეთსა და ბალიშის სპრეის ახასიათებს.

ბალკანური ღვია


ე.წ. რუსული აბანოს სპა პროცედურებით შთაგონებული, ბალკანური ღვიისგან დამზადებული დასაბანი გელი თქვენს კანს უფრო ცოცხალ და ჯანსაღ იერს შესძენს.

ტაიტური ტიარე


ტაიტელი ქალები თავიანთი ბრწყინვალე კანისთვის საუკუნეების განმავლობაში ამ მცენარისგან დამზადებულ ზეთსა და ქოქოსის ცხიმს იყენებდნენ. სწორედ ამ ინგრედიენტებისგანაა შექმნილი "ბოდიშოპის" ვეგანური სხეულის ზეთი და ხელის დასაბანი საშუალება, რომლებიც  განსაკუთრებით სასიამოვნო სურნელით გამოირჩევიან.

ეგვიპტური რძე და თაფლი


ალბათ ყველას სმენია დედოფალ კლეოპატრას სილამაზის საიდუმლოს შესახებ. რძე და თაფლი კლეოპატრას სილამაზის რეცეპტის მთავარი ინგრედიენტებია. ეს ყველაფერი კი დღეს "ბოდიშოპის" აბაზანის ხსნარშია გაერთიანებული.

ჰავაური თხილი


ჰავაელი ქალების გამოცდილებაზე დაყრდნობით ამ ინგრედიენტისგან შექმნილი კრემი სხეულს განსაკუთრებულ სირბილეს, ტენიანობას და ბრწყინვალებას სძენს.

ბრაზილიური Cupuaçu


ამ ბრაზიულიური ხილისგან დამზადებული "ბოდიშოპის" სხეულის სკრაბი ორმაგი ეფექტით გამოირჩევა.  მისი ზეთოვანი და გრანულებიანი ტექსტურა ერთდროულად კანის სისუფთავეს, სირბილეს და დატენიანებას უზრუნველყოფს.

ადრიატიკული პიონი


ადრიატიკული პიონის ყვავილით გამდიდრებული სხეულის დასაბანი გელი  არაჩვეულებრივ სურნელთან ერთად,  იმითაც გამოირჩევა, რომ კანს განსაკუთრებულ სირბილეს მატებს.

იაპონური კამელია


კამელიის ზეთს იაპონელი ქალები  კანის სირბილისა და დატენიანებისთვის ჯერ კიდევ მერვე საუკუნიდან იყენებდნენ. ამ ინგრედიენტისგან დამზადებული "ბოდიშოპის" კრემის თხელი და ხავერდოვანი ტექსტურა სწორედ კანის სირბილესა და ჰიდრატაციას უწყობს ხელს.

პოლინეზიური ხევარდი


"ბოდიშოპის" სპა ხაზის ზეთი ბრწყინვალების ეფექტით, რომელიც პოლინეზიური ყვავილის ექსტრაქტზეა დამზადებული, სხეულისა და თმის ბრწყინვალებას უზრუნველყოფს.

ეთიოპიური მწვანე ყავა


სხეულის ტონუსში მოსაყვანად და კანის ხავერდოვანი ელფერის მისაღებად საუკეთესო გამოსავალი კოფეინით გამდიდრებული ეთიოპიური მწვანე ყავის მარცვლების ექსტრაქტზე დამზადებული სხეულის კრემია.

ფრანგული ყურძენი


კანის ექსფოლიაციისა და აღდგენისთვის გამოიყენეთ ფრანგული ყურძნის მარცვლებისგან დამზადებული სკრაბი, რომელიც თქვენს სხეულს ჯანსაღ იერსა და ამ  მცენარისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ სურნელებას შესძენს.

აფრიკული ქსიმენია


კიდევ ერთი სკრაბი, რომელიც ამ ნამიბიური მცენარის ზეთის ბაზაზეა შექმნილი, განსაკუთრებით საჭიროა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუდმივად კანის სიმშრალე აწუხებს. მსუბუქ ექსფოლიაციასთან ერთად, მარილის ტექსტურის სკრაბი თქვენს კანს უფრო დატენიანებულს და ჯანსაღს გახდის.

ტაილანდური ლაიმი



ასი პროცენტით ვეგანური, ტაილანდურ ლაიმის ექსტრაქტზე დამზადებული სხეულის ზეთი მარტივად შეიწოვება კანში და მას საჭირო ვიტამინებით კვებავს.