ვორქშოპების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი 27-28 აპრილს აბრეშუმის ქარხანაში გაიმართება. ფესტივალზე 50-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის ვორქშოპი საათში ერთხელ პარალელურად ჩატარდება. 2 დღის განმავლობაში 5000-ზე მეტ ადამიანს საშუალება ექნება ჩაერთოს 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოპში.
ვორქშოპ ფესტის საორგანიზაციო გუნდია Alice Q, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზების 19-წლიანი გამოცდილება აქვს. გუნდის მიერ ორგანიზებულია 600-მდე ღონისძიება, მათ შორის შემდეგი ფესტივალები:
Alice Q-ს მიერ ორგანიზებული ფესტივალები გამოირჩევა ინტერაქციული ფორმატით. სტუმრები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და იღებენ ახალ გამოცდილებას.
ფესტივალზე სტუმრებს დახვდებათ შემდეგი ვორქშოპები:
• კოქტეილების და ლიმონათების მომზადება
• დეკორატიული ლესვა
• ტანგოს ვორქშოპი
• ხელოვნური ინტელექტის გამოყენება
• დრამზე დაკვრა
• ავეჯის რესტავრაცია
• პროფესიის და უნივერსიტეტის არჩევა
• ხალიჩების ქსოვა
• ხმის ინჟინერია მარტივად
• პირველადი დახმარების ვორქშოპი
• საზღვარგარეთ სწავლისათვის მომზადება
• მცენარეების გადარგვა
• მუსიკალური ინსტრუმენტების იმპროვიზაცია
• მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა
ფესტივალი ერთნაირად დააინტერესებს:
• მოზარდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება და სწორი პროფესიის შერჩევა სურთ.
• ადამიანებს, ვისაც პროფესიის შეცვლა, პროფესიულად განვითარება ან ახალი ჰობის აღმოჩენა სურს.
• ბავშვებს, რომლებიც შემეცნებასთან ერთად გაერთობიან
• მშობლებს, რომელთაც სურთ ცნობიერება აიმაღლონ თანამედროვე აღზრდის მეთოდებზე.
• 65+ ასაკის კატეგორიისთვის, ვისაც თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარება სურს.
საფესტივალო ტერიტორიაზე რამდენიმე განსხვავებული ზონა იქნება:
• ხელოვნებისა და კრაფტის ზონა;
• ტექნოლოგიების ზონა,
• განათლების და პროფესიული განვითარების ზონა;
• კვების და სასმელების ზონა;
• DIY და მებაღეობის ზონა;
• ჯანმრთელობისა და სილამაზის ზონა;
• მშობლების და ბავშვების ზონა.
დაწერე კომენტარი