როგორც უკვე არა ერთხელ აღვნიშნეთ, სახის კანზე გაჩენილ დაუპატიჟებელ სტუმრებთან ბრძოლა დღეს, თანამედროვე მედიცინისა და თავის მოვლის ეპოქაში უამრავი გზით შეიძლება. თუმცა, მნიშვნელოვანია თითოეული პროდუქტისა და საშუალების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გვქონდეს, რათა გაუცნობიერებელი ნაბიჯებით ჩვენს კანს დამატებითი ზიანი არ მივაყენოთ. 

ერთ-ერთი გამორჩეული საშუალება აკნეს სამკურნალოდ სალიცილის მჟავაა. 

სალიცილის მჟავა ბეტა ჰიდრო მჟავაა, რომელიც გამონაყარს ფორების გაწმენდითა და კანის მსუბუქი აქერცვლის გზით ამცირებს. ეს  საშუალება იდეალურად ებრძვის მსუბუქ აკნეს, მათ შორის - თეთრ და შავ წერტილებს. როდესაც ფორები მკვდარი უჯრედებითა და ცხიმით ივსება, კანზე ჩნდება ხილული შავი და თეთრი ფერის წერტილოვანი გამონაყარი და აკნე. სალიცილის მჟავა კი ღრმად აღწევს ფორებში და მკვდარი უჯრედების დაშლის პროცესს იწყებს.  დადებითი თვისებებისა და მოქმედების მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ბეტა ჰიდროქსიდის მჟავა ძლიერი საშუალებაა, რომელსაც თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები, მათ შორის - სიმშრალე, ქავილი და ა.შ. ამიტომ, მნიშვნელოვანია პროდუქტის შეძენის დროს გავეცნოთ, თუ რა პროცენტული რაოდენობით შეიცავს იგი სალიცილის მჟავას და თავდაპირველად მცირე შემადგენლობით გამოვიყენოთ.

2609330.png 202.18 KB

La Roche-Posay Effaclar Acne Cleanser


La Roche-Posay-ის აკნესთან ბროლისათვის შექმნილი გამწმენდი 2% სალიცილის მჟავასა და ლიპო-ჰიდროქსიდის მჟავის კომბინაციაა. პროდუქტი შლის ზედმეტ ცხიმს და იდეალური საშუალებაა შავი წერტილების თავიდან ასაცილებლად. მისი ნაზი ტექსტურა ყოველდღიური გამოყენების საშუალებას იძლევა, გაღიზიანებისა და კანის ბარიერის დაზიანების გარეშე. 

Lifestyle26002_1400x.png 227.76 KB
Paula’s Choice Pore Normalizing Cleanser


დაბინძურებული გარემო და მაკიაჟი ფორებში დაგროვილი მკვდარი უჯრედების მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორებია. Paula’s Choice-ის გამწმენდი 0.5% სალიცილის მჟავის შემცველობით აშორებს კანს ზედმეტ ცხიმსა და მაკიაჟს, გამოშრობისა და სიწითლის გარეშე. გელის ტექსტურა ამშვიდებს კანს და მას გაცილებით უფრო ახალგაზრდულ ვიზუალს სძენს. 

cerave-blemish-control-cleanser-236ml.png 86.5 KB
CeraVe Acne Control Face Cleanser


სააფთიაქო კანის მოვლის საშუალებებზე საუბრის დროს, CeraVe მუდმივად რჩება დერმატოლოგებისათვის ერთ-ერთ გამორჩეულ ბრენდად. მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანიდან სალიცილის მჟავის შემცველი პროდუქტები დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს. აკნეს კონტროლისათვის შექმნილი გამწმენდი 2% სალიცილის მჟავით ებრძვის შავ წერტილებს და აუმჯობესებს ფორების ვიზუალს. 3 სახეობის კერამიდის დახმარებით აძლიერებს ბარიერის დამცველობით ფუნქციას და ნიაცინამიდის შემცველობა გაღიზიანების წარმოქმნას უშლის ხელს. გამწმენდი ეფექტურად აშორებს ჭუჭყს და ზედმეტ ცხიმს, ღრმად აღწევს ფორებში და ხელს უწყობს მსუბუქი აქერცლის პროცესს, რათა თავიდან აიცილოთ ახალი გამონაყარის წარმოქმნა და არსებულის მდგომარეობის გაუარესება. 

GUEST_33fd899f-9910-4115-8d22-c09b29646f95.png 344.36 KB

Cetaphil Clarifying Acne Cream Cleanser


სალიცილის მჟავის შემცველი პროდუქტების მსგავსად Cetaphil-ის გამწმენდიც იდეალურად ებრძვის აკნეს, გამონაყარს, ზედმეტ ცხიმსა და ფორების არასასურველ ვიზუალს. თეთრი ჩაისა და ალოეს კომბინაცია კვებავს და ამშვიდებს მგრძნობიარე კანს. კრემისა და ქაფის გაერთიანებული ტექსტურის მქონე გამწმენდი ამცირებს ნაწიბურებს, შავ წერტილებს და ამაღლებს კანის ტენიანობის დონეს ბარიერის სიძლიერის შესანარჩუნებლად. 

16d5091b-bf29-4fb4-9d43-ef623a20aa84.36ca8ae3aafa7fa0fb0739a61cb1e3cc.png 184.31 KB

The Inkey List Salicylic Acid Cleanser


2% სალიცილის მჟავასთან ერთად The Inkey List-ის გამწმენდი თუთიის ნაერთთან ერთად ხელს უწყობს ცხიმის კონტროლს და კანის ტონის გათანაბრებას, ამცირებს შავ წერტილებს და გამონაყარს, ფორებში ღრმად შეღწევისა და მისი მაკიაჟისა და მკვდარი უჯრედებისაგან გათავისუფლების ხარჯზე. 

LHAcleanser_1024x1024.png 77.77 KB


SkinCeuticals LHA Cleanser


ამქერცლავი გამწმენდი საშუალება სალიცილის მჟავასთან ერთად ისეთ ღრმად გამწმენდ ინგრედიენტებს შეიცავს, როგორიც არის გლიკოლისა და ლიპო-ჰიდროქსიდის მჟავა და გლიცერინი. გელი შექმნილია დაბერებისა და ნაოჭებისაკენ მიდრეკილი კანისათვის, რადგან ასუფთავებს ფორებს და ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას ეპიდერმისის გამოშრობის გარეშე. 

hlt-product-skinfix-azelaic-acid-bha-aha-cleanser-jjuliao-0454-8a3f4d2b1f8f43ac949c559dbdad2138.png 1.82 MB
Skinfix Acne+ 2% BHA Cleanser


ინოვაციური, კონცენტრირებული ფორმულა შეიცავს კლინიკურად აქტიური ძლიერი ნივთიერებების კომბინაციას, მათ შორის - ნიაცინამიდს, სალიცილის, აზელაინისა და გლიკოლის მჟავებს. მათი ურთიერთქმედება ხელს უწყობს ბაქტერიების, მკვდარი უჯრედებისა და ზედმეტი ცხიმის თავიდან მოშორებას. სწორედ ეს არასასურველი მიკრობები ჩვენი კანის ზედაპირზე თუ ფორებში იწვევს აკნესა და გამონაყარს. ჯადოსნური მჟავების სინთეზს მწვანე ჩაი და თუთიაც ემატება, რაც ანთების დამშვიდებას უზრუნველყოფს. 

KUhaDnjCjluaIq2pWfo9fvDxAY69vN.jpg 52.49 KB

Neutrogena Oil-Free Facial Cleanser


Neutrogena-ს უცხიმო გამწმენდი 2% სალიცილის მჟავის შემცველობით წლებია, რაც ბაზარზე ლიდერობას არ კარგავს. ძლიერი აკნეს სამკურნალო და გამწმენდი საშუალება ნაზად ასუფთავებს ფორებში ღრმად ჩამჯდარ ბაქტერიებს, ცხიმსა და ჭუჭყს. ფორმულაში შემავალი სპეციალური დამამშვიდებელი საშუალებები კი კანს ეხმარება, რათა გაწმენდის დროს და შემდეგ სიმშრალე არ იგრძნოს.