9-დან 12 მაისის ჩათვლით ხელოვნების, კულტურის, დიზაინისა და მოდის მულტიფუნქციური სივრცე - Factory Tbilisi, Mercedes-Benz Fashion Week-ის ახალ სეზონს უმასპინძლებს. პროექტის მიზანი ქართული მოდის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. 

Mercedes-Benz Fashion Week-ზე გარდა მოდის ჩვენებებისა, ტარდება სხვადასხვა წარმოდგენები, გამოფენები, მასტერკლასები და დისკუსიები, რომელსაც მოდის და ხელოვნების ექსპერტები უძღვებიან. 

მოდის კვირეული უკვე მრავალი წელია დიზაინერებსა და არტისტებს თავიანთი შემოქმედების წარდგენის, ხედვისა და იდეების გაზიარების საშუალებას აძლევს და მათ გლობარულ ინტეგრაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. 


ფოტოების წყარო: MBFW Tbilisi