გაზაფხული განახლების სეზონია, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურობაში დადებითი ენერგია და განწყობა შემოაქვს. ტემპერატურის მატება, მზის სხივების ზემოქმედების გაძლიერება - თავის მოვლის საშუალებებისა და რუტინის განახლების დროა. იმისათვის, რომ საგაზაფხულო რუტინის შედგენა გაგიმარტივოთ, ჩვენი რესპონდენტი ლიკუნა სტურუა თავის საყვარელ თავის მოვლის პროდუქტებზე მოგვიყვება, რომელთა შეძენას Extra.ge-ზე, სილამაზის და თავის მოვლის კატეგორიაში შეძლებთ.
თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელები კი განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზებით ისარგებლებენ და ფასდაკლებებთან ერთად დამატებით ქეშბექს მიიღებენ: 25-28 აპრილს ექსტრაზე თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში, მიიღებთ ექსტრა ქეშბექს - 20%-ს (მაქსიმუმ 500 ლარს), რომელიც მომენტალურად დაგიბრუნდებათ ანგარიშზე. ,,მგონია, რომ ზამთრის შემდეგ, როდესაც კანმა საკმაოდ მძიმე ცივი პერიოდი გაიარა, განსაკუთრებულად გვჭირდება კანის ბარიერის აღდგენა. მე პირადად საკმაოდ გამომშრალი კანი მაქვს, მთელი ზამთრის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდი, რომ კანი შეძლებისდაგვარად დატენიანებული მქონოდა. გაზაფხულს კი, როგორც ახალ ფურცელს, ისე ვხვდები, რაც კანის სწორ მოვლასა და რუტინაშიც აისახება. როგორც კი ზამთარი სრულდება, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, საბაზისო პროდუქტებს მაშინვე ვცვლი, უპირატესობას ვანიჭებ წყლის ბაზაზე დამზადებულ პროდუქტებს, რომლებიც კანზე საკმაოდ მსუბუქად და თხლად ისმევა. ჩემთვის გაზაფხული ენერგიების აღდგენასთან, სიჯანსაღისკენ გადადგმულ ნაბიჯთან და ხალისთან ასოცირდება. შესაბამისად, ჩემი ყოველდღიურობის ფერთა პალიტრა მაკიაჟშიც იცვლება და ხალისიან, ფერად ტონებს ვირჩევ. ჩემი თავის მოვლის საშუალებები იყოფა ჯერ ზამთრისა და შემოდგომის, შემდეგ კი გაზაფხული-ზაფხულის მიხედვით. ძალიან სასიამოვნო პროცესია ახალ სეზონზე ახალი პროდუქტების მომარაგება და შეძენა, განსაკუთრებით კი გაზაფხულზე, რომელიც სწორედ თავის მოვლისა და შინაგანი ენერგიის ხელახლა პოვნის პერიოდია.’’
Weleda Skin Food Light - სახის კრემი
ველედას სახის დამატენიანებელი კრემი იდეალური მკვებავია გამომშრალი კანისთვის, რომელიც მასში შემავალი მცენარეული ექსტრაქტების საშუალებით კანის სიმშრალეს მომენტალურად შველის. ამ კრემის შესახებ ჩემმა საყვარელმა ვიზაჟისტმა მირჩია და მას შემდეგ ხშირად ვიყენებ, განსაკუთრებით - ზამთრის მერე, როდესაც სუსხიანი დღეები კანს ძალიან აშრობს, ეს მსუყე დამატენიანებელი კრემი კი ძალიან ღრმად ატენიანებს.
The inkey List Oat Cleansing Balm - შვრიის გამწმენდი ბალმი
The inkey List-ის შვრიის გამწმენდ ბალმს უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვიყენებ ყოველდღიურ რუტინაში, ეს პროდუქტი შვრიის და ნუშის ზეთს შეიცავს, რომელიც არბილებს კანს და ამავდროულად, საკმაოდ მსუბუქია და კანს ძალიან ნაზად ასუფთავებს.
La Roche-Posay-ს სახის ბალზამი წელს აღმოვაჩინე, ჩემს მშრალ სახის კანს ძალიან დაეხმარა ღრმა დატენიანებაში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სქელი და მსუყე დამატენიანებელი ბალზამია, მაინც ძალიან მსუბუქად და ჰაეროვნად ნაწილდება კანზე, ძალიან კარგად მოქმედებს ცალკეულ, განსაკუთრებულად გამომშრალ ნაწილებზე. როგორც აღვნიშნე, ძალიან მშრალი კანი მაქვს და ვფიქრობ, ეს პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩემი რუტინის განუყოფელი ნაწილი, მისი ღრმა დამატენიანებელი თვისების გამო.
The inkey List Caffeine Eye Cream - თვალის კრემი კოფეინით
The inkey List-ის თვალის კრემი კოფეინის შემცველობით ძალიან კარგია პროდუქტია, რომელიც რეალურად ებრძვის თვალის ქვეშ მუქ წრეებს და ამცირებს შეშუპებას. მე პირადად, თვალის შეშუპება გადაღლილობისას, განსაკუთრებით კი ფრენის შემდგომ პერიოდში მაწუხებს, ამიტომ ამ პროდუქტს როგორც დილის, ისე ღამის რუტინაში ვიყენებ და ძალიან ეხმარება თვალს ჯანსაღი, გამოცოცხლებული იერის შენარჩუნებაში.
The Ordinary | Glycolic Acid 7% Toning Solution - გლიკოლის მჟავის ტონერი
The Ordinary-ს ეს პროდუქტი გლიკოლის მჟავის ტონერია და ბევრი კარგი ფუნქცია აქვს, ხელს უწყობს კანის ექსფოლაციას, მკვდარი უჯრედების მოშორებას, ამცირებს ლაქებს და გაღიზიანებას. ძალიან უხდება ჩემს სახის კანს, რომელიც საკმაოდ მგრძნობიარეა.
The Ordinary | Azelaic Acid Suspension 10% - აზელაინის მჟავის სუსპენზია 10%
Ordinary-ს ეს პროდუქტი მომწონს, რადგან ძალიან კარგად ასწორებს და ათანაბრებს სახის ტონს, აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და კანს ერთგვარ ჯანსაღ იერს აძლევს, თან მარტივად გამოიყენება თითქმის ყველა პროდუქტთან ერთად და არ აქვს რაიმე შეზღუდვა.
LANEIGE Lip Sleeping Mask EX-Grapefruit - ტუჩის ნიღაბი
ტუჩის ნიღაბი უკვე დიდი ხანია ჩემი რუტინის განუყოფელი ნაწილია, ზამთრის პერიოდში საკმაოდ გამომშრალია ხოლმე ტუჩები, ამ ნიღაბს კი ძალიან კარგი დატენიანების ფუნქცია აქვს. ჩემთვის ძირითადად, ღამის რუტინის ბოლო ნაწილია, დაძინებამდე ყოველთვის ვისვამ LANEIGE-ს ნიღაბს, რაც ტუჩებს სირბილეს უნარჩუნებს.
Rhode Peptide Glazing Fluid სახის ფლუიდი
ერთხელ, იაპონიაში ყოფნისას ვიზაჟისტმა მასწავლა, რომ სახის ერთ ფერში მოსაყვანად და ჰაეროვანი, მსუბუქი მაკიაჟისთვის ძალიან კარგია პროდუქტების ერთმანეთში შერევა. ამ შემთხვევაში Rhode-ის სახის ფლუიდს ქონსილერთან ერთად ვისვამ და ძალიან კარგი გამოსავალია, განსაკუთრებით - გაზაფხულზე, როცა ტემპერატურა იმატებს და მძიმე მაკიაჟის ტარება არ გვინდა, ეს ტექნიკა ლამაზ და მსუბუქ ეფექტს გვაძლევს.
Make up Head Band - სახის დასაბანი “აბადოკი”
“აბადოკი” ძალიან კარგი და გამოსადეგი საშუალებაა, იმისათვის რომ რუტინა კომფორტულად ჩავიტაროთ და სახის დაბანისას, თმა არ დაგვისველდეს. მე მოკლე თმას ვატარებ და ეს “აბადოკი” ძალიან კომფორტულია.
Masks Georgia - ვარდისფერი კვარცის გუაშა
კვარცის გუაშა პირველად სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე და ძალიან მომეწონა, მგონია, რომ ამ გარდამავალ პერიოდში, როცა ზამთრიდან გაზაფხულზე გადავდივართ, გუაშას გამოყენება გვეხმარება სახის კანის დაბალანსებასა და ტონუსში მოყვანაში, რასაც ლიმფური დრენაჟი უზრუნველყოფს.
დაწერე კომენტარი