23 მაისს თბილისი არენაზე Stage Love Affair-ისა და MaximuM Concerts Company-ის წარდგენით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტის, ჰიპ-ჰოპის ლეგენდად წოდებული Akon-ის კონცერტი გაიმართება, რომელსაც მუსიკალურ ინდუსტრიაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. მისი მუსიკა ცნობილია R&B, ჰიპ-ჰოპის და აფრიკული ბიტებისა და რიტმების შერწყმით. Akon-მდე სცენაზე დაუკრავს და საღამოს გახსნის ბენდი - Killages. კონცერტის ბილეთების შეძენა Biletebi.ge-ზეა შესაძლებელი.
Akon-მა პოპულარობა სადებიუტო ალბომით - "Trouble" მოიპოვა, რომელიც 2004 წელს გამოვიდა, ალბომის ჰიტ სინგლებმა, მათ შორის - "Locked Up" და "Lonely"-მა, მომღერლის უნიკალური ხმა და ლირიკული ოსტატობა მთელ მსოფლიოს გააცნო. მისი შემდგომი ალბომები - "Convicted" და "Freedom" მოიცავს დღესდღეობით ძალიან პოპულარულ, შემსრულებლის საუკეთესო ჰიტებს, როგორებიცაა "Smack That", "Don't Matter" და "Beautiful".
Akon-ს აქვს 35 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი, მისი დისკოგრაფია მოიცავს ხუთ სტუდიურ ალბომს, ოთხ მიქსტეიპს, ოცდათვრამეტ სინგლს, რვა სარეკლამო სინგლსა და ოთხმოცდათორმეტ მუსიკალურ კლიპს. მისი შემოქმედება აღიარებულია მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ გრემის დაჯილდოებაზე, სადაც ნომინირებული იყო 5-ჯერ და მიიღო ჯილდო 2007 წელს ჰიტ სინგლისთვის - "Smack That", რომელიც ემინემთან თანამშრომლობით შეიქმნა.
დაწერე კომენტარი