თუკი სახის კანის მოვლის რუტინაში ოთხ აუცილებელ საფეხურს გამოვყოფთ, დაბანის, დატენიანების და მზისგან დაცვის შემდეგ, მეოთხე ექსფოლიაცია, ანუ ფიზიკური ან ქიმიური ამქერცლავის გამოყენება იქნება. საუკეთესო ექსფოლიატორი ისაა, რომელსაც სახის კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორება, წვრილი ნაოჭების შემცირება, ფორების გასუფთავება და კანისათვის ჯანსაღი, მბზინავი იერის დაბრუნება შეუძლია, ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, კანის ზედაპირის გაღიზიანების გარეშე, რადგან ქიმიური ამქერცლავი საშუალება, სხვა პროდუქტებთან შედარებით, უფრო მეტ აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს, რაც აუცილებელია, რომ სახის კანის ტიპის და საჭიროების შესაბამისად, ყურადღებით შეირჩეს.

23872495_one-color_2.png 829.79 KB
საუკეთესო ყველა ტიპის კანისთვის - Dr. Loretta Resurfacing Enzyme Polish


ამ პროდუქტმა გასულ წელს საუკეთესო სკრაბის ჯილდო მიიღო. ბროწეულის ექსტრაქტისა და ბოლოკის ფესვის კომბინაცია კანის ზედაპირის მსუბუქად აქერცვლას უზრუნველყოფს, პროდუქტში შემავალი პანთენოლი ღრმად ატენიანებს, ნიაცინამიდი კი კანის ერთ ფერში მოყვანას, ზედმეტი ცხიმის შეწოვას, ფორების შევიწროებას და ლაქების გაღიავებას უზრუნველყოფს.

SkinMedica+Ahabha.png 908.87 KB
საუკეთესო ცხიმიანი კანისთვის - SkinMedica AHA + BHA Exfoliating Cleanser


Skinmedica-ს ეს დასაბანი საშუალება AHA და BHA მჟავებს შეიცავს, გლიკოლისა და სალიცილის აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც ღრმად აღწევენ აკნეს შიდა ფენებში და ფორების გაწმენდას უზრუნველყოფენ, პროდუქტში ლავანდის და ჟოჟობას ექსტრაქტებით ბალანსდება, შესაბამისად, ქიმიური ინგრედიენტების გამოყენება ცხიმიანი და კომბინირებული კანის ტიპებისათვის კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება.

11288278-1854833461828046.png 164.62 KB
საუკეთესო მშრალი კანისთვის - Kate Somerville ExfoliKate Intensive Exfoliating Treatment


Kate Somerville-ის ეს პროდუქტი პაპაიას და გოგრის ფერმენტებს შეიცავს, რომლებიც კანის ზედაპირზე მუშაობს, როგორც ბუნებრივი AHA მჟავა. ისევე, როგორც სალიცილის მჟავა, ეს პროდუქტიც ამ ინგრედიენტების გამო ყველა ტიპის კანისთვის იქნება იდეალური, თუმცა მასში შემავალი ალოე ვერა, თაფლი და ვიტამინი E კიდევ უფრო იდეალური იქნება მშრალი ტიპის კანისთვის, რომელსაც მუდმივი და ღრმა დატენიანება სჭირდება.

2606974.png 335.2 KB
საუკეთესო მგრძნობიარე კანისთვის - Beekman 1802 Milk Scrub Oat & Goat Milk Exfoliating Cleanser


ეს პროდუქტი, რომელიც მგრძნობიარე კანისთვის გასულ წელს საუკეთესო ექსფოლიატორად დასახელდა, მთავარ ინგრედიენტად თხის რძეში არსებულ რძემჟავას იყენებს, ჟოჟობას ექსტრაქტთან კომბინაციაში. შედეგად, კანის ბარიერის ზედმეტი დაზიანებისა და გაღიზიანების გარეშე უზრუნველყოფს მკვდარი უჯრედების მოშორებას და კანისათვის მბზინავი იერსახის დაბრუნებას.

DailyMilkfoliant2.png 637.76 KB
საუკეთესო სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის - Dermalogica Daily Milkfoliant Exfoliator


ზოგადად, ექსფოლიატორს მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების გამო შეუძლია სახის კანი კიდევ უფრო სიწითლისკენ მიდრეკილი გახადოს, თუნდაც მცირე დროით, პროდუქტის უშუალოდ მოხმარებისას ან სულ რამდენიმე წუთით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიწითლისკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანებმა თავის მოვლის ამ საფეხურზე უარი უნდა თქვან. ასეთ დროს გამოსავალი ყოველთვის მსუბუქი საშუალებებია, ისეთი, როგორიც, მაგალითად, Dermalogica-ს ეს პროდუქტია. ფხვნილი, რომელიც წყალთან ურთიერთქმედებისას ქაფის კონსისტენციას იღებს,  ყურძნის და არგინინის ექსტრაქტებს შეიცავს, რომლებიც AHA და BHA მჟავების იდეალურ ბუნებრივ ჩამნაცვლებლად მიიჩნევა.