კორეული თავის მოვლის საშუალებები და პროცედურები მუდმივად ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა, იქნება ეს ლაზერული მკურნალობა, პილინგები, კანის ბოტოქსი თუ თავად ყველასთვის კარგად ცნობილი გარეგანი საშუალებები - საცხები, შრატები თუ მზისგან დამცავი კრემები. მთავარი, რაც კორეულ საშუალებებს სხვა დანარჩენისგან გამოარჩევს, მსუბუქი, მარტივი ფორმულებია, რომლებიც კანის ბარიერის დაუზიანებლად და გამოშრობის გარეშე ისეთ პრობლემებს ებრძვიან, როგორიც, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული - აკნეა, ამ პროცესში კი ისინი კანის დატენიანებას და ანთებითი კერის მიგნებას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.Dr.G R.E.D Blemish Clear Soothing Cream
2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი კრემია, რომელიც მრავალფეროვანი ინგრედიენტებით გამოირჩევა და კანის ღრმად დატენიანებას უწყობს ხელს. მისი გელისმაგვარი ტექსტურა, დერმატოლოგების თქმით, ხუთი სხვადასხვა ტიპის აკნესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, მასში შემავალი ნიაცინამიდი და B5 ვიტამინი კი ანთებით პროცესებს კიდევ უფრო შეამცირებს.Anua Heartleaf 77% Soothing Toner
ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახის ტონერი ფილოდენდრონის ექსტრაქტს შეიცავს, რომლის კვლევებმაც აჩვენა, რომ ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისებებით ხასიათდება, რითაც იდეალურად ებრძვის კანის ცხიმოვან ჯირკვლებში მიმდინარე პათოგენურ პროცესებს, შესაბამისად, ეფექტური საშუალებაა აკნესთან საბრძოლველადაც.Juice to Cleanse Vinegar Kombucha Vegan Essence
ესენცია, რომელიც შავი ჩაის, ძმრის, ვაშლის, მსხლის და კომბოსტოს ექსტრაქტებს შეიცავს, კორეელი დერმატოლოგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ამქერცლავია, რომელიც იდეალურად ებრძვის ცხიმის ჰიპერსეკრეციას, შავ წერტილებს, მკვდარ უჯრედებსა და გამონაყარს.Beauty of Joseon Glow Serum
ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კორეული ბრენდი, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე კარგად ბრინჯის ექსტრაქტზე დამზადებული მზისგან დამცავით იცნობს, მომხმარებელს კანის მოვლის ყველა სხვა საფეხურისთვისაც სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქტებს. მათ შორის პროპოლისის ინგრედიენტზე დაფუძნებულ შრატს, რომელიც განსაკუთრებით მშრალი ტიპის კანს მოუხდება. პროპოლისი ფუტკრის მიერ გამოყოფილი წებოსმაგვარი კონსისტენციის სითხეა, რომელიც თაფლის მსგავსად ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებითაც გამოირჩევა. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ მას აკნესთან ბრძოლისათვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად.Manyo Factory Galactomy Niacin Essence
Manyo კორეულ ენაზე ჯადოქარს ნიშნავს, ამ პროდუქტის მწარმოებლები ამბობენ, რომ ეს ესენცია, მისი მბზინავი და დამარბილებელი თვისებებით, სწორედ ჯადოსნური სითხეა მათთვის, ვისაც კანის დატენიანება ან გამონაყართან ბრძოლა სჭირდება. ნიაცინამიდთან ერთად ესენცია ე.წ. Galactomyces-ის ექსტრაქტს შეიცავს, რომელიც საფუვრისმაგვარი ნივთიერებაა და საკესგან მზადდება.Cosrx Acne Pimple Master Patch
აკნესთან და გამონაყართან ადგილობრივად ბრძოლისას პირველი კორეული პროდუქტი, რომელიც ახსენდებათ, Cosrx-ის გამონაყარზე დასაკრავი პაჩებია. ის ეფექტურად ებრძვის როგორც გამონაყარს, ისე მისგან დატოვებულ ლაქებს და ნაწიბურებს. პროდუქტის მოხმარების წესი მარტივია, ის რამდენიმე საათის განმავლობაში მშრალ, სუფთა კანზე უნდა დაიტანოთ და საშუალება მისცეთ გამონაყარში არსებული არასასურველი სითხე შეიწოვოს.
დაწერე კომენტარი