ალბათ არ არსებობს მაკიაჟის პროდუქტებს შორის იმაზე ცნობილი და მომხმარებლების მიერ აღიარებული ტონალური საშუალება, როგორიც Estee Lauder Double wear Stay-in-place Foundation-ია, ბრენდის სავიზიტო ბარათად ქცეული პროდუქტი, 24-საათიანი წყალგამძლეობით, სრული დაფარვითა და 55 სხვადასხვა ფერით. ტონალურს, რომელიც გლუვი ეფექტით გამოირჩევა, მსუბუქი და უცხიმო კონსისტენცია აქვს, რომელიც ხავერდოვნად ედება კანს, არ ჯდება ფორებსა და ნაოჭებში, არის დერმატოლოგიურად ტესტირებული, ანტიალერგიული, პარაბენებისა და სინთეტიკური პარფიუმისგან თავისუფალი მაღალი ხარისხის ტონალური, რომელიც იდეალურად ათანაბრებს კანის ტონს და ფარავს კანზე არსებულ ყველანაირ ნაკლოვანებას.

el_sku_YA6FCT_640x640_0.png 206.49 KB
Estee Lauder Double wear Stay-in-place Foundation ბაზარზე პირველად 1997 წელს 15-საათიანი გამძლეობის ფორმულით გამოჩნდა, თუმცა მომდევნო წლებში ეს ფორმულა კიდევ უფრო დაიხვეწა და საბოლოოდ დღევანდელი წარმოებული პროდუქტი მომხმარებელს მთელი დღის განმავლობაში ჰპირდება მდგრადობას. წყლის ბაზაზე დამზადებული ტონალური მისი შემადგენლობისა და კონსისტენციიდან გამომდინარე, როგორც ნორმალური, ისე მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული კანის ტიპებისთვისაა შექმნილი, ამიტომ მისი გამოყენებისას შეგიძლიათ საერთოდ არ იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება პროდუქტი თქვენი კანის ტიპს, ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თქვენი ფერის სწორად შერჩევაა.
estee-lauder-double-wear.png 221.47 KB
ვინაიდან ტონალური 55 ფერშია წარმოდგენილი და საკმაოდ რთულია სწორად განსაზღვრო, ზუსტად რომელი შეესაბამება  თქვენი კანის ფერს, პირველ რიგში გირჩევთ, რომ სწორად შეარჩიოთ თქვენი ე.წ. კანის ტონი, რომელიც გრილი, ნეიტრალური ან თბილი შეიძლება იყოს. გრილი ტონალობის კანი უფრო მეტად მოვარდისფროა და ადვილად იღებს დამწვრობას მზეზე, ნეიტრალური ამ მხრივ ოდნავ განსხვავებულია და ვარდისფრისა და ოქროსფრის შუალედურ ტონს გამოხატავს, ხოლო თბილი ტონალობა უფრო მეტად ოქროსფერი ან ზეთისხილისფერია, რომელიც ადვილად, დამწვრობის გარეშე იღებს რუჯს.
s-l1200.png 402.76 KB
ამ ყველაფრის ცოდნა არა მხოლოდ Estee Lauder-ის ტონალურის ფერის, არამედ ზოგადად სახის მაკიაჟის პროდუქტების უმეტესობის განსასაზღვრადაც გამოგადგებათ, თუმცა Double wear Stay-in-place Foundation-ის შერჩევისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ფორმულაა. იმისათვის, რომ თქვენი ფერის ტონალური აბსოლუტური სიზუსტით შეარჩიოთ, გირჩევთ Estee Lauder-ის ვებგვერდზე  Try It On პლატფორმას ეწვიოთ და ყველა სასურველი ფერი ვირტუალურად დატესტოთ.