ორსულობა სხეულის გარეგნული თუ შინაგანი მეტამორფოზია. ფიზიკურთან ერთად ეს პერიოდი ორგანიზმში მიმდინარე არაერთი პროცესის ცვლილებასაც იწვევს. ჰორმონალური და ვასკულარული ცვლილებები კანის სიჯანსაღესა და მის მოვლის რუტინაზეც ახდენს გავლენას. დერმატოლოგების თქმით, 9 თვის განმავლობაში ორსული ქალები ისეთ პრობლემებთან ერთად, როგორიც არის ვარიკოზული ვენები და ე.წ. “სტრიები”, ყველაზე ხშირად კანის სიმშრალეს, ჭარბ ცხიმიანობასა და ქავილს აწყდებიან. თუმცა, კანის ამ არასასურველ მდგომარეობებთან გამკლავება ძველი მეთოდებით თითქმის შეუძლებელია, რადგან გარკვეულ ინგრედიენტთა ჯგუფი, მათ შორის რეტინოიდები და სალიცილის მჟავა ბავშვისათვის მავნებელია. ამიტომ, ორსულობისა და შემდგომ ლაქტაციის პერიოდში ზოგიერთ, თქვენი კანისათვის საყვარელ პროდუქტთან დროებით დამშვიდობება და უსაფრთხო ალტერნატივით ჩანაცვლება მოგიწევთThe Ordinary Azelaic Acid Suspension 10%
აკნესთან ბრძოლისათვის განკუთვნილ პროდუქტთა უმეტესობა სალიცილის მჟავასა და რეტინოიდებს შეიცავს, ამიტომ ორსულებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, თუ როგორ უნდა ებრძოლონ აკნეს საჭირო ინგრედიენტების გარეშე. დერმატოლოგების პასუხი კი ამ კითხვაზე აზელაინის მჟავაა, რომელიც რეტინოიდს იდეალურად ანაცვლებს. ეს მჟავა ასუფთავებს ფორებს და ორგანიზმში კერატინის გამოყოფას ამცირებს, ასევე უზრუნველყოფს სიწითლისა და გაღიზიანების დამშვიდებას და პიგმენტაციის პრევენციას. The Ordinary-ს 10% აზელაინის მჟავა ამ ფუნქციას იდეალურად ასრულებს და ორსულისათვის უსაფრთხო და ეფექტურ პროდუქტს წარმოადგენს. Drunk Elephant C-Firma Day Serum
Drunk Elephant-ის დღის შრატი 15% C ვიტამინს შეიცავს. ეს პროდუქტი გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით, აუცილებელი საკვები ნივთიერებებითა და ხილის ფერმენტებით, რაც კანს გამკვრივების, გაუმჯობესებისა და ბზინვარების საშუალებას აძლევს. EltaMD UV Pure Broad-Spectrum SPF 47
მზისგან დამცავის გამოყენება კანის მოვლის უმნიშვნელოვანესი საფეხურია. ამ შემთხვევაში გამონაკლისს არც ორსულობა და შემდგომ ლაქტაციის პერიოდი წარმოადგენს. დერმატოლოგების თქმით, აუცილებელია ამ პერიოდში კანის პრობლემების თავიდან ასაცილებლად მზისგან დამცავი საშუალებები მაღალი პროცენტულობით რეგულარულად გამოიყენონ ორსულმა და მეძუძურმა ქალბატონებმა. EltaMD-ის მზისგან დამცავების ფართო არჩევანი კანის მოვლის ექსპერტებს გამორჩეულად იზიდავს, აქტიური ინგრედიენტების შემცველობისა და დადებითი მოქმედების გამო. ბრენდის 47% SPF-ის მქონე მზისგან დამცავი მინერალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემი კანის ზედაპირიდან ბლოკავს UV მავნე სხივებს, ხოლო ქიმიური დამცავი კანში შეიწოვება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს და მზის მავნე სხივები ეპიდერმისის დაზიანებას ასწრებენ. Avène Cicalfate Restorative Protective Cream
კანის ბარიერის დაზიანება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საკმაოდ ხშირი და გავრცელებული მოვლენაა. Avène-ის მდიდარი, მკვებავი ბარიერის აღმდგენი კრემი უნიკალური პოსტბიოტიკური ექსტრაქტის დახმარებით ჯანსაღი მიკრობიომის წარმოქმნას უზრუნველყოფს, რაც სწორედ აღდგენის პროცესის დაჩქარებას ეხმარება. პროდუქტი აგრეთვე შეიცავს სილიკონს, რაც ნაწიბურების ტექსტურას აუმჯობესებს.აღმდგენი კრემი უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, მათ შორის ჩვილებისათვისაც. Neutrogena Hydro Boost Lightweight Hydrating Facial Cleansing Gel
თუ ორსულობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებების გამო სიწითლე და კანის სიმშრალე გაწუხებთ, Neutrogena-ს ნაზი და ეფექტური დასაბანი გელი დამატენიანებელი ფორმულის დახმარებით წმენდს, ასუფთავებს და ატენიანებს კანს. ჰიალურონის მჟავა კვებავს კანს, ანიჭებს მას ელასტიკურობას და დაბანის შემდეგ სიმშრალისა და გაღიზიანების შეგრძნებას აქრობს. Glow Recipe Watermelon Glow Niacinamide Dew Drops
Glow Recipe-ის გამაღიავებელი შრატი ორსულობის პერიოდში კანს ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს. ყოველგვარი საზიანო ინგრედიენტის გარეშე, როგორიც არის პარაბენები, ვერცხლის წყალსა და საღებავებს, რაც მუცლად მყოფი ბავშვის განვითარებას შეაფერხებს, ჰიალურონის მჟავის დახმარებით ებრძვის სიმშრალეს და ანტიოქსიდანტური ნიაცინამიდით (ვიტამინი B5-ის ფორმით) ჰიპერპიგმენტაციის წარმოქმნის რისკს ამცირებს. მის გამოყენებას მყისიერი ეფექტი აქვს და სასარგებლო ინგრედიენტებით გამდიდრებული ფორმულა კანს ახალ სიცოცხლეს სძენს. Glytone Enhance Brightening Complex
დერმატოლოგები ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებებისაგან გამოწვეული გამონაყარისა და სიმშრალის წინააღმდეგ ბრძოლისათვის Glytone-ის ბზინვარების გასაუმჯობესებელ კრემს გვირჩევენ. გლიკოლისა და აზელაინის მჟავა ხელს უწყობს გამონაყარის გაქრობასა და კანის ტონის გაუმჯობესებას. ასევე, პროდუქტი უზრუნველყოფს მყისიერ დატენიანებას და კანის თანაბარ ტონს. SkinBetter InterFuse Treatment Cream
თუ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეტინოლის ალტერნატივად ეძებთ, SkinBetter-ის კრემი სახისა და კისრისათვის პეპტიდებისა და ზეთისხილის ექსტრაქტის ნაზავის დახმარებით ამშვიდებს მგრძნობიარე კანს. პროდუქტი ხელს უწყობს კოლაგენის სტიმულირებას, აუმჯობესებს კანის იერს და რაც მთავარია, არ შეიცავს საზიანო ინგრედიენტებს, რაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად საყურადღებოა. La Roche Posay Toleriane Hydrating Gentle Facial Cleanser
La Roche Posay-ის სახის დასაბანი ორსულობის 9 თვისა და შემდგომ ლაქტაციის პერიოდში თქვენი მგრძნობიარე და გამომშრალი კანის განუყრელი მეგობარი იქნება. კერამიდებით, ნიაცინამიდითა და ბრენდის პრებიოტიკული თერმული წყლით დამზადებული დასაბანი ასუფთავებს კანს ბარიერის დაზიანების გარეშე. ნაზი ტექსტურა უზრუნველყოფს კანის კომფორტის და ელასტიკურობის აღდგენას და უნარჩუნებს მას ხანგრძლივ ტენიანობის შეგრძნებას.
Weleda Skin Food
Weleda-ს Skin Food ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ამავდროულად, ეფექტური საშუალებაა ორსულობის დროს მშრალ და გაღიზიანებულ კანთან საბრძოლველად. ორგანული მზესუმზირას ზეთისა და როზმარინის ექსტრაქტით დამზადებული დამატენიანებელი კანს ღრმად ატენიანებს და გაცილებით უფრო გლუვს, ელასტიკურსა და ბზინვარეს ხდის.
დაწერე კომენტარი