ალბათ ყველას გვინახავს ვირუსულად გავრცელებული ფოტო- თუ ვიდეომასალები, სადაც კარგად ჩანს, თუ რამხელა ეფექტი აქვს თავის მოვლის კორეულ მეთოდს და როგორ გამოიყურებიან თავად კორეელები მათი ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოყენების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქციასთან ერთად დიდი განსხვავებაა კორეულ და დასავლურ კანის მოვლის რუტინებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის საფუძვლები ერთნაირია, სპეციფიკა მაინც განსხვავდება. პირველი ძირეული განსხვავება სახის კანის დაბანის ტექნიკაა. როგორც დერმატოლოგები აღნიშნავენ კორეული კანის მოვლის რუტინა სახის დაბანას 2 სახის პროდუქტით მოითხოვს - პირველი, რომელიც კანს ჭუჭყისა და მაკიაჟისაგან ათავისუფლებს, ხოლო მეორე კონკრეტული პრობლემის მოგვარებისაკენ არის მიმართული, მაგალითად, სიწითლე, გამონაყარი და ა.შ.
გარდა ამისა, კორეული კოსმეტიკა თუ თავის მოვლის საშუალებები დიდი რაოდენობით ბუნებრივ, ორგანულ ინგრედიენტებს შეიცავს, რაც პროდუქციას გაცილებით უფრო უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის, რაც დასავლური პროდუქციისათვის ჯერ კიდევ სიახლეა. კორეული კანის მოვლის ტექნიკა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მზისგან დამცავს და რაც უფრო მაღალია მისი პროცენტულობა, მით უფრო მისაღებია. და ბოლოს, კიდევ ერთი განსხვავება დატენიანებაა. მაშინ როცა დასავლური კანის მოვლის მეთოდები ხშირად ფოკუს ფიზიკურ თუ ქიმიურ აქერცვლის საშუალებებზე აკეთებენ კანისათვის ახალი სიცოცხლის შესაძენად, კორეულ რუტინაში ეს ყველაფერი პირიქით ხდება. ისინი თავს არიდებენ კანისათვის მძიმე ინგრედიენტების გამოყენებას, მათ შორის რეტინოლსა თუ სხვა მჟავებს, რამაც შესაძლოა გაღიზიანება და დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, კორეული კანის მოვლის ერთ-ერთი უმთავრესი არსი მისი მაქსიმალური გამოკვებაა, რადგან რაც უფრო მეტად დატენიანებულია უჯრედები, მით უფრო მეტად ასხივებენ ისინი სინათლესა და ბზინვარებას, მისი გამოშრობა კი ნაოჭებისა და წვრილი ხაზების წარმოქმნის პროცესს აჩქარებს. სწორედ ამიტომ, კორეული კანის მოვლის კვალდაკვალ Hammock წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო დამატენიანებელს კორეული კოსმეტიკიდან, კანის ბზინვარებისა და სიჯანსაღისათვის.
Torriden Dive-In Low-Molecular Hyaluronic Acid Soothing Cream
კორეული დამატენიანებლების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი Torriden-ის დაბალმოლეკულური დამამშვიდებელი კრემია. ცისფერი გელ-კრემის ტექსტურის მქონე დამატენიანებელი, ჰიალურონის მჟავასთან ერთად, პანთენოლს, იგივე ვიტამინ B5-ს, შეიცავს, რაც პროდუქტს ნებისმიერი ტიპის კანისათვის იდეალურ ტენიანობის გამაძლიერებელ საშუალებად აქცევს.
Laneige Water Bank Blue Hyaluronic Cream Moisturizer
Laneige-ის მსუბუქი კონსისტენციის მქონე დამატენიანებელი კრემის მთავარი ღირსება ლურჯი ჰიალურონის მჟავაა, რომელიც სტანდარტული ჰიალურონის მჟავისაგან განსხვავებით, ზღვის წყალმცენარეების ფერმენტაციით მიიღება, შედეგად, პროდუქტს გაძლიერებული დამატენიანებელი ფუნქცია აქვს. ამასთან, დამატენიანებელი აღადგენს და აძლიერებს კანის ბარიერს.
Sulwhasoo Concentrated Ginseng Renewing Cream
Sulwhasoo კორეული კანის მოვლის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, რომელიც უკვე ათწლეულებია ბაზარზე პირველობას არ კარგავს. ბრენდის ლაბორატორიამ ჟენშენის კვლევას თითქმის დეკადები დაუთმო და საბოლოო ჯამში შეიქმნა იშვიათი ჟენშენის საპონინი, რაც დაბერების საწინააღმდეგო ეფექტსა და შესამჩნევად გაახალგაზრდავებულ კანს იძლევა. დამატენიანებელი კრემი კი სწორედ ბრენდის ამ ჯადოსნური მიგნებით არის გამდიდრებული. პროდუქტი ხელს უწყობს სისხლძარღვების მიმოქცევის გაუმჯობესებასა და კოლაგენის სინთეზს, ამ სამკურნალო პროცესების შედეგად კი კანი ღრმად დატენიანებული, გაჯანსაღებული და მტკიცეა.
Wellage Real Hyaluronic Cream
Wellage-ს კრემი ინტენსიური დამატენიანებელია, რომელიც შიის კარაქთან, ჰიალურონის მჟავასა და ნიაცინამიდთან ერთად ღრმად კვებავს გამომშრალ კანს და უზრუნველყოფს კანის ტონის გათანაბრებას. დეჰიდრატაციის ხელისშემშლელ ფაქტორებთან ერთად პროდუქტი კანზე დამცავ ფენასაც ქმნის, რომლის შედეგადაც მას გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისა და დაზიანებისაგან იცავს. ამ ყველაფერთან ერთად კი კორეული თავის მოვლის მთავარი მინასავით ბზინვარე და გამჭვირვალე კანია, რომლის მიღებაც ამ დამატენიანებელი კრემით სრულებით შესაძლებელია.
Round Lab Birch Moisturizing Cream
Round Lab-ის არყის ხის დამატენიანებელი ფერმენტების, ცილების, ამინომჟავებისა და მინერალების დახმარებით კვებავს, ატენიანებს და ასუფთავებს კანს. ანთებითი პროცესების შემცირებასა და ტენიანობით გაზრდილ კანის ბარიერის გაძლიერებასთან ერთად პროდუქტი SPF 50+-საც შეიცავს, რაც კორეული კანის მოვლის სტანდარტებით დამატენიანებელს ბაზარზე მოთხოვნად პროდუქტად აქცევს.
Beyond Angel Aqua Moisture Cream
მათთვის, ვინც ნაზ, მსუბუქ, თუმცა ღრმად დამატენიანებელ პროდუქტს ეძებს Beyond Angel -ის წყლის ბაზაზე დაფუძნებული დამატენიანებელი კრემი სწორი არჩევანია. ბამბუკის წვენისა და ჰიალურონის მჟავის მეშვეობით პროდუქტი აქრობს სიწითლეს და ღრმად ატენიანებს კანს. სწორედ ამიტომ პროდუქტი კორეაში თუ მის გარეთ არაერთი კანის მოვლის ჯილდოს მფლობელია.
Isoi Moisture Dr. Cream
კომბინირებული კანი მოვლა გარკვეულ შემთხვევაში სირთულესთან არის დაკავშირებული, რადგან სახის ერთი ნაწილი ცხიმიანია, ხოლო მეორე მშრალი. 5 განსხვავებული ჰიალურონის მჟავითა და ჩაის ხის კერამიდებით დამზადებული Isoi-ის დამატენიანებელი კრემი კომბინირებული კანისათვის არის შექმნილი და ყოველგვარი წებოვნებისა თუ ზედმეტი ცხიმიანობის გარეშე ეხმარება კანს ღრმად დატენიანებასა და გამონაყარის მოცილებაში. მთელი რიგი სასარგებლო ინგრედიენტებით მდიდარი პროდუქტის გამოყენების შემდეგ კი კანი გაცილებით უფრო ჯანსაღად და ბზინვარედ გამოიყურება.
Cosrx Advanced Snail 92 All In One Cream
მას შემდეგ, რაც დაახლოებით 10 წლის წინ ბაზარზე Cosrx -ის Advanced Snail 92 All In One Cream გამოჩნდა, ლოკოკინას მუცინის ან, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ლოკოკინას სეკრეციის ფილტრატის პოპულარობა ერთიორად გაიზარდა. ეს ინგრედიენტი ბუნებრივად წარმოქმნილ ჰიალურონის მჟავასთან ერთად დამატენიანებელს ანთებითი პროცესების დამშვიდებაშიც ეხმარება. გელის ტექსტურის მქონე პროდუქტი კანის ღრმა უჯრედებში სწრაფად შეიწოვება, ამიტომ სახის კანს კომფორტისა და სიმსუბუქის შეგრძნება მყისიერად ეუფლება.
Atopalm MLE Cream
ანტიოქსიდანტებით, მინერალებითა და კერამიდებით გამდიდრებული დამატენიანებელი კრემი კანის ბარიერის დაცვას, ტენიანობასა და დამშვიდებას უზრუნველყოფს. მცენარეული ზეთებისა და 5 ტიპის ამინომჟავების ნაზავი კოლაგენის სამშენებლო ფუნქციას აძლიერებს და მისი წარმოქმნის პროცესს აჩქარებს, თუმცა ფორმულაში შემავალი სასარგებლო ინგრედიენტებისა და მათი შედეგების გარდა, პროდუქტის ტექსტურა კანთან ურთიერთქმედების დროს კარაქივით სწრაფად დნება, რაც სწრაფად შეწოვისა და ზედმეტი ტენიანობის აორთქლებას უწყობს ხელს.
Missha Super Aqua Cell Renew Snail Cream
როგორც მიხვდით, ლოკოკინას მუცინი კორეული კანის მოვლის პროდუქტებში ბოლო დროს ჭარბად გამოიყენება და ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი Missha-ს Super Aqua Cell Renew Snail Cream-ია, რომელიც სწორედ ამ ინგრედიენტის დახმარებით ხელს უწყობს ტენიანობის გაზრდას კანის გამკვრივების მიზნით და უჯრედების ბუნებრივი რეგენერაციის პროცესს. ლოკოკინას მუცინი განთქმული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც განსაკუთრებით რეკომენდებულია აკნესკენ მიდრეკილი კანის ტიპებისთვის.
დაწერე კომენტარი