“უბანის” საჯარო პროგრამამ,,რუდერალის” დირექტორს სარა ქოულს უმასპინძლა, რომელმაც ისაუბრა თბილისში განხორციელებულ ლანდშაფტის არქიტექტურის ორ პროექტზე: “არსენალის ოაზისი” და ”თბილისის ურბანული ტყე”, ასევე უმასპინძლა დისკუსიას პიტერ კალის მოდერატორობით და ბარი ჰოლეჯის ფოტოგამოფენას. ღონისძიება 4 მაისს, 17:00 საათზე კინოს ჰაბში გაიმართა.

პროექტის, “თბილისის ურბანული ტყის” ფარგლებში ძველი დაბერებული ფიჭვნარი ახალი ენდემური და კლიმატთან ადაპტირებული სახეობებით შეიცვალა, რამაც ბიომრავალფეროვნება შექმნა. ამ ძალისხმევამ ხელი შეუწყო ქალაქის ლანდშაფტის შენარჩუნებას. პროექტები მიზნად ისახავდა ახალი ეკოლოგიური მიდგომების დამკვიდრებას თბილისის სწრაფად ცვალებადი ურბანული გარემოს კონტექსტში. წარსულში არსებული ურბანული და ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, “რუდერალის” პროექტები წარმოადგენს ერთგვარ შაბლონებს, რომელთა გამოყენებაც ეფექტური იქნება სხვადასხვა მასშტაბსა და განზომილებაში და გვთავაზობს თბილისში ურბანული ეკოლოგიის განვითარების სხვადასხვა მეთოდს. სარა ქოულსმა ისაუბრა ქალაქის პარკების, ბაღების, მწვანე ინფრასტრუქტურის ისტორიის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ.

თბილისის ურბანული ტყე (Tbilisi Urban Forest) ნომინირებულია 2024 წლის ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურის ჯილდოზე – ლუდვიგ მის ვან დერ როეს პრემია (EUmies Awards). ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის მოდერატორიც ლონდონელი არქიტექტორი, Spatial Affairs Bureau–ს დამფუძნებელი პიტერ კალი იყო.

“იერთან” თანამშრომლობით, ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ჰოლანდიელი ფოტოგრაფის, ბარი ჰოლეჯის გამოფენა. თავის ნამუშევრებში იგი გვიამბობს თბილისის აყვავებული ურბანული ტყეების შესახებ. ეს ახალგაზრდა ტყეები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ გაშენდა, ძველი ქალაქის ახალი სიცოცხლისა და წინსვლის სიმბოლოა. გაზაფხულზე თბილისი აყვავებული ნუშის ხეების, გლიცინიებისა და მაგნოლიების წყალობით ვიზუალურ სანახაობად იქცევა. ბუნების სილამაზე შთამბეჭდავად ერწყმის თბილისის ურბანულ ლანდშაფტს და ეს ქმნის უნიკალურ გამოცდილებას. “რუდერალის” მსგავსი ინიციატივები “ძერწავს” ქალაქის ლანდშაფტის არქიტექტურის სცენას, ინარჩუნებს საქართველოს უნიკალურ პეიზაჟებს, ხოლო “იერის” მსგავსი მცდელობები ავლენს საქართველოს ჭეშმარიტ ხასიათს, თანამედროვეობას აერთიანებს ღრმა კულტურულ ტრადიციებთან, რაც კარგად ვლინდება ქართველ ხელოვანთა ნამუშევრებში. ღონისძიების კურატორია ნატა ტატუნაშვილი, ,,უბანის” და NWDS-ის თანადამფუძნებელი.

Ubani_announcement image 2.jpg 530.42 KB
სარა ქოულსი


ლანდშაფტის არქიტექტურის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი და რუდერალის დამფუძნებელი და დირექტორი. 

მას ამ სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს და მუშაობს, რათა არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში  შექმნას კავშირი ეკოლოგიასა და კულტურას შორის. საყოველთაოდ აღიარებულია მისი წვლილი კლიმატის ადაპტაციის საქმეში. იგი მუშაობდა გლობალურ პროექტებზე, მათ შორის ლანდშაფტის დაგეგმვის, ეკოლოგიური რეაბილიტაციის, კულტურული დაწესებულებებისა და ბუნებრივი კატასტროფების ადგილების გენერალური გეგმების შექმნაზე. იგი ASLA-ს წევრია. სარა ქოულსი 2019 წელს დასახელებული იყო აშშ-ს ფულბრაიტის სპეციალისტად ურბანული დიზაინისა და ლანდშაფტის არქიტექტურაში. იგი სწავლობდა ჰარვარდის დიზაინის სკოლაში და მიღებული აქვს ლანდშაფტის არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი. თავად კი ასწავლიდა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტსა და სემ ფოქსის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში.


პიტერ კალი


დიზაინის სტუდიის Spatial Affairs Bureau-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. სტუდია მუშაობს არქიტექტურის, ლანდშაფტის და დიზაინის სფეროებში.

 ახორციელებს პროექტებს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. პიტერ კალიმ ათ წელზე მეტი გაატარა Rick Mather Architects-ში, მუშაობდა ვირჯინიის სახვითი ხელოვნების მუზეუმისა და ლონდონის სამხრეთ სანაპიროს ცენტრის მნიშვნელოვან კულტურულ პროექტებზე. იგი თანამშრომლობს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმთან, Crosstown Arts-თან, Richmond Bridge Park-ისა და ლოს-ანჯელესის კულტურის საქმეთა დეპარტამენტთან. იგი გაერთიანებული სამეფოს რეგისტრირებული არქიტექტორია (ARB); ასევე არის RIBA-ს მოქმედი წევრი, AIA-ს საერთაშორისო ასოცირებული წევრი აშშ-ში. იგი RIBA-ს არქიტექტურული სკოლების აკრედიტაციის ბრიტანული საბჭოს და ასევე, უესტმინსტერის უნივერსიტეტის საგამოცდო კომისიის მოწვეული წევრია.


ბარი ჰოლეჯი


ჰოლანდიელი ფოტოგრაფი და ჟურნალის, Poster Boy-ისა და Atelier Bestiaire-ის კრეატიული დირექტორი. 

ბარი ჰოლეჯის ავთენტური, უშუალობით აღბეჭდილი ფოტოგრაფია მდიდარია ემოციებით და ადამიანის ბუნების მრავალფეროვნებას ასახავს. იგი ცხოვრობს და მუშაობს პარიზსა და ამსტერდამში და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Calvin Klein, Adidas, Nike, Missoni და Vogue.

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი “უბანი”

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიულ წრეებს შორის ურთიერთობის დამყარება და ერთობლივი პლატფორმის შექმნა ინფორმაციისა და იდეების გაცვლის მიზნით.

IMG_7161.jpeg 178.32 KB
რუდერალი


დაარსდა თბილისში 2019 წელს სარა ქოულსის მიერ. რუდერალი ლანდშაფტის არქიტექტურის, ურბანული დიზაინის და დაგეგმარების სტუდიაა, რომელიც შეიმუშავებს და ავითარებს მდგრადი ობიექტების პროექტებს, სადაც ეკოლოგია, კულტურა და ისტორია ჰარმონიულად ერწყმის გარემოს კონტექტს. პარტნიორები: სარა ქოულზი, ბენჯამინ ჰაკენბერგერი და გიორგი ნიშნიანიძე. მნიშვნელოვანი პროექტების შექმნით რუდერალი ხელს უწყობს რეგიონში ლანდშაფტის არქიტექტურის ახალი კულტურის განვითარებასა და საქართველოს უნიკალური ლანდშაფტების შენარჩუნებას.


IERI store


IERI Store მრავალფუნქციური კონცეპტუალური-მაღაზიაა, რომელიც წარმოადგენს 35-ზე მეტ ქართულ ბრენდსა და არტისტს. IERI Store მდებარეობს პეტრიაშვილის ქუჩაზე, ღვინის ქარხანა N1-ში. მაღაზიის სახელი ქართულიდან ინგლისურად ერთი სიტყვით ვერ ითარგმნება. IERI - ნიშნავს გარეგნობას, დამოკიდებულებას. მოდის ექსპერტი ანკა ციციშვილი IERI Store-ის კრეატიული დირექტორია. სოფია გუგუბერიძე კი ლუქს ბრენდების მენეჯმენტის საერთაშორისო ექსპერტი, პროექტის დირექტორი. IERI Store-ის მთავარი მიზანია შეცვალოს ქვეყნის სტერეოტიპული აღქმა და განავითაროს მოდის ინდუსტრია. ჩვენ ყველა ქართული ბრენდი ერთ უნიკალურ სივრცეში შევკრიბეთ და შევქმენით კონცეფცია, რომელიც ეფუძნება ქვეყნის იდენტობასა და მემკვიდრეობას. ღონისძიების კურატორია ნატა ტატუნაშვილი, უბანის და NWDS-ის თანადამფუძნებელი.