Hammock Magazine-ის გუნდი მკითხველს დღეიდან ჟურნალის ახალ დამატებას - Hammock Beauty-ის წარუდგენს, რომელიც სილამაზის ინდუსტრიისა და თავის მოვლის სიახლეების თაობაზე პირველი ქართული გამოცემაა.
ჟურნალი მკითხველს ყოველდღიურად სილამაზის ინდუსტრიის შესახებ სხვადასხვა სახის ტექსტურ, ვიდეო და ფოტოკონტენტს შესთავაზებს, რომლის მიზანიც თავის მოვლის, ჯანსაღი ცხოვრებისა და მენტალური ჯანმრთელობის თაობაზე მკითხველისათვის სანდო და სარწმუნო ინფორმაციის გაზიარებაა. ამასთანავე, ისევე როგორც Hammock Magazine, Hammock Beauty-იც თავისი კონცეფციით იაზრებს სოციალურ პასუხისმგებლობას და კონტენტის არსიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოში ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერის საკითხებს.
თვალი ადევნეთ Hammock Beauty-ის ყოველდღიურ კონტენტს ჟურნალის ინსტაგრამსა და ახალ ვებგვერდზე.
დაწერე კომენტარი