მატილდა გვარლიანის ფოტოები იტალიური Vogue-ის მაისის ნომერში მოხვდა. ქართველი მოდელი ფოტოგრაფმა - Alice Neale-მა გადაიღო, მის სტილზე - Luca Galasso-მ, ხოლო მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე - Anthony Preel-მა და Ramona Eschbach-მა იზრუნეს.
მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Models.com-ის 50 ყველაზე წარმატებულ, გამორჩეულ ახალგაზრდა მოდელთა სიაში დასახელდა. მიმდინარე წელს უკვე ითანამშრომლა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Gucci, Dior, Altuzarra, Louis Vuitton, Calvin Klein და მოხვდა ჟურნალების - Vogue Netherlands-ისა და Self Service-ის გარეკანებზე.
ფოტოს წყარო: Next Paris
დაწერე კომენტარი