Hammock Magazine წელს ზუმერთან ერთად ორ მნიშვნელოვან და მასშტაბურ სახელოვნებო ღონისძიებას - Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულსა და თბილისის კულტურის კვირეულს გააშუქებს, რომლებიც 9 მაისს დაიწყება და 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტების მიზანია ქართული მოდისა და ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და მათი პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
დღეს, როდესაც ტექნიკა იმიჯის ნაწილი გახდა, ზუმერს ტექნიკისა და მასთან ურთიერთობის ცოდნით, ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შეუძლია, მათ ინდივიდუალური მოხმარებისა და საკუთარი თავის პრეზენტაციის საშუალებებთან აახლოებს, რასაც ცხოვრების სტილის გამრავალფეროვნებაც კი მოჰყვება. შესაბამისად, კულტურის და მოდის კვირეულის ფარგლებში ზუმერი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ადგილზე მოირგონ, გაითავისონ და დატესტონ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მათ იმიჯს ესადაგება.
Mercedes-Benz Fashion Week-ზე გაიმართება მოდის ჩვენებები, წარმოდგენები, გამოფენები, მასტერკლასები და დისკუსიები, რომლებსაც მოდის და ხელოვნების ექსპერტები უძღვებიან. მოდის კვირეულზე 9 მაისს Situationist-ის გამოფენა გაიმართება, 10 მაისს ჩვენებას გამართავს Muzaradi, Berhasm და Djaba Diassamisze, 11 მაისს ჩატარდება აკა ნანიტაშვილის პერფომანსი, გაიმართება Dzhaba-ს და აკა ფროდიაშვილის ჩვენებები, ხოლო 12 მაისს ვიზიტორები Jesus Star-ის ჩვენებას დაესწრებიან.
თბილისის კულტურის კვირეული სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიერონ 30-ზე მეტი ქართველი თუ საერთაშორისო არტისტის ნამუშევრები, დაესწრონ გამოფენებს, კინოჩვენებებს, კონცერტებს და გაეცნონ ქართველ და საერთაშორისო არტისტებს. კულტურის კვირეული 9 მაისს, 19 საათზე გაიხსნება რომან მიხაილოვის, უტა ბექაიას, ლია ბაგრატიონის, ტატო ახალკაციშვილის, ფაიგ აჰმედის, დილდორა კასიმოვას, Filep Motwary-ს, Amine Amharech-ის, ლევან მინდიაშვილის, კონსტანტინე მინდაძის, Adriano Cisani-ს, Situationist-ისა და ზურაბ არაბიძის გამოფენებით, წარმოდგენილი იქნება გამოფენა - “ფარდა” ნიკოლოზ წულუკიძის კურატორობით, ქართული სცენოგრაფიის გამოფენა და სტუდენტების სპეციალური პროექტი გიორგი ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით, 21 საათზე კი კონცერტს სუხიშვილები გამართავენ. კვირეულზე 10 და 11 მაისს გაიმართება რაინერ ჰოლზემერის ორი დოკუმენტური ფილმის ჩვენება - იურგენ ტელერის შემოქმედების შესახებ და "Martin Margiela In his own Words", ასევე, Theatre Factory 42-ის თეატრალური წარმოდგენა-პერფომანსი, ხოლო 12 მაისს ჩატარდება დოკუმენტური ფილმის, "Mary, Marianna, Maria – The Unsung Greek Years of Callas”-ის ჩვენება, ფესტივალი ანიტა რაჭველიშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური ორკესტრის, მანანა ეგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტით დაიხურება.
თვალი ადევნეთ ჩვენს ინსტაგრამგვერდს, სადაც 4 დღის განმავლობაში, Story-ებში და Reels-ების სახით აქტიურად შემოგთავაზებთ ღონისძიებების მნიშვნელოვან მოვლენებს.
დაწერე კომენტარი