კინოთეატრის ეკრანებზე ბევრჯერ გვინახავს ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ბრძოლისკენ მიდრეკილი ქალები, რომლებიც თავიანთი საოცარი ენერგიით ყოველთვის მართავდნენ კაცებსა თუ თავიანთ გარშემო არსებულ სამყაროს. ხშირად ყველანაირ სტერეოტიპს ანგრევენ და მაყურებელს თავიანთი გამბედაობით აოცებენ, იქნება ეს ქმრის ღალატი, არაკეთილსინდისიერება თუ თუნდაც თაღლითობა. Faster Pussycat, Kill! Kill!-ში ტაურა სატანას მყვინთავის კომბინიზონიდან დაწყებული, Guava Island-ში რიანას ელექტრიკი ლურჯი კოსტიუმით გაგრძელებული, Hammock 8 საოცარ ფილმს გთავაზობთ, რომლებშიც ქალის სექსუალური სული განსაკუთრებით დიდი როლს თამაშობს.
AMBER WAVES, BOOGIE NIGHTS
1970-იანი წლების მოზარდთა გასართობი ინდუსტრიის მომხიბლავი იდეალი, ჯულიანა მური ემბერ ვეივსის როლში, თავისუფალი, სახეზე ჩამოყრილი კულულებით, გლუვი მეტალის ეფექტის მქონე ქუთუთოებითა და ზედმეტად დიდი აქსესუარებით... კოკაინზე დამოკიდებული ემბერი, რომელიც კაცების სამყაროში თავს ძალიან თავისუფლად გრძნობს, ნამდვილად განსაკუთრებულ გრძნობას იწვევს მაყურებელში.
DARLA MARKS, DAZED & CONFUSED
რთულია Darla Marks-ზე საშინელი თინეიჯერის მოძებნა. დაწყებითი კლასელების ღამის კოშმარი, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით თავისი თანატოლებისნაირად გამოიყურებოდეს, თუმცა მისი ხასიათი ნამდვილად ყველასგან განსხვავდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც “Wipe that face off your head, bitch-ს” ყვირის, ჯობია არავინ შეეწინააღმდეგოს.
TRACY FREELAND AND EVIE ZAMORA, THIRTEEN
2003 წელს ფილმმა Thirteen-ინმა დიდი სკანდალი გამოიწვია, მასში გაერთიანებული იყო დედის თინეიჯერ შვილთან დაკავშირებული ყველა შიში. ტრეისის (Evan Rachel Woods) ტიპური ჩაცმულობა, მოკლე ტოპები, სქელი თვალის ფანქარი და მისი ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზა: „No bra, no panties“ (საცვლების გარეშე) ნამდვილად ყველა დედის ღამის კოშმარია. ფილმში საშუალო სკოლის მოსწავლეების ჩაცმულობა კომუნიკაციის ახალი გზა ხდება. ივი (Nikki Reed) გოგოებს შორის ქალად აღიქვამს თავის თავს და უნდა, რომ სწორედ ასე მოეპყრონ. ტრეისის მოტკეცილი ბეისბოლის მაისური კი მისი მოსაწვევია საშიშ და მისთვის სასურველ სამყაროში, რომელიც სავსეა ნარკოტიკით, ძალადობით, სექსით, დაბალწელიანი ჯინსებით, საცვლისმსგავსი ტოპებითა და პირსინგებით.
KOFI NOVIA, GUAVA ISLAND
ქარხნის თანამშრომელი Guava Island-ში შეიძლება ის როლი არ იყო, რომლისთვისაც რიანა დაიბადა, თუმცა მან მაყურებლის დატყვევება ერთი გასროლით შეძლო. მძივებითა და ბუმბულებით შეფუთული ქალის გვერდული გამოხედვა, რომელსაც თავზე აფრიკული თავსაბურავი ახურავს ერთ-ერთი გასაოცარი სცენაა. მსახიობების გარეგნობაზე GQ-ის კრეატიულმა დირექტორმა Mobolaki Dawudo-მ იზრუნა.
WREN, SMITHEREENS
ისეთი ხელოვანების მეშვეობით, როგორებიც იყვნენ: Jean-Michel Basquiat, Andy Warhol, David Byrne და Debbie Harry, ნიუ-იორკი 80-იანებში კრეტიულობის თვალსაზრისით ნამდვილად ლეგენდარული ადგილი იყო. სიუზან საიდელმანის 1982 წლის ფილმში Smithereens მთავარი გმირი ვრენია, რომლის როლსაც სიუზან ბერმანი ასრულებს. იგი ქალაქში მოხატული სათვალეებით დადის, რომელიც მეტროში ერთ-ერთ ქალბატონს მოჰპარა და ჭუჭყიანი მაისურები აცვია, რომლებიც მის უკანალს ძლივს ფარავს.
VARLA, FASTER, PUSSYCAT! KILL! KILL!
Russ Meyer-ის Faster, Pussycat! Kill! Kill!-ში ბანდის ლიდერი ვალა, რომლის როლსაც ტურა სატანა ასრულებს, კომბინეზონს ტყავის ჩექმებსა და განადგურებისთვის შექმნილ ხელთათმანებს უხამებს, მაშინ, როდესაც მისი პარტნიორები - როზი და ბილი ტოპებსა და შლაქსის მსგავს შარვლებს ატარებენ. 1965 წელს დამსახურებული კრიტიკის მიუხედავად, ფილმი მომავალში ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით კი იმედგაცრუებული ქალებისთვის.
LULA PACE FORTUNE, WILD AT HEART
ჰოლივუდის საუკეთესო ვარცხნილობიდან დაწყებული, კოპლებით, საოცარი ბრალეტებითა და “ჩოლკით” გაგრძელებული ლაურა დერნის ლუქების მრავალფეროვნება დეივიდ ლინჩის რომანტიკულ ფილმში პერსონაჟის, ლულას მრავალფეროვნებაზე მეტყველებს. თავისი შეყვარებული სეილორისადმი თავდადებული ლულას ქცევებმა, ვარდისფერმა მომდგარმა კაბამ და სანაპიროს კულულებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ამას ის მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ შეყვარებულს ასიამოვნოს, თუმცა რეალურად ამ ქალმა კარგად იცის, რაც უნდა და სხვისი წესებით თამაშს არ აპირებს.
JADE, DO THE RIGHT THING
Ruth E. Carter-მა 2019 წელს თავისი შექმნილი კოსტიუმის გამო ოსკარი მიიღო, თუმცა მას სპაიკ ლისთან უფრო ადრეც უთანამშრომლია. Do The Right Thing-ში მან ბრუკლინელ მებრძოლ ბიჭებს ძირითადი ფერების ტანსაცმელი ჩააცვა, რათა ზაფხულის მზის ფონზე მათ მაგარი ბიჭების შთაბეჭდილება დაეტოვებინათ, ჯეიდს კი მან სხვადასხვა ვარიაციები შესთავაზა და ლეგენდალური ღია ვარდისფერი ფართო ქუდი დაახურა, რომელიც მას ბიჭებზე მაღლა აყენებს.
დაწერე კომენტარი