Drunk Elephant დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, რომელიც თავის მოვლის საშუალებების ხარისხიან და მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ბრენდის საუკეთესო და მოთხოვნად პროდუქტებს შორის არის T.L.C. Sukari Babyfacial - AHA/BHA სახის ამქერცლავი პილინგ-ნიღაბი, რომელიც ასუფთავებს და ანახლებს კანს, აუმჯობესებს მის ტექსტურასა და ტონუსს, ანიჭებს კანს ბზინვარებს, სირბილესა და ნათელ იერს.
პროდუქტი გლიკოლის, ღვინის, რძის, ლიმონისა და სალიცილის მჟავების ნაზავისგან შედგება, უმაღლესი ხარისხის ფორმულა ეხმარება კანს წვრილი ხაზებისა და ნაოჭების შემცირებაში, გამოირჩევა გამაღიავებელი მოქმედებით. პროდუქტს ანტიოქსიდანტური, დამამშვიდებელი ფუნქციაც აქვს, რასაც მასში შემავალი მატჩას ჩაი უზრუნველყოფს.პროდუქტის შემადგენლობაში ასევე შედის ბარდის ფქვილი, რომელიც კანის ამონათებას უწყობს ხელს, შეიცავს ვაშლის, გოგრის ფერმენტის, ბროწეულის, კაქტუსის ექსტრაქტებს, Passion fruit-ის თესლისა და მარულას ზეთებს - ანტიოქსიდანტებითა და ომეგა 6-ითა და 9-ით, რაც ხელს უწყობს კანის ღრმა დატენიანებასა და კვებას. Sukari Babyfacial კვირაში ერთხელ გამოიყენება და სახეზე დაახლოებით 20 წუთი უნდა გაიჩეროთ, თუმცა თავდაპირველად საკმარისია 10 წუთიც, პროდუქტის გამოყენების ხანგრძლივობა კი შეგიძლიათ ნელ-ნელა 20 წუთამდე გაზარდოთ. პროდუქტი სრულიად ვეგანურია, არ იტესტება ცხოველებზე და არ შეიცავს ეთერზეთებს, სილიკონებსა და პარფიუმს.პროდუქტი მისი ინოვაციური ფორმულით ნებისმიერი ტიპის კანს ერგება, იქნება ეს ნორმალური, კომბინირებული, მშრალი თუ ცხიმიანი. პროდუქტს სხვადასხვა პლატფორმაზე ათასობით დადებითი შეფასება და კომენტარი აქვს. თავად ბრენდი Sukari Babyfacial-ის გამოყენებას მომხმარებელს Virgin Marula Luxury Facial Oil - სახის ზეთთან ერთად ურჩევს. ამ ორი პროდუქტის ერთად გამოყენება რეკომენდებულია საუკეთესო ეფექტისთვის, კანის მაქსიმალური ბზინვარების და სიჯანსაღისათვის.
დაწერე კომენტარი