დევიდ ბოუი: ცხოვრება

დილან ჯონსი


დილან ჯონსის წიგნში დევიდ ბოუის ცხოვრების ისეთი ამბებია თავმოყრილი, რაც აქამდე არ დაწერილა. წიგნში შესული 180-ზე მეტი ინტერვიუ არტისტის მეგობრებთან, მეტოქეებთან, საყვარლებსა და თანამშრომლებთან ურთიერთობებზე მოგვითხრობს. მუსიკოსის განვლილ გზა ინგლისის გარეუბნებიდან დაწყებული, ლონდონში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ბერლინში გატარებული დროთი დამთავრებული, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე მოგვითხრობს.  მკითველისთვის ასევე ნათელია დევიდის კავშირი მის შიზოფრენიით დაავადებულ არაბიოლოგიურ ძმა ტერისთან, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ბოუის ცხოვრებაში მუდმივად არსებობდა აღტაცება და მწუხარება, სიძულვილი და შური. მთხრობელები გვამოგზაურებენ ხელოვანის სტუდიაში, სცენასა და გადასაღებ მოედანზე, სადაც არტისტისა და მისი  შემოქმედების გარდასახვას მაყურებელიც მასთან ერთად განიცდიდა. დევიდ ბოუის დაუვიწყარი საუბარი, მომხიბლავი გარდასახვა, დაუმორჩილებლობა და შემოქმედება ყველა დროში გამორჩეულად შთამბეჭდავი და განსაკუთრებული  იქნება.

შენი სახელით დამიძახე

ანდრე ასიმანი


ანდრე ასიმანის წიგნი “შენი სახელით დამიძახე” მოგვითხრობს მოულოდნელ რომანზე, რომელიც მოზარდ ბიჭსა და მის ზღვისპირა სახლში ჩამოსულ სტუმარს შორის  ვითარდება. თითოეული მათგანი მოუმზადებელია იმ შედეგებისთვის, სადამდეც  მათმა გრძნობამ, მიმზიდველობამ და ვნებამ შესაძლოა წაიყვანოს.  მათ გარშემო ზაფხულის ცხელი, მშფოთვარე კვირები, ულმობელი აკვიატებები, აღტაცება და ვნების გაძლიერების დიდი სურვილი ტრიალებს. მთელი ეს ინტიმურობა კი შესაძლოა ხელახლა არც არასდროს განმეორდეს. დიდებული სიყვარულის ისტორიის წიგნი ჩვენი დროის განსაკუთრებული რომანია. 


2007 წელს წიგნი ლამბდას ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა.

საათები

მაიკლ კენინგემი


მაიკლ კენინგემის წიგნში “საათები” მოქმედება სხვადასხვა დროს ვითარდება. 1920 წლის ლონდონში მეამბოხე ვირჯინია ვულფი საკუთარ თავს ებრძვის, როცა ახალი ნოველის დაწერას ცდილობს. 1940 წელს ლოს-ანჯელესის გარეუბანში მცხოვრები ქალი, რომელიც ცოლი და დედაა, მისის დოლოვეის ეგზემპლარს მწუხარებისგან თავის დასაღწევად კითხულობს. ხოლო 1990 წელს ნიუ-იორკში მცხოვრები კლარისა ვოგანი თავისი მეგობრისთვის წვეულებას ამზადებს. 

საათები ვირჯინია ვულფის მისის დოლოვეის გადაკეთებული ვერსიაა, რომელიც ჩინებულად წარმოაჩენს ამერიკისა და ინგლისის ათწლოვან ურთიერთობას, სადაც სამი დაუვიწყარი ქალის ისტორია ერთმანეთშია გადახლართული. 

სიამაყე და ცრურწმენა

ჯეინ ოსტინი


ჯეინ ოსტინის “სიამაყე და ცრურწმენა” კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნოველად ინგლისურ ლიტერატურაში. მწერალი თავის ბრწყინვალე ნამუშევარს “საყვარელ ბავშვს” უწოდებდა, ხოლო მის ხალისიან გმირზე, ელიზაბედ ბენეტზე ამბობდა, რომ “აქამდე მასზე მომხიბვლელი არსება ჯერ არ გამოჩენილა.” წიგნში თავდაჯერებულ ელიზაბეტსა და მის ამაყ თაყვანისმცემელ მისტერ დარსს შორის არსებული რომანტიკული შეჯახებაა აღწერილი, რომელიც ცივილიზებული დისპუტის დიდებულ სანახაობას მოგაგონებთ. ხალხური სამეჯლისო ცეკვები, პერსონაჟთა არშიყობისა და ინტრიგის მთავარი საწყისი წერტილია, სადაც ოსტინი ინგლისის მმართველობას კომედიის საშუალებით საუცხოოდ წარმოაჩენს.

გრძნობა და გონება 

ჯეინ ოსტინი


“რაც უფრო მეტი ვიცი სამყაროზე, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ვერასდროს შევხვდები ისეთ მამაკაცს, რომელსაც ნამდვილად შევიყვარებ. მე ზედმეტად ბევრს ვითხოვ!”

მერიან დეშვუდს შეუფერებელი ჯონ უილობი უყვარდება. თავისი დის, ელინორის გაფრთხილებას,  რომ ჯონის იმპულსური საქციელი ხალხში ყბედობას იწვევს, მერიანი ყურად არ იღებს. ელინორი საზოგადოებრივ ყრილობაზე ყოველთვის მგრძნობიარედ იქცევა, საკუთარ თავს ებრძვის, რათა დამალოს თავისი რომანტიკული იმედგაცრუება მათთანაც, ვინც გოგონასთან ყველაზე ახლოსაა. სიყვარულის გამოცდის პარალელურად დების ქონებას საფრთხე ემუქრება. შედეგად, დები სწავლობენ, რომ გრძნობა უნდა იყოს გონებასთან შერეული, რათა თავიანთი პირადი ბედნიერება საზოგადოებაშიც გამოაჩინონ, სადაც სიყვარულის წესებს სტატუსი და ფული მართავს.  

პატარა ქალები

ლუიზა მეი ოლკოტი


მკითხველთა სხვადასხვა თაობას: ახალგაზრდებსა და უფროსებს, ქალებსა და კაცებს, ფაქტობრივად, ყველას შეუყვარდა დები მარჩები. პატარა ქალები ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი და უკვდავი ნოველაა.

საიდუმლო არ არის, რომ ნოველა ოლკოტის ადრინდელ ცხოვრებაზეა დაფუძნებული. მამამისი, ბრონსონ ოლკოტი თავისუფალი აზროვნების რეფორმატორი გახლდათ, რომელიც მეგობრობდა და ხვდებოდა ისეთ გამოჩენილ ავტორებს, როგორებიც იყვნენ ემერსონი, ტორო თუ ჰოთორნი. ლუიზა თავის დებთან ერთად დიასახლისის საქმეებს ეწეოდა, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოაჩინა, რომ წერით ფულის შოვნა შეეძლო. პატარა ქალებმა მას დიდება და დიდი წარმატება მოუტანა, რომელიც იკვლევს საუკუნო თემებს, სიყვარულსა და სიკვდილს, ომსა და მშვიდობას, კონფლიქტს პირად ამბიციებსა და ოჯახურ პასუხისმგებლობებს შორის და ევროპისა და ამერიკის კულტურების ერთმანეთთან დაჯახებას. 

Laterna Magica

ინგმარ ბერგმანი


“როდესაც კინო არ არის დოკუმენტური, ის ოცნება ხდება…”

The Magic Lantern ინგმარ ბერგმანის ავტობიოგრაფიული წიგნია, სადაც მისმა ბავშვობამ და ახალგაზრდობისას დაწერილმა პატარა მოთხრობებმა დიდი კვალი დატოვა მის ცხოვრებაზე. წიგნს ბავშვობიდან თეატრში, შემდეგ ჰოლივუდის ოქროს წლებსა და  ხმაურიან რომანტიკულ ისტორიებში გადავყავართ, რომელიც ხუთ ცოლსა და რამდენიმე დიასახლისს უკავშირდება. ბერგმანი რეტროსპექციებს დეტალურად და თანმიმდევრულად მიჰყვება, რაც უფრო ნათელს ხდის მეოცე საუკუნის კინოს ისტორიისა და მისი პირადი აკვიატებების გაგებასა და აღქმას. წიგნი ფანჯარას წარმოადგენს, რომელიც გენიოსის გონებასა და მის მეხსიერებაში გვამოგზაურებს. 

ენდი უორჰოლის ფილოსოფია

ენდი უორჰოლი


ენდი უორჰოლის ფილოსოფიაში, ქვესათაურად (ა-დან ბ-მდე და კვლავ უკან), ჩანაწერები და არტისტის მოგონებები გვხვდება. ენდი საუბრობს სიყვარულზე, სექსზე, საჭმელზე, სილამაზეზე, დიდებაზე, მუშაობაზე, ფულსა და წარმატებაზე, ნიუ-იორკზე, ამერიკაზე და ბავშვობაში მაკ’კისპორტში, პენსილვანიაში გატარებულ დღეებზე. ნიუ-იორკის საოცრად კარგ და ცუდ მოგონებებზე, 60-იან წლებში კარიერულ მწვერვალებსა და დიდებულ ცხოვრებაზე, სხვა სახელგანთქმულ ადამიანთა შორის.

სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით

ჰარუკი მურაკამი


წიგნის მთავარი გმირი, ჰაჯიმე დედისერთაა, რაც 50-იანებში ძალიან იშვიათობა იყო, ამიტომ ყველა ფიქრობდა, რომ ის ერთი ეგოისტი ბიჭი იქნებოდა. ჰაჯიმე იაპონიის ომის შემდეგ გარეუბნებში იზრდებოდა. მისი ერთადერთი ამხანაგი შიმამოტოც  დედისერთა იყო. ისინი დიდ დროს ერთად ატარებდნენ. ჰაჯიმეს სხვა ქალაქში გადასვლის შემდგომ, მეგობრებმა ერთმანეთთან კავშირი გაწყვიტეს და მათ მხოლოდ მოგონებები შემორჩათ. ახლა ჰაჯიმა 30 წლის არის. მან ბედნიერება იპოვა მის საყვარელ ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად. ჯაზის ბარის წარმატებული მფლობელი გახდა. თუმცა მის ცხოვრებაში შიმამოტო კვლავ ჩნდება. ის ლამაზი, ძლიერი და საიდუმლოებებით მოცულია. ჰაჯიმა წარსულს მიეცა, რამაც მისი აწმყო საფრთხის ქვეშ დააყენა. 

ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი

კარენ ჯოი ფაულერი


კარენ ჯოი ფაულერის წიგნში ჯეინ ოსტინის 6 ნოველის განსახილველად ხუთი ქალი და ერთი მამაკაცი ლიტერატურულ კლუბში იკრიბება. ექვსი თვის განმავლობაში ისინი ხვდებიან ერთმანეთს და სხვადასხვა თემაზე სიყვარულზე, ქორწინებასა და განქორწინებაზე, შვილებსა და მშობლებზე საუბრობენ. ექვსივე პერსონაჟი ოსტინის ნოველების პარალელურად თავიანთ პირად ურთიერთობებსა და გამოცდილებას განიხილავს.

ქვიან სანაპიროზე 

იენ მაკიუენი


1962 წლის ივლისი. ნიჭიერი მუსიკოსი, ფლორენცი წარმატებულ კარიერასა და  იმ საოცარ ცხოვრებაზე ოცნებობს, რომელიც ედუარდთან ერთად უნდა შექმნას. ედუარდი ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც ლონდონში University College-ში სწავლობს. 

ახალდაქორწინებული წყვილი, ედუარდი და ფლორენსი, თაფლობის თვის გასატარებლად დორსეტში, ცნობილ ქვიან სანაპიროზე – „ჩეზი-ბიჩზე“ – მიემგზავრება.