საფრანგეთი ტრადიციულად ყოველწლიურ ღონისძიებას - კანის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, რომელიც 1946 წლიდან იმართება. კანის 77-ე კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა და 25 მაისამდე გაგრძელდება. წლევანდელ ღონისძიებაზე ლეგენდარულმა მსახიობმა, თეატრისა და კინოს ამერიკელმა ვარსკვლავმა - მერილ სტრიპმა საპატიო ჯილდო - "ოქროს პალმის რტო" მიიღო, რომელიც კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ. 

IMG_7755.png 977.72 KB
მერილ სტრიპმა პირველი ოქროს პალმის ჯილდო, საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული 35 წლის წინ მიიღო 1989 წლის ფილმისთვის - "A Cry in the Dark". ბოლო 6 ათწლეულის განმავლობაში მსახიობმა ითამაშა ისეთ დრამებში, როგორებიცაა - "ირმებზე მონადირე", "ფრანგი ლეიტენანტი ქალი", "Kramer vs. Kramer", ‘’Mamma Mia!" და "ეშმაკი ატარებს პრადას".
IMG_7753.png 1.11 MB
ლეგენდად წოდებული მერილ სტრიპი სხვადასხვა მნიშვნელოვან ჯილდოზე დაახლოებით 500-ჯერ არის ნომინირებული, მათ შორის - 21-ჯერ ოსკარზე და 3-ჯერ გახდა გამარჯვებული. წლევანდელ კანის ფესტივალზე, Grand Theâtre Lumière-ის სცენაზე, 74 წლის მსახიობს, რომელსაც მრავალფეროვანი და ძალიან წარმატებული კარიერა აქვს, ჯილდო ჟულიეტ ბინოშმა გადასცა.

გასული წლების განმავლობაში კანის საპატიო ოქროს პალმის ჯილდო მიღებული აქვთ ისეთ მხასიობებს, როგორებიც არიან - კეტრინ დენევი, ჯეინ ფონდა, კლინტ ისტვუდი, აგნეს ვარდა, ჯოდი ფოსტერი, ტომ კრუზი, ჰარისონ ფორდი და მაიკლ დუგლასი. 77-ე კინოფესტივალზე კიდევ ორ საპატიო ტიტულს მიიღებს Hayao Miyazaki-ს Studio Ghibli და ასევე ამერიკელი პროდიუსერი, სცენარისტი და რეჟისორი - ჯორჯ ლუკასი. წლევანდელი ღონისძიების ჟიურის კინორეჟისორი გრეტა გერვიგი ხელმძღვანელობს.


ფოტოს წყარო: People