Hammock წარმოგიდგენთ 20 საკულტო ფილმს, რომელთა გადაღებაც Côte d'Azur-ზე მიმდინარეობდა.
„დაიჭირე ქურდი“ - ალფრედ ჰიჩკოკი
ჰიჩკოკის ეს ფილმი 1955 წელს გამოვიდა და დიდი ხნის პენსიაზე გასულ მძარცველს ეხება, რომელმაც უნდა დაიჭიროს ქურდი, რომელიც ძარცვისას მისეულ მეთოდებს იმეორებს, უნდა დაასწროს, სანამ შეცდომით მას დაადანაშაულებენ. მოქმედება Côte d'Azur-ზე მიმდინარეობს, უფრო კონკრეტულად კი, კანში, სასტუმრო “კარლტონში”.
„და ღმერთმა შექმნა ქალი“ - როჟე ვადიმი
როჟე ვადიმის 1956 წლის ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალში“ 18 წლის ობოლი ჯულიეტა ღამის კლუბის მფლობელის ინტერესებს იზიარებს, ბოლომდე მიენდობა მას, რაც საბოლოოდ მის ცხოვრებაში ყველაფერს ართულებს.
„გამარჯობა სევდა“ - ოტო პრემინგერი
„გამარჯობა სევდა“ - ოტო პრემინგერი
1958 წლის პრემინგერის ეს ფილმი ფრანცუა საგანის ბესტსელერის ეკრანიზაციაა. ფილმში 17 წლის პარიზელი გოგო და დაქვრივებული, ჯერ კიდევ მერყევი ხასიათის მქონე მამამისი საფრანგეთის სამხრეთში, ულამაზეს ვილაში ცხოვრობენ. მოქმედება სენ-ტროპესა და მონტე-კარლოში ვითარდება.
„ნებისმიერ რიცხვს შეუძლია მოგება“ - ჰენრი ვერნოილი
ვერნოილის 1963 წლის ფილმში -„ნებისმიერ რიცხვს შეუძლია მოგება“ მაყურებელი ყოფილ ყაჩაღს ხედავს, რომელიც გადაწყვეტს კანში Palm Beach-ის კაზინო გაქურდოს, მოქმედება Le Marly-ის რეზიდენციაში ხდება.
„ანგელოზების ყურე“ - ჯაკ დემი
დემის 1963 წლის ამ ფილმში ბანკის თანამშრომელი მეგობარს Enghein-ის კაზინოში მიჰყვება და ჯეკპოტს იგებს. გამარჯვება მას ნიცაში გადაფრენას მოანდომებს, სადაც ის ჯეკის, კიდევ ერთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ გოგოს შეხვდება. მოქმედება La Promenade des Anglais au petit matin-ში მიმდინარეობს.
„სენ-ტროპეს ჯარები“ - ჯან ჟირო
1964 წლის ჟიროს ამ ფილმში ძველი პოლიციელი დაწინაურების შემდეგ ქალიშვილთან - ნიკოლთან ერთად თავის პატარა ქალაქს ტოვებს და სენ-ტროპეში გადადის საცხოვრებლად. მოქმედება Place des Lices-ზე ხდება.
„შეშლილი პიერო“ - ჟან-ლუკ გოდარი
1965 წლის გოდარის ამ ფილმში ფერდინანდის, ეგრეთ წოდებული შეშლილი პიეროსა და მისი შეყვარებულის - მარიანას ისტორიაა ნაჩვენები, რომლებსაც საფრანგეთის სამხრეთში განგსტერები დასდევენ. მოქმედება Porquerolles-ის პლაჟებზე მიმდინარეობს.
„ორნი გზაზე“ - სტენლი დონენი
1967 წლის ფილმი „ორნი გზაზე“ ნიცასა და სენ-ტროპეშია გადაღებული და მოგვითხრობს ამბავს წყვილის, მარკისა და ჯოანას შესახებ, რომლებსაც ოჯახური კრიზისი აქვთ, 10-წლიანი ქორწინება კრახის პირასაა და ისინი დასასვენებლად ფრანგულ რივიერაზე გადაწყვეტენ გამგზავრებას, სადაც ერთმანეთი გაიცნეს და შეუყვარდათ.
„აუზი“ - ჯაკ დერე
ჟან-პოლი და მარიანა შვებულებას თავიანთ ვილაში, სენ-ტროპეში ატარებენ, მაგრამ მათ ბედნიერებას ჰარის ჩამოსვლა არყევს, ჰარი მარიანას ადრინდელი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ახსენებს. 1969 წლის ფილმი საფრანგეთის სამხრეთშია გადაღებული.
„ამერიკული ღამე“ - ფრანსუა ტრიუფო
“ამერიკული ღამე” ფრანგულ რივიერაზე ფილმის გადაღების პროცესის შესახებ მოგვითხრობს.
”ერთი უხერხული მომენტი” - კლოდ ბერი
ბერის 1977 წლის ამ ფილმში - „ერთი უხერხული მომენტი“ ნაჩვენებია მამებისა და მათი ქალიშვილების ერთობლივი დასვენების ისტორია, რომლის დროსაც ერთ-ერთ მამას თავისი მეგობრის ქალიშვილი მოეწონება. მოქმედება Pampelonne-ის პლაჟზე მიმდინარეობს.
„აღარასოდეს თქვა არასდროს“ - ირვინ კერშნერი
კერშნერის 1983 წლის ამ ფილმში ჯეიმს ბონდი ახალი მისიით ბრუნდება: შეაჩეროს ტერორისტული ორგანიზაცია „სპექტრი“. მოქმედება მონაკოს კაზინოში ვითარდება.
„მედუზის წელი“ - კრისტოფერ ფრანკი
რთული სასიყვარულო ამბავი Pampelonne-ის პლაჟზე ჩასულ დედა- შვილის საზაფხულო არდადაგებს ჩახლართავს. ფილმი 1984 წელს არის გადაღებული.
„შიშის ქალაქი: საოჯახო კომედია“ – ალენ ბერბერიანი
პუბლიცისტი კანის კინოფესტივალზე ჩამოდის, რათა ახალი ფილმის - „წითელი მკვდარიას“ პრეზენტაცია ჩაატაროს, თუმცა ფილმი ზუსტად იმეორებს ბოლოდროინდელი მკვლელობების ხაზს და ეს მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. მოქმედება კანში, La Croisette-ის ბულვარში მიმდინარეობს.
„გოგონა მონაკოდან“ - ან ფონტენი
2009 წლის ფილმში „გოგონა მონაკოდან“ წარმატებული ადვოკატი მონაკოში სასამართლოზე კლიენტის დასაცავად ჩამოდის, თუმცა სამსახურზე ფიქრი შეუძლებელია, რადგან მას საოცრად ლამაზი გოგო უყვარდება, რომელიც მის ცხოვრებას კოშმარად აქცევს. ფილმი მონტე კარლოშია გადაღებული
„გულთამპყრობელი“ - პასკალ შომელი
შომელის 2010 წლის ამ ფილმში მოქმედება Monte Carlo Bay Hotel-ში მიმდინარეობს. მომხიბლავი ალექსი და მისი და - მელანი ფულს წყვილების დაშორებით შოულობენ. იმის გამო, რომ ბიზნესი კრიზისისკენ მიიწევს, ისინი გადაწყვეტენ თავიანთი მთავარი პრინციპი - დააშორონ მხოლოდ უბედური წყვილები - დათმონ და მისტერ ვან დერ ბერქის შემოთავაზებას დათანხმდნენ. ალექსს ერთი კვირა აქვს, რომ მდიდარი კაცის ქალიშვილს, ჯულიეტას მასზე უგონოდ შეყვარებულ კაცზე დაქორწინება გადააფიქრებინოს.
„ჟანგი და ძვალი“ - ჟაკ ოდიარი
ოდიარის 2012 წლის ამ ფილმში ალის ისტორიაა ნაჩვენები, რომელიც თავისი პატარა შვილის მოვლის მიზნით ბელგიას ტოვებს და ანტიბიში დასთან და მის ოჯახთან გადადის საცხოვრებლად. საშინელი შემთხვევის შემდეგ, მისი და ვეშაპებზე მონადირე სტეფანის ურთიერთობა ნელ-ნელა უფრო და უფრო ღრმავდება.
„ჯადოსნობა მთვარის შუქზე“ - ვუდი ალენი
ვუდი ალენის 2014 წლის ამ ფილმში ინგლისელი ილუზიონისტი ცდილობს თვითმარქვია მედიუმი გამოააშკარაოს, თუმცა ის ძალიან მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდება. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც საქმე გრძნობებზე მიდგება და სტენლი ვეღარ იგებს, პროფესიას უნდა უერთგულოს თუ სიყვარულს. მოქმედება ფრანგულ რივიერაზე, მენტონსა და მონტე-კარლოში ხდება.
„მონაკოს პრინცესა“ - ოლივიე დაანი
2014 წლის ამ ფილმში, რომელიც მონაკოშია გადაღებული, მონაკოს პრინცესის ისტორიაა მოთხრობილი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჰოლივუდი მის წინაშე იყო: ოსკარის ცერემონიები, მდიდრული ვილები და სასურველი მამაკაცები, მან მაინც მეფური სასახლე, არისტოკრატული მეჯლისები და უფლისწული აირჩია. ჰოლივუდის დედოფლობა შეეძლო, თუმცა ის მაინც მონაკოს პრინცესა გახდა.
„საზაფხულო სახლი“ - ვალერია ბრუნი ტედესკი
ტედესკის 2018 წლის ფილმში, რომელიც მისივე ლამაზ ვილაშია გადაღებული, მაყურებელი ხედავს ანას, რომელიც მტკივნეული დაშორების შემდეგ ფრანგულ რივიერაზე, მშობლების სახლში მიემგზავრება.
დაწერე კომენტარი