1988 წლის ფილმი - Beetlejuice 36 წლის შემდეგ ეკრანებზე მეორე ნაწილით ბრუნდება. ტიმ ბარტონის ოსკარზე ნომინირებული ფილმის ახალი ნაწილის პრემიერა მსოფლიო კინოთეატრებში 6 სექტემბერს გაიმართება. Beetlejuice 2-ში სიუჟეტი ათწლეულების შემდეგ ვითარდება და გარდა იმ მსახიობებისა, რომლებიც პირველ ნაწილში თამაშობდნენ, მაგალითად, მაიკლ კიტონი, ვაინონა რაიდერი და კეტრინ ო'ჰარა, ბევრ ახალ მსახიობსაც ვიხილავთ, მათ შორის - ჯენა ორტეგას, მონიკა ბელუჩის, ჯასტინ ტერუს, არტურ კონტისა და უილიამ დეფოს.
ახალი ნაწილის სცენარის ავტორები Wednesday-ს სცენარისტები Alfred Gough და Miles Millar, ხოლო ფილმის პროდიუსერები, რეჟისორ ტიმ ბარტონთან ერთად, მარკ ტობეროფი, დიდი გარდნერი, ჯერემი კლაინერი და ტომი ჰარპერი არიან.
Beetlejuice-ის პირველმა ნაწილმა ოსკარი მოიპოვა საუკეთესო მაკიაჟისთვის და ასევე სატურნის სამი ჯილდო ნომინაციებში - საუკეთესო საშინელებათა ფილმი, საუკეთესო მაკიაჟი და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი, რომელიც სილვია სიდნის ერგო.
დაწერე კომენტარი