ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ყველაზე ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ბრენდების ოფიციალური პარტნიორი დრესაპ ჯგუფი, რომლის ისტორია საქართველოში 1994 წლიდან იწყება, წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ბრენდი, რომელიც მუდამ ზრუნავს ინდივიდუალური სტილისა და თავისუფალი, დემოკრატიული ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, თბილისის ქუჩებში პირველად Levis-ის მაღაზიით გამოჩნდა, 30 წლის თავზე კი უკვე 80-ზე მეტ მაღაზიასა და 100-ზე მეტ ბრენდს ითვლის.
მოდის წამყვანი სახელები კი ამ დროის განმავლობაში მრავლად დაგროვდა: Levi's, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess, Lacoste, Gant, Samsonite, Etam… სია მულტიბრენდულ მაღაზიებშიც გრძელდება. FActory-ის კოლექციებში ამ ბრენდებთან ერთად, გვხვდება Adidas, Birkenstock, Vans, Crocs… Atrio-ს პრემიუმ მაღაზიებში კი - Fabi, Doucals, Henderson, N21, Y-3, Vic Matie, 3JUIN, Ferragamo, VICTORIA BECKHAM და მრავალი სხვა.Dressup არის ადგილი, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს ყოველთვის შეუძლია იპოვოს მისი სტილისათვის შესაბამისი ორიგინალური ტანისამოსი, ფეხსაცმელები და აქსესუარები, მითუმეტეს, რომ კომპანია თავის მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს ხელსაყრელი შეთავაზებებით და ხელმისაწვდომი ფასებით, რა თქმა უნდა, ამ მხრივ არც ეს დღე იქნება გამონაკლისი, “დრესაპის” დაბადების დღე მოდის მოყვარულებისთვის არაერთი საინტერესო შეთავაზებით ჩაივლის.
თუმცა მანამდე, სანამ 8 ივნისი დამდგარა, ერთად გავიხსენოთ ის ამბები, რომლებიც “დრესაპსა“ და Hammock Studio-ს დიდხნიანი თანამშრომლობის პერიოდში ერთად გადახდა.
დაწერე კომენტარი